წლევანდელ აღდგომაზე, პასკის ნაცვლად, “სააღდგომო გვირგვინების” გამოცხობას ვაპირებ. ამ გასაოცარ ნამცხვარს 1 წლის წინ გავეცანი, როცა ჩემს კათოლიკე დაქალს ვესტუმრე უკრაინაში, სააღდგომო დღესასწაულზე.
ამ ნამცხვრის ცომი, თავისი შემადგენლობით, პასკის ცომისგან არ განსხვავდება, თუმცა ბოლოს უამრავი გემრიელი დაწნული ბლითი გამოგივათ, რომლებითაც არამხოლოდ ოჯახის წევრებს გაუმასპინძლდებით, არამედ მეგობრებსა და ახლობლებსაც აჩუქებთ.
ასევე, ეს რეცეპტი საკმაოდ მარტივია და მას კულინარიაში გამოუცდელი დიასახლისიც გაუმკლავდება.
სააღდგომო ფუნთუშები
დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ მოვამზადოთ არომატული, დაბრაწული და ძალიან გემრიელი “სააღდგომო გვირგვინები” მრავალფეროვანი ცუკატებით.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 520 გ ფქვილი
- 150 მლ რძე
- 100 გ კარაქი
- 80 გ შაქარი
- 2 კვერცხი
- 7 გ სწრაფმოქმედი საფუარი
- 0.5 ჩ.კ. მარილი
- 0.5 ჩ.კ. ვანილინი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის და წასასმელად
- 240 გ ცუკატები
- 1 კვერცხი
- 1 ს.კ. რძე
მომზადება
- ფქვილი ორჯერ გაცერით. შეურიეთ მას სწრაფმოქმედი საფუარი, შაქარი და მარილი. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ თბილი რძე და კვერცხი. კიდევ ერთხელ მოურიეთ.
- მოზილეთ ცომი ხელით, შემდეგ თანდათან დაუმატეთ კარაქი, არ შეწყვიტოთ ცომის ზელა. ინტენსიურად ზილეთ მასა 15 წუთის განმავლობაში, სანამ იგი არ დაგლუვდება, ერთგვაროვანი და საკმაოდ მკვრივი არ გამოვა.
- მზა ცომი ჩადეთ თასში და დაახურეთ ცელოფანი ან ხელსახოცი. გააჩერეთ 1 საათით, ასაფუებლად.
- ჩაზილეთ ცომი გაზების გამოსაშვებად. ამის შემდეგ, ისევ მოათავსეთ ცომი თბილ ადგილას 1 საათით.
- დაყავით ცომი ორ თანაბარ ნაწილად. ერთ-ერთი მათგანი გაახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში.
- დარჩენილი ნაწილი დაყავით 6 თანაბარ ნაწილად. გამოძერწეთ ბურთები, მოათავსეთ ზედაპირზე, დაახურეთ ცელოფანი და დაასვენეთ 15 წუთით.
- დანით დააქუცმაცეთ ცუკატები. ცომის ბურთები გააბრტყელეთ მაქსიმალურად თხლად. გადაანაწილეთ ცომის ზედაპირზე ცუკატები.
- ფრთხილად დაახვიეთ ცომი რულეტად. გაიმეორეთ ეს ყველა ნაჭერთან. გრძელი და ბასრი დანით გაჭერით რულეტი ჰორიზონტალურად, ოღონდ ბოლომდე არა.
- მიღებული ბოლოები ერთმანეთზე გადაწენით. რულეტის ბოლოებს წაუსვით კვერცხის ცილა. კიდეები ერთმანეთს მიაწებეთ. საიმედოობისთვის, დაამაგრეთ ბოლოები ხის ჩხირებით. ანალოგიურად მოიქეცით ცომის მეორე ნაწილთანაც (მაცივრიდან).
- დაალაგეთ კვერები პერგამენტგადაფარებულ საცხობ ფორმაზე. დაახურეთ საკვები ცელოფანი და გააჩერეთ 30 წუთით, რის შემდეგაც ფუნთუშებს რძისა და კვერცხის გულის ნაზავი უნდა წაუსვათ.
- გამოაცხვეთ ფუნთუშები 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.
- სულ ესაა, “სააღდგომო გვირგვინები” მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს