მოვიდა გაზაფხული, მას კი თან ნანატრი დღესასწაულები მოჰყვა. აღდგომა განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც თან ახლავს აუცილებელი რიტუალები. მათ შორის ყველაზე მთავარი პასკის გამოცხობაა. როცა პატარა ვიყავი, ბებიასა და დედას ცომის მოზელაში ვეხმარებოდი, ახლა კი დროა, თავად ვისწავლო სადღესასწაულო დესერტის გამოცხობა.
მაშინაც კი, თუ პასკის ცხობაში პროფესიონალი ხართ, დაგაინტერესებტ პროცესის დაჩქარებისა და საფუვრიანი ცომისთვის თავის არიდების საშუალება.
გემრიელი პასკის რეცეპტი
ჩვენი რედაქცია დიდხანს ეძებდა პასკის უბრალო რეცეპტს, რომელსაც დიდი დრო არ სჭირდება მოსამზადებლად. ძიება წარმატებით დასრულდა და ახლა სიამოვნებით გიზიარებთ პასკის რეცეპტს, რათა თქვენც შეძლოთ ახლობლების მარტივად გახარება სადღესასწაულო ნამცხვრით.
გემრიელი პასკის დაწვრილებითი რეცეპტი უბრალოდ არ მოგცემთ შეცდომის დაშვების საშუალებას, მთავარია, პასკა კარგი განწყობით გამოაცხოთ.
ინგრედიენტები
- 760 გ შესქელებული რძე
- 600 გ ფქვილი
- 6 კვერცხი
- 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 2 გ ჯანჯაფილი
- ვანილი გემოვნებით
- 200 გ შაქრის პუდრა
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
მომზადება
- ათქვიფეთ 4 კვერცხი. დაუმატეთ შესქელებული რძე და მოურიეთ.
- გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი და მოზილეთ ცომი.
- დახეხეთ ჯანჯაფილი წვრილად და დაუმატეთ ცომს. იგი ნამცხვარს სასიამოვნო არომატს მისცემს.
- წაუსვით საცხობ ფორმებს კარაქი და ჩაასხით ცომი ნახევრამდე. ცხობისას, ცომი მოცულობაში ორჯერ გაიზრდება.
- შედგით გამოსაცხობად 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთით.
- გლაზურის მოსამზადებლად, ათქვიფეთ მიქსერით 2 კვერცხის ცილა დაბალი სიმძლავრით, თანდათან გაზარდეთ სიჩქარე.
- როცა ცილა მყარ ქაფად იქცევა, თანდათან დაუმატეთ ლიმონის წვენი და შაქრის პუდრა.
- მორთეთ გაგრილებული პასკები გლაზურით და აცადეთ გაგრილება მთელი ღამით.
აღდგომის შესახვედრად, პასკის მომზადებისთვის საათობით სამზარეულოში ტრიალი საჭირო აღარაა, საკმარისი იქნება 1 საათი. გემრიელად მიირთვით!