ბოსტნეულის კონსერვები: ასორტები და სალთები

623

ჯერჯერობით, უმი ბოსტნეული საკმარისი რაოდენობით არც ჩვენს ნაკვეთზეა და არც მაღაზიებში. ვერც ყველა მიირთმევს ბოსტნეულს უმად. ზაფხულის გემოს და სუნის შენარჩუნებაში ბოსტნეულის სალათებისა და ასორტების კონსერვები დაგეხმარებათ.

მსგავსი კონსერვები შესანიშნავი გადაწყვეტილებაა დიასახლისებისთვის, როცა მაცივარში ყველაფერია, მაგრამ ცოტ-ცოტა. რა სასიამოვნოა ზამთარში ქილის გახსნა და ყაბაყის, წიწაკისა და სხვა ბოსტნეულის დალაგება თეფშზე.

თანაც, ზამთრისთვის სალათების მრავალნაირად მომზადება შეიძლება. პომიდორი შეგიძლიათ დააკონსერვოთ ჭარხალთან ან ტკბილ წიწაკასთან, ხოლო ყაბაყი და პატისონი სოკოსთან ერთად, ასევე, ვაშლთან შეგიძლიათ ნიახურისა და კომბოსტოს ჩალაგება. ზამთრის სალათები, რომლებსაც დაუჯერებელი არომატი და დაუვიწყარი გემო აქვს, მთავარია, შემოდგომაზევე არ შემოგეჭამოთ.

კიტრის სალათი

ინრგედიენტები

  • 5 კგ კიტრი
  • 1 კგ ხახვი
  • 200 გ კამა და ოხრახუში
  • 0.5 ლ ზეთი
  • 100 გ 9%-იანი ძმარი
  • 5 ს.კ. შაქარი
  • 2.5 ს.კ. მარილი
  • პილპილის მარცვლები
  • დაფნის ფოთოლი
  1. დაჭერით კიტრი და ხახვი. შეურიეთ და 30 წუთით გააჩერეთ. ქვაბში ჩაასხით ზეთი, ძმარი, მარილი და შაქარი. დაუმატეთ სანელებლები და დაჭრილი ბოსტნეული.
  2. დადგით ცეცხლზე, აადუღეთ მუდმივი მორევით. გამორთეთ ცეცხლი, როგორც კი კიტრი ფერის შეცვლას იწყებს.
  3.  გადაანაწილეთ წინასწარ გასტერილებულ ქილებში ისე, რომ წვენმა კიტრი მთლიანად დაფაროს, მოხუფეთ გასტერილებული თავსახურებით. შეინახეთ გრილ ადგილას.

კიტრისა და პომიდვრის სალათი

ინგრედიენტები

  • 3 კგ კიტრი
  • 500 გ წითელი ხახვი
  • 1 კგ მწიფე პომიდორი
  • მარილი და შაქარი გემოვნებით
  • 0.5 ლ ზეთი
  • 100 გ 6%-იანი ძმარი
  • კამა, რეჰანი და მელისა – გემოვნებისა და სურვილისმებრ
  1. დაჭერით გაფცქვნილი კიტრი თხლად, ხახვი – რკალებად, პომიდორი – ლებნებად. შეურიეთ დიდ ჭურჭელში, დაუმატეთ მარილი და შაქარი გემოვნებით, ზეთი და ძმარი. დააყენეთ 1-2 საათით. სურვილისამებრ, დაუმატეთ მწვანილი.
  2. გადაანაწილეთ ქილებში, მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე და ადუღეთ 15 წუთით. თუ სალათი გათბობისას დაიტკეპნა, ხელახლა შეავსეთ სხვა ქილიდან. მოხუფეთ და შეინახეთ გრილად.

უკრაინული სალათი

ინგრედიენტები 

  • 1.5 კგ პომიდორი
  • 500 გ ხახვი
  • 500 გ სტაფილო
  • 1.5 კგ ტკბილი წიწაკა
  • 250 მლ 9%-იანი ძმარი
  • 80 გ შაქარი
  • 0.5 ლ ზეთი
  • 20 პილპილის მარცვალი
  • 40 გ მარილი
  1. დაჭერით ყველა ბოსტნეული: პომიდორი რკალებად, ხახვი რგოლებად, წიწაკები – ზოლებად. წვრილად დაჭერით სტაფილოც (კორეულად).
  2. მოათავსეთ ყველაფერი დიდ თასში, დაუმატეთ ძმარი, შაქარი, მარილი და ზეთი.
  3. ფრთხილად მოურიეთ და გადაანაწილეთ ლიტრიან ქილებში (5 ქილა გამოვა), გადააყირავეთ, შეახვიეთ და გააგრილეთ.

სალათი “ჩვენი ბოსტანი”

ინგრედიენტები

  • 1 მცირე თავი კომბოსტო
  • 3-4 საშუალო ზომის კიტრი
  • წითელი ტკბილი წიწაკები
  • 2-3 თავი ხახვი
  • 2 თავი ნიორი
  • 3-4 პომიდორი
  • 1 ცხარე წიწაკა
  • 2-3 ღერო კამა და ოხრახუში
  • 2 ღერო ტარხუნა
  • 8 შავი პილპილის მარცვალი
  • დანფის ფოთოლი
  • 3 ს.კ. მარილი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. ძმრის ესენცია
  1. კიტრი, პომიდორი, წიწაკები და მწვანილი გარეცხეთ, გაფცქვენით სტაფილო და ხახვი. კომბოსტოს გააცალეთ ზედა ფოთლები და ამოაჭერით ღერო. ნიორი დაყავით კბილებად და გაფცქვენით. კომბოსტო დაჭერით მსხვილად, წიწაკები დაყავით ოთხ ნაწილად და ამოაცალეთ გული. სტაფილო დაჭერით წრეებად, ხოლო კიტრი – ლებნებად.
  2. დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ ბოსტნეული მდუღარე წყალში 2 წამით და გადმოალაგეთ ქსოვილის ხელსახოცზე. ჩაალაგეთ გასტერილებულ სამლიტრიან ქილაში ბოსტნეული შემდეგი თანმიმდევრობით: კომბოსტო, პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ხახვი და მწვანილი. დარჩენილი სიცარიელეები ამოავსეთ ნივრითა და სტაფილოს რგოლებით.
  3. დაუმატეთ ცხარე წიწაკა, შავი პილპილის მარცვლები და დაფნის ფოთოლი. დაასხით ბოსტნეულს ცხელი ადუღებული წყალი (არა მდუღარე!) და დააყენეთ 30 წუთით. გადაღვარეთ ქილიდან წყალი ქვაბში, დაუმატეთ მარილი, შაქარი და აადუღეთ.
  4. დაასხით მარინადი ბოსტნეულს ქილაში და დაუმატეთ ძმარი თავსახურამდე. გააჩერეთ სრულად გაგრილებამდე. შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. 7-10 დღეში მზად იქნება.

ბოსტნეულის ასორტი

ინგრედიენტები

  • 1 კგ პომიდორი
  • 1 კგ თეთრი კომბოსტო
  • 600 გ ჭარხალი
  • 400 გ ტკბილი წიწაკა
  • 2 დიდი თავი ხახვი
  • 3 თავი ნიორი
  • 0.7 ჭიქა ზეთი + 2ს.კ.
  • 1 ს.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. ძმრის ესენცია
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  1. ტკბილ წიწაკას ამოაცალეთ შიგთავსი. რბილობი კარგად გარეცხეთ და დაჭერით. ჭარხალი გაფცქვენით და დაჭერით წვრილ ზოლებად.
  2. პომიდორს გაუკეთეთ იქსისებრი ჭრილები და 1 წუთით ჩაყარეთ მდუღარე წყალში, შემდეგ გადადეთ ყინულიანში. გაფცქვენით, დაჭერით ოთხად და ათქვიფეთ ბლენდერში პიურეს მიღებამდე.
  3. ხახვი და ნიორი გაფცქვენით, ხახვი დაჭერით კუბებად, ნიორი დააქუცმაცეთ. ტაფაზე გააცხელეთ 2 ს.კ. ზეთი და შეწვით ხახვი 7 წუთით, ოქროსფრამდე. დაუმატეთ ნიორი და ამზადეთ კიდევ 2 წუთით.
  4. კომბოსტოს გააცალეთ ზედა ფოთლები, თავი კარგად გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. შეურიეთ დიდ ქვაბში წიწაკა, ჭარხალი, კომბოსტო, ხახვი და ნიორი, დაასხით პომიდვრის მასა.
  5. დაუმატეთ დარჩენილი ზეთი, მარილი, შაქარი და ძმრის ესენცია. აადუღეთ მასა და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთით. გადაანაწილეთ ცხელი მასა გასტერილებულ ქილებში, მჭიდროდ დაახურეთ და შეინახეთ გრილ ადგილას.

პომიდვრის წვენში დამარილებული გატენილი ტკბილი წიწაკა

ინგრედიენტები

  • 800 გ ტკბილი წიწაკა
  • 1 ლ პომიდვრის წვენი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 10 ც სტაფილო
  • თითო კონა ოხრახუში და ქინძი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1-2 ც დაფნის ფოთოლი
  • 6 შავი პილპილის მარცვალი
  • 0.5 ცხარე წიწაკა
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 50 გ მარილი
  1. დასაკონსერვებლად საუკეთესოა თხელკედლიანი წიწაკები. მწიფე, დაუზიანებელი ბოსტნეული კარგად გარეცხეთ, მოჭერით ზედა ნაწილი და გამოაცალეთ შიგთავსი.
  2. დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი. ჩაყარეთ მასში წიწაკები 3 წუთით, შემდეგ გადადეთ საწრეტზე და ჭრილით ქვემოთ დაალაგეთ ხელსახოცებზე.
  3. ხახვი და სტაფილო გარეცხეთ, გაფცქვენით და დაჭერით თხელ ზოლებად. გაფცქვენით და დააქუცმაცეთ ნიორი. გარეცხეთ მწვანილი და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით, წვრილად დაჭერით.
  4.  გააცხელეთ ტაფაზე ზეთი. შეწვით ხახვი და სტაფილო 3 წუთით. დაუმატეტ ნიორი, მწვანილი და მარილი გემოვნებით. მოურიეთ და გააჩერეთ თავღია ცეცხლზე 3 წუთით. ბოსტნეული უნდა დარბილდეს, თუმცა არ ჩაიშალოს.
  5.  სუფრის კოვზით გაავსეთ წიწაკები მიღებული გულსართით. იგი მჭიდროდ, წიწაკის პირთამდე უნდა ჩადოთ. ასე მომზადებული წიწაკები ჩაალაგეთ გასტერილებულ ქილებში. გარეცხეთ ცხარე წიწაკა, გააცალეთ თესლი და ყუნწი და დაჭერით.
  6. პომიდვრის წვენი ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ დაფნა, წიწაკა, პილპილი და მარილი. დადგით მაღალ ცეცხლზე და აადუღეთ. გადაწურეთ წვრილ საცერში და ჩაასხით წიწაკებით სავსე ქილაში.
  7. მოხუფეთ, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და შეინახეთ გრილ ადგილას. წიწაკები მზად 1 კვირაში იქნება.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს