ერთხელ, როცა აგარაკზე ვიყავი, დავინახე, რომ მეზობელი მურაბას ხარშავდა. თითქოს ამაში უცნაური არაფერი იყო, თუმცა, მურაბის მწვანე ფერმა გამაკვირვა. დიდხანს ვფიქრობდი, რისი მურაბა შეიძლება ყოფილიყო, ასეთი მწვანე ფერი რომ მიეღო. ვიფიქრე, ვიფიქრე და ბოლოს ვიკითხე. ასე გავიგე პიტნისა და ლიმონის ჯემის რეცეპტი.
თავიდან ერთი ქილის საცდელად მომზადება გადავწყვიტე, ახლა კი უკვე მესამე წელია, რაც ამ მურაბას ვხარშავ. დღეს ჩვენი რედაქცია ამ უჩვეულო რეცეპტს გაგიზიარებთ.
პიტნის მურაბა
ინგრედიენტები
- 1 ლ წყალი
- 200 გ პიტნა
- 1 ლიმონი
- 2 ჭიქა შაქარი
- 1 შეკვრა ჟელატინი
- მწვანე საკვები საღებავი
მომზადება
- დასაწყისისთვის, მოამზადეთ პიტნის ფოთლები. ტოტები გარეცხეთ და გააშრეთ, შემდეგ დაჭერით ღეროებიანად.
- გარეცხეთ და რკალებად ან კუბებად დაჭერით ლიმონი. მოათავსეთ ლიმონი და პიტნა მდუღარე წყლით სავსე ქვაბში.
- პერიოდულად ურიეთ, ხარშეთ 20 წუთით. გადაწურეთ პიტნის ნახარში წვრილ საცერში ან საწრეტში. რეკომენდებულია ნახარშის ორჯერ გადაწურვა, სრულად გამჭვირვალე რომ გახდეს.
- სუფთა, გადაწურული სიროფი გადაასხით ისევ ქვაბში და დაუმატეთ შაქარი. ხარშეთ კიდევ 20-30 წუთით. რაც უფრო დიდხანს ხარშავთ, მით უფრო სქელი მურაბა გამოვა.
- დაუმატეთ ჟელატინი. შეგიძლიათ აგარ-აგარის გამოყენებაც. ჩაყარეთ ფხვნილი ქვაბში ხარშვის დასრულებისკენ, კარგად მოურიეთ და ხარშეთ მურაბა კიდევ 2 წუთით.
- ფერით მურაბა არც ისე ლამაზი გამოდის, ამიტომ საღებავის დამატება არ აწყენდა. ასე მურაბა მკვეთრი ფირუზისფერი გამოვა. ახლა ისღა დაგრჩენიათ, მურაბა ჩაასხათ სტერილიზებულ ქილებში და შეინახოთ ზამთრისთვის.
აი, ასე მოვხარშე ერთი ქილა მურაბა საცდელად და უგემრიელესი და სასარგებლო ტკბილეულის საუკეთესო რეცეპტიც აღმოვაჩინე. ახლა ზამთრისთვის 5 ქილას მაინც ვხუფავ. ეს ხომ არამხოლოდ მურაბა, არამედ უგემრიელესი წამალიცაა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს