“ზარმაცების პასკა”: მომზადების დეტალური ინსტრუქცია მეგი გლეზერისგან

0
933

კარანტინის მიუხედავად, ქალი მაინც სამზარეულოში ატარებს დიდ დროს. წელს გადავწყვიტე, მეგი გლეზერის რეცეპტით “ზარმაცების პასკა” გამოვაცხოთ.

მათ, ვისაც არაერთხელ გამოუცხვია პასკა ოჯახისთვის, შესანიშნავად იციან, რამდენი ძალისხმევა, დრო და ძალა მიდის ამ პროცესზე, რადგან საფუვრიანი ცომი განსაკუთრებულ მოპყრობას მოითხოვს. ამ პასკის მომზადება დაამსხვრევს თქვენს წარმოდგენებს ამ რთული პროცესის შესახებ. რთულია ამის დაჯერება, თუმცა ცომი მაცივარში აფუვდება!

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ “ზარმაცების პასკის” მომზადებას მეგი გლეზერის რეცეპტით. მასში განსაკუთრებით მომეწონა ხრიკი, რომელიც პასკებს დიდხანს უნარჩუნებს სირბილეს.

ინგრედიენტები

  • 430 გ ფქვილი
  • 5-6 გ მშრალი საფუარი
  • 125 მლ რძე
  • 4 კვერცხი
  • 120 გ კარაქი
  • 75 გ შაქარი
  • 1 გ ვანილი
  • 1.5 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
  • 160 გ ქიშმიში
  • მწიკვი მარილი

მომზადება

  1. ცომის ხარშის მოსამზადებლად, გაათბეთ რძე. მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ თბილი რძე საფუარს. მოურიეთ და გააჩერეთ 15 წუთით.
  2. დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კვერცხი და 350 გ გაცრილი ფქვილი. ზილეთ ცომი 10-15 წუთის განმავლობაში, ხელით. გააჩერეთ 30 წუთით.
  3. დაუმატეთ შაქარი, ქიშმიში, მარილი, ვანილი და ცედრა. ასევე, დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და დარჩენილი ფქვილი. ზილეთ ცომი კიდევ 5-7 წუთის განმავლობაში. წაუსვით თასს ზეთი და ჩადეთ მასში ცომი.
  4. შედგით ცომი მაცივარში მთელი ღამით, 12-15 საათით.
  5. სანამ ცომის ფორმებში გადანაწილებას დაიწყებდეთ, ოთახის ტემპერატურაზე უნდა გაათბოთ 1.5 საათით.
  6. წაუსვით საცხობ ფორმებს ზეთი ან კარაქი, შეგიძლიათ საფანელიც მოაყაროთ. ჩადეთ ცომი ფორმების 1/3-მდე. 1 ულუფა ცომით ორი პასკა გამოდის. გააჩერეთ 30 წუთით.
  7. აცხვეთ პასკები 180 გრადუსზე, დაახლოებით 30 წუთით. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.
  8. გააგრილეთ პასკები და მორთეთ სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!

პასკა რომ არ დაიტკეპნოს, ჩემი კულინარი დაქარი გვირჩევს 1 ს.კ. ქონის ან 2 დახეხილი მოხარშული კარტოფილის დამატებას.

უმჯობესია, აიღოთ სახლის კვერცხი, ნაჭუჭი მოყვითალო რომ ჰქონდეს. ფორმის ფსკერზე დააფინეთ ზეთწასმული ქაღალდი. პასკა დიდხანს რომ შეინახოთ, გაახვიეთ საკვებ ცელოფანში.

თქვენ რომელი რეცეპტით ამზადებთ პასკებს? გამიხარდება, თუ კომენტარებში თქვენი სააღდგომო პასკების ფოტოებს გაგვიზიარებთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი