„გთხოვთ, მომწეროთ ისეთი გავრცელებულ და ამავდროულად ნაკლებ ცნობილი დაავადებების შესახებ, როგორიცაა ჰერპესი და ციტომეგალოვირუსი. როგორ ვიმკურნალო? პატივისცემით, მაია“.
წერილს პასუხობს ვიაჩესლავ ვარნავსკი, ექიმი ფიტოთერაპევტი.
ციტომეგალოვირუსი ჰერპესის ვირუსების ჯგუფის ვირუსია. ამ ჯგუფს მიეკუთვნება პირველი და მეორე ტიპის ჰერპესი (ის, რომელსაც ჩვეულებრივი სურდო ტუჩზე იწვევს და ჰენიტალური ჰერპესი, შესაბამისად), ჩუტყვავილა და ადამიანის ჰერპესის ვირუსი.
ციტომეგალოვირუსს ჰერპესის სხვა ვირუსების მსგავსი თვისებები აქვს. ჩვეულებრივ, ციტომეგალოვირუსს იწვევს ინფექციები, რომლის შემდეგ ვირუსი მთელი ცხოვრების განმავლობაში ლატენტური (ფარული) რჩება. კლინიკურად მნიშვნელოვანმა სიმპტომებმა შეიძლება პაციენტების იმუნური სისტემის დასუსტება გამოიწვიოს: პრაქტიკულად, სხეულის ნებისმიერი ორგანო დააზიანოს.
ციტომეგალოვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ფიზიკური კონტაქტით გადადის, როცა დაინფიცირებულ ადამიანში ვირუსი აქტიურია. ასევე შეიძლება პლაცენტით და ძუძუთი კვების დროს გადაეცეს.
ციტომეგალოვირუსის ინფექციას, რომელიც ინფექციური მონონუკლეოზის სინდრომის სახით ვითარდება, შეიძლება თან ახლდეს ფილტვების ანთება, ჰეპატიტი, მიოკარდიტი და სხვა გართულებები.
ციტომეგალოვირუსით დაინფიცირება შეიძლება მშობიარობის დროს მოხდეს. აღსანიშნავია, რომ ბავშვის ციტომეგალოვირუსით დაინფიცირება მშობიარობის დროს და შემდეგ ისეთი საშიში არაა და სახიფათო შედეგებს არ იწვევს, როგორც მუცლად ყოფნის დროს დაინფიცირება. მკურნალობა მკაცრად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. მკურნალობა გამწვავების საწყის სტადიაზე ბევრად უფრო ეფექტურია.
პრაქტიკულად, ციტომეგალოვირუსი სახიფათოა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ და ამრიგად, მასთან ბრძოლა დაინფიცირების პროფილაქტიკას, იმუნიტეტის გაძლიერებას და დაავადებასთან ბრძოლას, მის შემცირებას მოიცავს. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რეცეპტებს, რომლებიც არასპეციფიკური იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. ესაა სხვადასხვა წვენები, ბალახების ჩაი და ნახარში.
სტაფილოს და ჭარხლის წვენების ნარევი მოამზადეთ. თითოეული 0,5 ჭიქა აიღეთ, 3 ს/კ თაფლი და 2 ლიმონის წვენი დაუმატეთ. 1/3 ჭიქა წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 თვის განმავლობაში დალიეთ.
დღეში 3-4 ჭიქა ცხელი ჩაი დალიეთ. მაგალითად, ცაცხვის ან წყალნაწყენის ჩაი. უმჯობესია, თუ ბალახების ნაკრებს გამოიყენებთ. თანაბარი პროპორციით წყალნაყენის, ჟოლოს და მოცხარის ფოთლები, ცაცხვის ყვავილები და ბეგქონდარას ბალახი აიღეთ. 2 ს/კ ნარევს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით. ჩვეულებრივი ჩაისგან განსხვავებით დიდხანს, სჯობს მთელი ღამე დააყენოთ. სამკურნალო ჩაი უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე, ჭამის შემდეგ და დაძინებამდე 3 საათით ადრე დალიეთ. ჩაი წინასწარ 25-30 გრადუსამდე შეათბეთ. მიღებული ჩაის რაოდენობა ინდივიდუალურად, განავლიდან გამომდინარე განისაზღვრება. კუჭში ყოველდღე უნდა გადიოდეთ. ჩაის სმა 1 ს/კ თაფლის მიღებით დაასრულეთ.
მთავარი აქცენტი არა მედიკამენტებზე, არამედ საკუთარ იმუნურ სისტემაზე უნდა გააკეთოთ, ამ მიზნით ნებისმიერი იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება გამოგადგებათ.
სამკურნალო ბალახებდან ლევზეას და ლიმონურას ნახარშებს გირჩევთ, მონაცვლეობით დალიეთ. სხვა მსგავსი ბალახებისგან განსხვავებით, წნევას უმნიშვნელოდ ზრდიან. ასე ამზადებენ: 1 ს/კ ბალახს 0,5 ლ მდუღარე დაასხით. 6-7 საათით გააჩერეთ და 0,5 ჭიქა დღეში 2-ჯერ დალიეთ.
გარდა ამისა, სრულყოფილად უნდა იკვებოთ (ორგანიზმი ვიტამინებით, მინერალებით და მიკროელემენტებით უზრუნველყავით), სუფთა ჰაერზე ისეირნეთ და რეგულარული ფიზიკური ვარჯიში არ დაგავიწყდეთ.