სუსხიანი ზამთრის შემდეგ, ადამიანის ორგანიზმს ესაჭიროება ვიტამინები და მიკროელემენტები, რომლებიც, სასარგებლო პროდუქტების ნაკლებობის გამო, წელიწადის ცივ სეზონზე ვერ მიიღო. ამიტომაა, რომ გაზაფხულის დადგომა ერთგვარ დეპრესიასთანაა დაკავშირებული.
დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ შესანიშნავ საშუალებას, რომელიც თქვენს ორგანიზმს ვიტამინებით უზრუნველყოფს და დეპრესიას ერთ თვლაში მოგაშორებთ.
მაშ ასე, ვიტამინებით სავსე ჩაი საგაზაფხულო დეპრესიის წინააღმდეგ
- დავიწყოთ ცნობილი ასკილით. დაასხით 0.5 ჭიქა გამოშრობილ კენკრას თერმოსში 1 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ მთელი ღამით, დილით გადაწურეთ და მიირთვით რამდენიც გენებოთ.
- კიდევ ერთი ვარიანტია კენკრის ნარევი. ასკილი, შავი მოცხარი, ქიშმიში და კარკადეს ჩაი შეურიეთ თანაბარი რაოდენობით და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ 30 წუთით, გადაწურეთ და მიირთვით.
რახან ჩაი დავლიეთ, ახლა საკვებზე გადავიდეთ: მწვანე ბოსტნეულის სალათები შესანიშნავი არჩევანია საშემოდგომო და საგაზაფხულო მენიუსთვის, განსაკუთრებით, თუ მათ გრეიფრუტს დაუმატებთ. ერთი ციტრუსის ახალდაწურული წვენი, რომელსაც დილით დალევთ, მთელი დღის კარ განწყობას უზრუნველყოფს. აგრეთვე, შეგიძლიათ იგი საღამოსაც დალიოთ.
ესეც რეცეპტი: დაძინებამდე 2 საატით ადრე, მიირთვით 100 გ ძროხის ხორცი ან ქათმის მკერდი, დააყოლეთ ასკილის ნახარში ან ნახევარი ლიმონის წვენი. ხორცში არსებული შეუცვლელი ამინომჟავა ტრიპტოფანი, ამ კომბინაციის შემდეგ, “ბედნიერების ჰორმონად” გარდაიქმნება. თუმცა, ყურადღება: ეს მხოლოდ საღამოს უნდა გააკეთოთ, რადგან დღისით ფიზიოლოგიური პროცესები განსხვავებულად მიმდინარეობს და ამინომჟავა უბრალოდ “ენერგეტიკულ ღუმელში” დაიწვება.
სალათები უნდა მიირთვათ ზამთარში, რათა უზრუნველყოთ ორგანიზმი მიკროელემენტებითა და B ჯგუფის ვიტამინებით. 1 მუჭა შვრიის ფაფას დაასხით ღამით კეფირი ან მაწონი. დილით დაუმატეთ დახეხილი ან დაჭრილი ხილი და გაყინული მთლიანი კენკრა, დანაყული თხილი და თაფლი. გემრიელად მიირთვით.
თუ ეს რეცეპტები ვერ დაგეხმარათ, მიმართეთ რადიკალურ ზომებს: დალიეთ ანტიდეპრესანტული ბალახების ნარევის ნაყენი. ასეთ ბალახებს შორის ჩემპიონია კრაზანა. მისი ჩაი (1 ს.კ. ნედლეული 1 ჭიქა მდუღარე წყალზე, 20 წუთით თბილ ადგილას უნდა დააყენოთ, გადაწუროთ) უნდა დალიოთ დღეში სამჯერ, 0.5 ჭიქა, ჭამის წინ, დაუმატოთ ცოტაოდენი თაფლი. გაითვალისწინეთ, რომ დოზაში 2 ს.კ.-მდე თაფლს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს, მასზე მეტს კი – ამგზნები. ის, ვისაც ღვიძლის დაავადებები აწუხებს, კრაზანის ნაყენს უნდა მოერიდოს.
ძალიან ეფექტური და გამამხნევებელი ჩაი გამოდის გრაკლასგან. სამკურნალოდ იყენებენ მის სურნელოვან ყვავილებს. ამზადებენ და სვამენ ისევე, როგორც კრაზანას ჩაის. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ გრაკლას ნაყენი შარდმდენი საშუალებაა.
აფთიაქის მზა ფიტოდეპრესანტები (ელეუთეროკოკის, არალიას, წითელფესვას წვეთები და ექტრაქტი) უნდა მიიღოთ დილა-საღამოს, 15-20 წვეთი. თუმცა, არა ღამით, თორემ ძილი დაგერღვევათ და დეპრესიას დაღლილობა დაემატება.