სოდა – მებაღის შეუცვლელი დამხმარე

17964

მებაღის მთავარი ოცნებაა კარგი მოსავლის მიღება, რომელიც დიდხანსაც შეინახება. თავისი მცენარეების მავნებლებისგან დასაცავად, მებაღეები უამრავ შხამ-ქიმიკატს ყიდულობენ, რითაც დიდ შეცდომას უშვებენ.

რამდენადაც ქიმიური საშუალებები უსაფრთხო არაა, მავნე ნივთიერებების ნაწილი ბოსტნეულში აღწევს. არსებობს ალტერნატივა – ხალხური საშუალებები, მათ შორის, საკვები სოდა.

ბოსტნეული ნაკვეთზე

სოდას სურსათის ნებისმიერ მაღაზიაში უპრობლემოდ შეიძენთ. მსიი გამოყენების სპექტრი ძალიან დიდია: იგი თითქმის ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებათ.

დავიწყოთ ყურძნით. ჩვენს რეგიონში მას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ბაღის კულტურებს შორის, მისი მოვლა კი საკმაოდ მარტივია: უბრალოდ გაზაფხულზე უნდა გაკრიჭოთ, ააკრათ და ოდნავ შეასუქოთ.

თუმცა, არსებობს ერთი საშიშროება, რომელიც მას ხშირად უტევს – რუხი ლპობა. ამ შემთხვევაში, სოდა დაგეხმარებათ. კენკრის დამწიფების პერიოდში, ვაზს ასეთი ხსნარი უნდა მოაპკუროთ: 75 გ სოდა გახსენით 10 ლ წყალში. ასე მცენარეს დაავადებისგან დაიცავთ და გაზრდით შაქრის რაოდენობას კენკრაში. ანალოგიური ხსნარით შეიძლება ხეხილის დამუშავება ფოთოლმღრღნელ მუხლუხოებთან საბრძოლველად.

ბუჩქოვანი მცენარეების დასამუშავებლად კიდევ რამდენიმე კომპონენტის დამატება იქნება საჭიტო. ხურტკმელსა და მოცხარს ასეთი ხსნარი მოეწონებათ: 1 ს.კ. სოდა, 1 აბი ასპირინი, 1 ჩ.კ. ჭურჭლის ნებისმიერი სარეცხი საშუალება, 1 ს.კ. მცენარეული ზეთი და 4.5 ლ წყალი.

სოდა კიტრსაც დაეხმარება. ხშირად, ახალგაზრდა კიტრის ფოთლებიც კი ყვითლდება, ნაყოფები კი განვითარებას წყვეტს. ეს ნაადრევი გაუწყლოება კი არა, დაავადების ნიშანია. დაამზადეთ ხსნარი: 1 ს.კ. სოდა გააზავეთ 10 ლ წყალში, შეაშხეფეთ კიტრს და დაიცავით უსიამოვნებებისგან.

აგრეთვე, სოდა ეწინააღმდეგება ფხვიერ ცვარსაც, რომელიც კომბოსტოს ეხსმის თავს. 1 ჩ.კ. სოდა გააზავეთ 1 ლ თბილ წყალში და შეაშხეფეთ ხსნარი მცენარეს. შეგიძლიათ, ეს 3 კვირაში ერთხელ, პროფილაქტიკის მიზნით გააკეთოთ, მცენარეს არ ავნებთ.

თუ კომბოსტოს მუხლუხო შეესია, მოაყარეთ ფოთლებს სოდის ფხვნილი.

არსებობს კიდევ ერთი ნაცადი საშუალება, რომელიც კომბოსტოს გამოაჯანმრთელებს – კატაბალახა. 3 ლ წყალს დაუმატეთ 1 კოლოფი აფთიაქის კატაბალახა და 1 ს.კ. თხევადი საპონი. ამ ხსნარით დაამუშავეთ მავნებლებით შეწუხებული ბოსტნეული. ისინი ვერ იტანენ ხსნარის სუნს, იღუპებიან და ბოსტნეულს ზრდაში აღარ უშლიან ხელს.

თავიანი ბოსტნეულის მოკრეფამდე 1 თვით ადრე, შენახვისთვის რომ მოამზადოთ, კომბოსტოს ნიშადურის სპირტი უნდა შეაშხეფოთ. 40 მლ ნიშადურის სპირტი გააზავეთ 5 ლ წყალში და დაუმატეთ რამდენიმე 1.კ. თხევადი საპონი. დამუშავებული კომბოსტო ნაკლებად გაფუჭდება, მეტხანს შეინახება.

საკუთარ ნაკვეთზე მოყვანილი ბოსტნეული მაღაზიისაზე გაცილებით უსაფრთხოა. ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, კონკრეტულად რით ამუშავებენ ბოსტნეულს, რომელიც დახლებზე ალაგია. საკუთარი ხელით მოყვანილში კი დარწმუნებული ვიქნებით. სოდა, მაგალითად, მათ არასდროს ავნებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს