მოხუცმა გერმანელმა ქალმა ნამდვილი შტრუდელის რეცეპტი გამიზიარა

0
346

ყველასთვის ცნობილია, რომ შტრუდელი ვაშლის, ყაყაჩოს თესლის ან სხვა ტკბილი შიგთავსის მქონე ნამცხვარია. ეს სიმართლეა, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ გერმანულ სამზარეულოში ტკბილის გარდა, გვხვდება საფუარის შტრუდელი ან შტრული – მცირე ზომის რულეტი უსაფუარო ცომისგან, რომელიც მთავარ კერძთან ერთად ორთქლზე მზადდება.

ორთქლზე მომზადებული კერძი

შტრული გერმანული რეცეპტით მოთუშულ კომბოსტოსთან და ხორცთან ერთად, ზოგჯერ კარტოფილთან ან ქათმის ხორცთან ერთად მზადდება. მას ზოგჯერ შეიძლება ჰქონდეს მწვანილების და ხაჭოს, შემწვარი სტადილოს და ხახვის, ან ხორცის ფარშის შიგთავსი.

ასეთი ორთქლზე მომზადებული რულეტები სუფრაზე შეგიძლიათ მთავარ კერძთან ერთად ან ცალკე, პომიდვრის ან ნაღების სოუსთან ერთად გაიტანოთ.

ორთქლზე მომზადებულ რეცეპტებს შორის შტრულს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მსგავსი კერძი უკრაინულ, ქართულ, ჩინურ და პოლონურ სამზარეულოში გვხვდება. მომზადების პრინციპი პრაქტიკულად ყველგან ერთნაირია. ერთდროულად პირველი და მეორე კერძი: ქვემოდან – ხორცი და კარტოფილი, ზემოდან – ფუმფულა და ნაზი რულეტები.

ცომის ინგრედიენტები:

  • 150 მლ წყალი
  • 150 მლ რძე
  • 500 გრ ფქვილი
  • 9 გრ მშრალი საფუარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი

მთავარი კერძის ინგრედიენტები:

  • 300 გრ მჟავე კომბოსტო
  • 1 ხახვი
  • 300 გრ უცხიმო ღორის ხორცი
  • 5-6 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 4 ს/კ მცენარეული ზეთი
  • მარილი და სანელებლები გემოვნებით

მომზადება:

1. თბილი რძე და წყალი აურიეთ. შაქარი, მარილი და საფუარი დაუმატეთ. აურიეთ და 10 წუთით გააჩერეთ.

2. როცა საფუარი აფუვდება, პორციებით გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და ნაზი, ელასტიური ცომი მოზილეთ.

3. შემდეგ ცომი გააბრტყელეთ, მცენარეული ზეთი წაუსვით და რულეტი გააკეთეთ. მზა რულეტი ნაჭრებად დაჭერით და თითოეულს ხის ჯოხით ჯერ მთელ სიგრძეზე, შემდეგ ჯვარედინად დააჭირეთ.

4. შტრულებს პირსახოცი დააფინეთ და 15 წუთით გააჩერეთ.

5. ამ დროში მთავარი კერძის მომზადება დაიწყეთ. ხორცი კუბებად დაჭერით და ღრმა ტაფაზე მცენარეულ ზეთში ოდნავ შეწვით. დაჭრილი ხახვი, მჟავე კომბოსტო დაუმატეთ და კიდევ 10 წუთით შეწვით.

6. ხორცს ზემოდან კუბებად დაჭრილი კარტოფილი მოაყარეთ. არ აურიოთ, მარილი და სანელებელი გემოვნებით მოაყარეთ.

7. ამ ყველაფრის ზემოდან შტრულები დააწყვეთ და ცხელი წყალი კარტოფილის დონემდე დაასხით. იმწამსვე თავსახური დააფარეთ.

8. ადუღების შემდეგ გაზი შეამცირეთ და თავსახურ დახურული 20 წუთით თუშეთ. შემდეგ გაზი გამორთეთ და შტრულები კიდევ 5-6 წუთით დატოვეთ, რომ ცომი არ დაეცეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

9.სუფრაზე ცხელი შტრულები ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი