იდეალურად სუფთა წყალი ბუნებაში არ არსებობს. ის, რასაც ჩვენ ამ სიტყვას ვუწოდებთ, თავისი არსით, რთული ქიმიური ხსნარია, რომელიც მოიცავს ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებებსა და სხვადასხვა მიკროელემენტს. თუმცა, მისი გაუმჯობესება ნამდვილად შესაძლებელია.
ქალაქის მოსახლეობა ხშირად უჩივის ონკანის წყლის ხარისხს. არც სოფლებშია უკეთესი მდგომარეობა, ამიტომ, წყლის გაფილტრვაზე თავად გვიწევს ზრუნვა. ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა, ამიტომ თავიდანვე უნდა გამოთვალოთ, რა რაოდენობით და რა მიზნით გჭირდებათ სუფთა წყალი.
ყველაზე სუფთა, მაღალხარისხიანი წყალი დასალევად და საჭმლის მოსამზადებლადაა საჭირო. შხაპის მისაღებად, ხელ-პირის დასაბანად, ჭურჭლის დასარეცხად უნდა გამოიყენოთ სუფთა, ზომიერად რბილი, მინარევებისგან თავისუფალი წყალი, რომელიც კანის გაღიზიანებას არ იწვევს. სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანებისთვის, წყალი არ უნდა იყოს ზედმეტად ხისტი და არ უნდა შეიცავდეს მექანიკურ ნარევებსა და ქვიშას. ასეთივე მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს სარწყავი და გამათბობელი სისტემისთვის გამოყოფილი წყალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამათბობელი მილების შიდა კედლებზე გროვდება ნადები, დროთა განმავლობაში კი ეს სისტემას მწყობრიდან გამოიყვანს.
ქალაქგარე სახლები, ძირითადად, ცხელი წყლის გარე წყაროებთან არაა მიერთებული. საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის, იგი უშუალოდ სახლში ცხელდება. ამიტომაც, მხოლოდ ცივ წყალს ფილტრავენ. თუ თქვენს სახლს ცხელი წყალი გარედან მიეწოდება, მოგიწევთ, ცხელი წყლის წინასწარწმენდის დამატებითი კონტურის დაყენება, ამისთვის კი სპეციალური პლასტმასის ან უჟანგავი ფოლადის ფილტრები უნდა გამოიყენოთ.
წყლის მექანიკური ფილტრები
წინასწარწმენდის ფილტრები აკავებს ქვიშას, ჟანგს, რკინისა და სილიკონის კოლოიდურ სუსპენზიებს… ამით ისინი იცავს სანტექნიკას, საყოფაცხოვრებო მოწყობილობებსა და ფილტრების შემდეგ კასკადს მექანიკური დაბინძურებისგან. აუმჯობესებს წყლის გემოსა და სუნს.
ჩვეულებრივ, უხეში წმენდის ფილტრი 300 მკმ-მდე ზომის ნაწილაკების დაჭერისთვისაა გათვლილი. წმენდა მფილტრავ ბადეში ხდება, რომელიც კორპუსშია ჩასმული. მისი ძირითადი მისიაა იმ ძირითადი ფილტრების მყარი უხსნადი ნაწილაკებით დაბინძურებისგან დაცვა, რომლებიც წყლის უფრო ნაზი წმენდისთვისაა დამონტაჟებული. უმჯობესია, გამოიყენოთ დაბალი წნევის ჩაშენებული სარქველით.
ყურადღება მიაქციეთ: თუ წყალი სახლის წყალგაყვანილობაში სატუმბი სადგურიდან შემოგყავთ, უხეში წმენდის ფილტრი მასზე წინ უნდა დააყენოთ.
ნაზი წმენდის ფილტრის დანიშნულებაა წყლის სუსპენზიებისა და უფრო წვრილი მექანიკური ნაწილაკებისგან (20-100 მკმ) გაწმენდა და მონტაჟდება უხეში წმენდის ფილტრების შემდეგ. იგი შეიძლება იყოს კარტრიჯული (ურეცხავი), პირდაპირდენადი და უკურეცხვადი. კარტრიჯის მფილტრავი მასალაა აქაფებული პოლიპროპილენი, რომელიც უზრუნველყოფს ფილტრაციის 20-50 მკმ დიაპაზონს. კარტრიჯი დაბინძურების მიხედვით იცვლება.
პირდაპირდენადი და უკურეცხვადი ფილტრების გარეცხვა და მფილტრავი ელემენტის დაბინძურებისგან გაწმენდა შესაძლებელია.
მექანიკური წმენდის ფილტრები ბაზარზე დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი, ყველაზე უბრალო და იაფიანიდან რთულ და ძვირადღირებულ, ელექტრომართვად ვარიანტებამდე.
მაგალითად, BWT-ს ფილტრი, Infinity AP სერიიდან, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა მაქსიმალურად მოსახერხებელი და უსაფრთხოა. მოდელებს შორის გათვალისწინებულია ავტომატური გამორეცხვის სპეციალური მიერთება. გამორეცხვის ავტომატები Honeywell Z11S-A და Z11AS აღჭურვილია დისპლეით, რომელზეც მოწყობილობის მუშაობის რეჟიმია ასახული.
მექანიკური წმენდის ფილტრების შემდეგ, წყლის შემადგენლობის მიხედვით, აყენებენ სხვადასხვა ფილტრს, რომელთა ძირითადი დანიშნულებაცაა წყლის გაწმენდა ქლორის, ორგანიკის, სუნისგან. რეაგენტი აქტივირებულ ნახშირზეა დამზადებული.
დამარბილებელი ფილტრები
შემდეგი საფეხურია დამარბილებელი ფილტრი, რომლის დახმარებითაც წყალში მარილების შემცველობა მცირდება. ამ მარილების კონცენტრაციას განსაზღვრავს საზომი “სიხისტე”. სიხისტე ორი სახის შეიძლება იყოს – მუდმივი და დროებით.
დროებითი სიხისტე დამოკიდებულია წყალში შერეული კალციუმის მარილების რაოდენობაზე, რომელთა განეიტრალებაც ადუღებითაა შესაძლებელი. ამასთან, მარილები ილექება ფსკერზე, ქმნის ნადებს. ნადები მავნეა როგორც ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ისე სარეცხი მანქანების გამართულობისთვის. გამათბობელ ელემენტებზე მიმაგრებით, ნადებს მოწყობილობები მარტივად გამოჰყავს მწყობრიდან. იგივე ხდება გამათბობელ და წყალმოწოდების სისტემებზეც.
მუდმივი სიხისტე დამოკიდებულია წყალში მაგნიუმის, კალიუმის, ნატრიუმის მარილების კონცენტრაციაზე და ჩვეულებრივი ადუღება მას არ შველის.
სპეციალურ დამარბილებელ ფილტრებში (არსებობს ფილტრები როგორც საშუალო, ისე უაღრესად ხისტი წყლისთვის) წყალი მოგვეწოდება მაღალხარისხიანი იონმცვლელი ფისის გავლით. ფისის ხარისხი პერიოდულად უნდა აღდგეს: რეგენერაცია ფილტრში საკვები მარილის მიწოდებით ხდება.
წყლის ზოგიერთი დამარბილებელი, მაგალითად, Cyber Wave серии WS Duplex, რეგენერაციას თავად ახდენს, თანაც წყლის მოწოდება ამ დროს არ წყდება. სხვები, მაგალითად, ESS 2000 სერიის Ecowater-ი ავტომატურ რეჟიმში მუშაობს, უბრალოდ მარილი სათადარიგო განყოფილებაში უნდა მოათავსოთ. რეგენერაციის დრო დამოკიდებულია შემავალი წყლის სიხისტეზე. იგი ისმება და სწორდება მომხმარებლის მიერ.
აგრეთვე, არსებობს ფილტრები რეაგენტის გარეშე , ნადებისგან დასაცავად, მათ ჰიდროციკლონები (ჰიდრომაგნიტური ნადებსაწინააღმდეგო მოწყობილობა) ეწოდება. ВС КЕМА გცბ-1-ის მსგავსი საყოფაცხოვრებო მოწყობილობების პროდუქტიულობა 3.5 მ3/სთ გახლავთ.
უკუოსმოსის სისტემა
წმენდის ეს ბოლო საფეხური უმაღლესი ხარისხის სასმელი წყლის მიღების საშუალებას გვაძლევს. ყველაზე ეფექტურად ითვლება უკუოსმოსის სისტემები. მათი მუშაობა ემყარება ხსნარების დაყოფის მეთოდს. წყალი, წნევის გავლენის ქვეშ, მიწეოდება მემბრანას, რომლის ფორების ზომას მხოლოდ მოლეკულების ზომას თუ შევადარებთ. ამიტომ, მასში ვერ გადის ვერც ერთი სხვა დანართი, მათ შორის, ვირუსები და ბაქტერიები. წმენდის ხარისხი 95-99%-ს აღწევს.
სისტემის გასაიფებლად იყენებენ ნაკლებად პროდუქტიულ მემბრანას, რომლის შემდეგაც დამგროვებელ ავზს აყენებენ. სუფთა სასმელ წყალს მისგან დღის განმავლობაში იღებენ, აუცილებლობისამებრ. ფილტრები უშუალოდ სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ ყენდება.
უკუოსმოსური ფილტრების ზოგიერთი მოდელი (მაგ. “გეიზერ-პრესტიჟ-მ”) აღჭურვილია მინერალიზატორით: მისი დახმარებით მიიღებთ აბსოლუტურად სუფთა წყალს საკვების მოსამზადებლად და სასმელად, მცირეოდენი მარილებით, რომლებიც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ფილტრის მოდელის სწორად შესარჩევად, პირველ რიგში, განსაზღვრეთ წყალში მავნე მინარევების კონცენტრაცია და შემადგენლობა. დამონტაჟების პროცედურა მიანდეთ მწარმოებელი ფირმის სპეციალისტს ან კვალიფიცირებულ სანტექნიკოსს. უზრუნველყავით ფილტრამდე თავისუფალი მიღწევადობაც, რათა მფილტრავი ელემენტის პერიოდული გამოცვლა უპრობლემოდ შეძლოთ.