ვარჯიში და ხალხური საშუალებები სმენის გასაუმჯობესებლად

1089
ფოტო: piqsels

ამ მეთოდების დახმარებით სმენის გაუმჯობესებას შეძლებთ.

ვარჯიშის ყურისთვის

დილა ყურის ვარჯიშით დაიწყეთ. ასე ყოველდღე გააკეთეთ:

  • ხელისგულებით ყურები საათის ისრის მიმართულებით, წრიული მოძრაობით დაიზილეთ და თავს მჭიდროდ მიადეთ;
  • ხელისგულებით ყურები თავს მჭიდროდ მიადეთ და შემდეგ ხელისგულები სწრაფად მოაშორეთ.  ასე15-20-ჯერ გაიმეორეთ.
  • ყურში თითი რაც შეიძლება ღრმად ჩაიდეთ და სწრაფად ამოიღეთ, 15-20-ჯერ გაიმეორეთ.

ასეთი ვარჯიშები ყოველდღე სმენის გასაუმჯობესებლად გააკეთეთ.

ხალხური საშუალება

ნიორი-ქაფურის ნარევი: ნივრის კბილი ფაფის მიღებამდე დაჭყლიტეთ და 3 წვეთი ქაფურის ზეთი დაუმატეთ. მარლაში გაახვიეთ და ყურში ჩაიდეთ. წვის დაწყებამდე გაიჩერეთ, შემდეგ ამოიღეთ. ეს პროცედურა ყოველდღე, ძილის წინ, 2 კვირის განმავლობაში გაიკეთეთ.

ნუშის ზეთი: ის ყურში უნდა ჩაიწვეთოთ. პირველ დღეს ერთ ყურში 8 წვეთი, მეორე დღეს მეორე ყურში. კურსი – 10-12 პროცედურა.

არაყი-ხახვის ნარევი: 1 ს/კ არაყი 1 ს/კ ხახვის წვენზე აიღეთ და აურიეთ. ყოველ ღამით, თითოეულ ყურში თითო წვეთი ნარევი 10-12 დღის განმავლობაში ჩაიწვეთეთ.

თუ თავის ტკივილი და ყურებში ხმაური გაწუხებთ, ნემსიწვერას ფოთლები მოწყვიტეთ, დასრისეთ და ორივე ყურში ჩაიდეთ. ასე მთელი დღე იარეთ, მათი გაშრობის მიხედვით ფოთლები გამოცვალეთ. პროცედურა 2-3 დღე ჩაიტარეთ.

აპითერაპია

სმენის დაქვეითების და თავში ხმაურის დროს პროპოლისის ემულსია დაგეხმარებათ. პირველ რიგში, პროპოლისის ზეთი მოამზადეთ: 200 გრ კარაქი ემალის ქვაბში მოათავსეთ და წყლის ორთქლზე გაადნეთ. 10-20 გრ წვრილად დაჭრილი პროპოლისი დაუმატეთ, აურიეთ და ცეცხლზე კიდევ 15-20 წუთით გააჩერეთ, მარლაში გადაწურეთ და პროპოლისის ექსტრაქტი დაუმატეთ.

პროპოლისის ექსტრაქტი: 20 გრ დაქუცმაცებულ პროპოლისს 100 მლ 70% სპირტი დაასხით, 3 დღე ოთახის ტემპერატურაზე დააყენეთ, პერიოდულად ნარევი შეანჯღრიეთ. ამის შემდეგ მარლის ერთ ფენაში გადაწურეთ.

პროპოლისის ზეთი და პროპოლისის ექსტრაქტი ძალიან კარგად აურიეთ. თქვენ ზეთოვან-სპირტიან ემულსიას მიიღებთ. დილა-საღამოს 3 წვეთი თითოეულ ყურში ჩაიწვეთეთ. მკურნალობის კურსი – 3 კვირა. თუ ემულსია ქავილს, სიწითლეს იწვევს, ეს ალერგიის ნიშნებია. 2-3 დღე შეისვენეთ და ყველაფერი დარეგულირდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს