ძვლების სიმკვრივეს მუმიეს ლაბა გაზრდის

663

„დიაგნოსტიკურ ცენტრში „მე-3 ხარისხის ოსტეოპენიის“ დიაგნოზი დამისვეს. სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის კალციუმს იღებს, მაგრამ მას ძვლები ვერ იწოვს. ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი არტერიულ წნევას ძალიან მიწევს და შემდეგ მისი დარეგულირება მიჭირს. გთხოვთ, სპეციალისტებმა მირჩიეთ, თუ როგორ გავზარდო ძვლების სიმკვრივე სხვა მეთოდებით. პატივისცემით, ვ.დ.“

წერილს სახალხო მკურნალი და ექიმი ფიტოთერაპევტი ელენა სვიტკო პასუხობს.

ძირითადად, ძვლების სიმკვრივე ასაკოვან ადამიანებს ერღვევათ. ძვლები საკმაოდ მყიფე ხდება, რაც ხშირად იწვევს დაზიანებებს, მაგალითად, ბარძაყის ყელის მოტეხილობას ან ოსტეოპოროზს. ეს პრობლემა ქალებს მენოპაუზის პერიოდში ემუქრებათ, რაც მყესების შემკვრელი მასალის, კალციუმის დეფიციტით არის გამოწვეული.

ორგანიზმსა და ძვლებში კალციუმის დეფიციტი ზოგჯერ აიხსნება არა იმით, რომ ნაკლებ ხაჭოს ან მაწონს ვიღებთ, არამედ რაიმე სისტემის, პირველ რიგში, ჰორმონალური სისტემის დარღვევით. ფარისებრი და პარაფარისებრი ჯირკვლების მუშაობაზე კალციუმი-ფოსფორის ცვლაა დამოკიდებული. კალციუმის ათვისებას ღვიძლის კარგი მუშაობა სჭირდება. ნაწლავებში ტუტე გარემო კალციუმის ათვისებას აფერხებს, ხოლო მჟავე, პირიქით, ხელს უწყობს. ასე რომ, მწიკვ კვერცხის ნაჭუჭთან ერთად ფორთოხლის წვენის დალევა სასარგებლო იქნება.

ზოგიერთი მარცვლეული კალციუმის ათვისებას აფერხებს. მაგალითად, შვრიის ფაფა ყველა პროდუქტში კალციუმს შლის. კალციუმის მტრად ითვლება ლერწმის შაქარი, კაკაო და შოკოლადი. კალციუმის ასათვისებლად საჭიროა D ვიტამინი, რომელიც ანტიკალციურ ნივთიერებებს ანეიტრალებს და კალციუმი-ფოსფორის ბალანსს არეგულირებს.

სასარგებლოა ქათმის ფეხის ლაბის მიღება, რომელიც ძვლების გაძლიერებას ხელს უწყობს. 1 კგ ქათმის ძვლები ან ფეხები 2 ლ წყალში სუსტ ცეცხლზე 4 საათით ხარშეთ. მარილი ან წიწაკა არ მოაყაროთ. გადაწურეთ და 5 გრ მუმიე დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და 100-150 მლ ჭურჭლებში (ბოთლში არა) გადაანაწილეთ. მაცივარში შეინახეთ. ჭამიდან 1 საათის შემდეგ პირშუშხასთან ერთად (შეგიძლიათ ჭარხალი და ვაშლის ძმარი დაუმატოთ) შეჭამეთ. მკურნალობის კურსი 21 დღე, ამის შემდეგ 21 დღე შეისვენეთ. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა გაიმეორეთ.

პროდუქტები, რომლებიც კალციუმის წყაროდ ითვლებიან: ფორთოხალი, ვაშლი, კომბოსტო, ბოლოკი, ბროკოლი, ყაყაჩო, კვერცხის ნაჭუჭი, ხაჭო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს