როგორ გამოვაცხოთ სადღესასწაულო ხაჭოს კრაფინი – სააღდგომო პასკის ანალოგი

0
2066

სულ მალე, ქრისტიანული სამყარო ერთ-ერთ ყველაზე დიდ დღესასწაულს, აღდგომას აღნიშნავს. ყველაზე პასუხისმგებლიანი დიასახლისები სააღდგომო პასკას დამოუკიდებლად ამზადებენ, რადგან სწორედ შინ გამომცხვარი დესერტი, მომზადებული სიყვარულით, იქნება ყველაზე გემრიელი.

თუ ჩვეულებრივი რეცეპტები მოგბეზრდათ ან თქვენ უბრალოდ სტუმრებისა და ოჯახის წევრების რაღაც ახლით გამასპინძლება გსურთ, სცადეთ ასეთი სააღდგომო კრაფინის მომზადება ხაჭოთი. ჰაეროვანი ცომი და ხაჭოსა და შტოშის გულსართი დაუჯერებლად გემრიელ, უჩვეულო ფორმის პასკად იქცევა.

ინგრედიენტები

  • 330 გ ხორბლის ფქვილი
  • 2 ჩ.კ. საფუარი
  • 40 მლ რძე
  • 135 გ შაქარი
  • 200 გ ხაჭო
  • 50 გ კარაქი
  • 1 ც კვერცხი
  • 2 ც კვერცხის გული
  • 100 გ გამხმარი შტოში
  • 50 გ ნუშის ფურცლები
  • 1 ჩ.კ. ვანილინი
  • 0.5 ჩ.კ. მარილი
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • შაქრის პუდრა გემოვნებით

მომზადება

  1. პირველ რიგში, უნდა მომზადდეს საფუარი. ამისთვის თბილ რძეს დაუმატეთ საფუარი და 5 გ შაქარი, შემდეგ გაცერით 30 გ ფქვილი და მოურიეთ ერთგვაროვან მდგომარეობამდე. დაახურეთ საკვები ცელოფანი ან პირსახოცი და დადგით საფუარი 40 წუთით თბილ ადგილას. ცომი მოცულობაში ორჯერ უნდა გაიზარდოს.
  2. ცალკე შეაზილეთ ერთმანეთს ხაჭო, დაუმატეთ საფუვრის მასა, კვერცხი, გულები, შაქარი, ვანილინი და მარილი, ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მცირე ნაკადით დაუმატეთ  დარჩენილი ფქვილიც, მოზილეთ წებოვანი და სქელი ცომი.
  3. წაუსვით ღრმა ჭურჭლის კედლებს ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ მასში ცომი. დაახურეთ ჭურჭელს ხელსახოცი, წინასწარ ჩალბობილი ცხელ წყალში, და დადგით თბილ ადგილას 1.5 საათით.
  4. წაისვით ზეთი ხელებზეც, მუშაობა რომ გაგიმარტივდეთ. ამოსული ცომი დაყავით სამ ნაწილად: 2 მოზრდილი და 1 პატარა. დაამრგვალეთ, გაათანაბრეთ, დაახურეთ ცელოფანი და გააჩერეთ კიდევ 10 წუთით.
  5. მოაყარეთ ფქვილი სამუშაო ზედაპირს, მოათავსეთ მასზე 1 წილი ცომი და გააბრტყელეთ სწორკუთხედ ფირფიტად. წაუსვით დამდნარი კარაქი ან ზეთი, მოაყარეთ ქიშმიში და ნუშის ფურცლები. დაახვიეთ ცომი სქელ რულეტად, დაახურეთ ცელოფანი და იგივე გაიმეორეთ ცომის დარჩენილ ნაწილებზეც.
  6. გადადეთ რულეტი სამუშაო ზედაპირზე, დაჭერით გრძლად ისე, რომ ერთ ბოლოში რამდენიმე სმ არ იყოს გაჭრილი. სპირალურად დაახვიეთ ერთი ნახევარი ფუძუსკენ, შემდეგ კი მეორე შემოახვიეთ. გაიმეორეთ სხვა რულეტებზეც.
  7. გადადეთ პასკა ფორმაში და გააჩერეთ თბილ ადგილას კიდევ 1 საათით. აცხვეთ 190 °С-ზე 10 წუთით, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და აცხვეთ კიდევ 30 წუთით. ბოლოს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

ცომის ამ რაოდენობით გამოგივათ სამი ხაჭოიანი კრაფინი: 2 დიდი და ერთი პატარა. გემრიელად მიირთვით!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი