ბავშვობის გემო: დახეხილი ორცხობილები მურაბით

716

ამ ორცხობილებს “დახეხილი” მომზადების განსაკუთრებული ტექნოლოგიის გამო ეწოდება. ფხვიერი ცომი მისთვის სამზარეულოს სახეხზე იხეხება. შედეგად, ნამცხვარი ძალიან ლამაზი, რბილი და ფაქტურული გამოდის.

დახეხილი ორცხობილებისთვის ნებისმიერი მურაბა გამოგადგებათ, მთავარია, ძალიან თხელი არ იყოს. ასევე, მოუხერხებელია შიგთავსში კურკებიც, მაგალითად, ბლის. აიღეთ ის, რასაც იპოვით, მოათავსეთ ორცხობილების ფენებს შორის და გამოაცხვეთ.

დახეხილი ორცხობილა მურაბით

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 200 გ მარგარინი
  • 250 გ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ვანილინი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 500 გ ფქვილი
  • 200 გ ჯემი ან მურაბა

მომზადება

  1. დაადნეთ მარგარინი და ჩაასხით ღრმა თასში.
  2. შეურიეთ კვერცხი, შაქარი და ვანილინი.
  3. გაცერით ფქვილი, შეურიეთ გამაფხვიერებელი და დაუმატეთ დარჩენილ ინგრედიენტებს. ფქვილი თანდათან უნდა დაუმატოთ, მუდმივად ურიოთ.
  4. მოზილეთ ცომი და დაყავით ორ ნაწილად. ერთ-ერთი მათგანი ცოტათი დიდი უნდა იყოს მეორეზე. შემდეგ, ცომის მცირე ნაწილი მოათავსეთ საყინულეში 1 საათით.
  5. ცომის დიდი ნაწილი გააბრტყელეთ და საცხობ ლანგარზე მოათავსეთ. წინასწარ დააფინეთ ფორმაზე კარაქწასმული პერგამენტი.
  6. მოათავსეთ ცომზე ჯემი ან მურაბა. თანაბრად გადაანაწილეთ ზედაპირზე.
  7. საყინულედან გამოიღეთ ცომის მეორე ნაწილი და დახეხეთ. თანაბრად მოაყარეთ ნახეხები ცომის ქვედა ნაწილს ისე, რომ შიგთავსი დაფაროთ. ხანდახან, როცა ლოდინი მეზარება, ცომს უბრალოდ ხელით ვგლეჯ, სანამ შიგთავსს ზემოდან მოვაყრიდე.
  8. მოათავსეთ ნამცხვარი 190-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.
  9. გემრიელად მიირთვით!

მურაბა ძალიან თხელია? შეგიძლიათ, მასში ცოტაოდენი დაფშვნილი ორცხობილა, დანაყული თხილი ჩაყაროთ, გემრიელი გულსართი გამოგივათ ქოქოსის ფანტელებითაც.

თუ მურაბა მეტისმეტად ტკბილია, შეგიძლიათ ვაშლის პატარა ნაჭრები ან სხვა მჟავე ხილი დაუმატოთ.

კიდევ ერთი ვარიანტი: დაუმატოთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი. სხვათა შორის, ცედრა შეგიძლიათ ცომსაც დაუმატოთ – ნამცხვარი ძალიან არომატული გამოვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს