როგორ ვებრძოლოთ ტარაკნებს: ხალხური საშუალებები და ტექნიკა

0
11571
ფოტო: donnews

როგორ მოვიქცეთ, თუ უეცრად დაუპატიჟებელი სტუმრები გვეწვივნენ სახლში? ნუ გადადებთ ხვალამდე, დაიწყეთ მათთან ბრძოლა დღესვე.

ტარაკნებთან საბრძოლველად ბევრი იყენებს აეროზოლებს, გელებსა და საწამლავს, თუმცა, რამდენადაც ასეთი საშუალებები ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნეა და არამხოლოდ ტარაკნებზე, არამედ ადამიანებზეც ცუდად მოქმედებს და ასე საფრთხეს შინაურ ცხოველებსაც უქმნით, გთავაზობთ ხალხურ ალტერნატივებს.

პროგრამა მინიმუმი

ტარაკნების ნაკადის მოშორება – ესაა პროგრამა მინიმუმი.

დასაწყისში, შეუქმენით წყლისა და საკვების დეფიციტი. ამის გაკეთება მარტივი არცაა, რადგან მაგიდიდან და გაზქურიდან ყველაფერი უნდა აალაგოთ, ბინაში კი საკვებით არ იაროთ (თუ ტელევიზორის წინ ჭამას ხართ მიჩვეული).

ასევე, არ დაგავიწყდეთ ნიჟარის გაწმენდა გამოყენების შემდეგ, იგი მშრალი რომ იყოს. მჟონავი მილები ან ონკანიც ატყობინებს მწერებს, რომ თქვენს ბინაში საკმაოდ კომფორტული პირობებია.

წესრიგი შეინარჩუნეთ ბურღულის, მაკარონისა და სხვა ბაკალეის კარადებში. განსაკუთრებით, თუ მიჩვეული ხართ პროდუქტის პოლიეთილენის პაკეტებში შენახვას. დალაგების შემდეგ, მოათავსეთ მარაგი ჰერმეტულად დაცულ ქილებში.

არ დაგავიწყდეთ პურის შესანახავი ადგილის შემოწმებაც. თუ მას საპურეში ინახავთ, მშიერ მწერებს არც ეს გამოეპარებათ. საომარი მოქმედებების დროს, გაახვიეთ პური რამდენიმე ფენა პოლიეთილენში ან შედგით მაცივარში. უმჯობესია, პური ცივად მიირთვათ, ვიდრე იმაზე იფიქროთ, რომ მას უკვე ვიღაცამ უკბიჩა.

ნაგვის ღია ურნის ნაცვლად, გამოიყენეთ თავსახურიანი. გაიტანეთ ნაგავი დღეში ერთხელ მაინც, ან დატოვეთ აივანზე.

ბუნებრივი საშუალებები ტარაკნების წინააღმდეგ

ბორის მჟავა

ეს მეთოდი ქიმიური საშუალებების მსგავს შედეგს არ მოგცემთ, თუმცა 2-3 კვირაში ტარაკნები ნამდვილად გაქრებიან. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ბორის მჟავა პირდაპირ ფხვნილის სახით მოაბნიოთ პლინტუსებზე, ნიჟარის ქვეშ, გამათბობლებზე, თუმცა, ასეთი დამუშავება საკმაოდ მოუხერხებელია სამზარეულოსა და სან.კვანძის გამოყენების დროს, თანაც ულამაზოა. ეს მეთოდი იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ შვებულებაში ან აგარაკზე მიდიხართ.

კიდევ ერთი ვარიანტი: ჩაყარეთ ღამით ბორის მჟავა ნიჟარაში, ხელსაბანსა და აბაზანში. დანარჩენ დროს უფრო კომპაქტური ვარიანტი – ბურთულები გამოიყენეთ:

  • მოხარშეთ 1 კვერცხი მაგრად. მასისთვის მხოლოდ გული დაგჭირდებათ;
  • დაჭლიტეთ გული და დაუმატეთ 2-3 ბორის მჟავის პაკეტი (20-40);
  • მოურიეთ, დაუმატეთ თითო წვეთი წყალი (საკმარისია, თითების წყლით ორჯერ დასველება);
  • მიღებული მასა დაამრგვალეთ 1.5-2-სანტიმეტრიან ბურთულებად;
  • მოათავსეთ ბურთულები კუთხეებში, ნიჟარის ქვეშ, ფანჯარაზე და იქ, სადაც ტარაკნებს ყველაზე ხშირად ხედავთ.

შეგიძლიათ, ბორის მჟავით სხვა საშუალებებიც მოამზადოთ, მთავარია, ერთ-ერთი კომპონენტი იყოს საკვები და წებოვანი. კვერცხის გულის ნაცვლად, შეგიძლიათ მანისა და სიმინდის ფაფის, კარტოფილის პიურეს გამოყენება. ყურადღებით იყავით ადგილის არჩევისას! ბორის მჟავა, რა თქმა უნდა, არაა საშიში ადამიანისა და ცხოველისთვის, თუმცა, ნუ გარისკავთ, თუ სახლში პატარა ბავშვები ან შინაური ცხოველები არიან, რამდენადაც ბურთულები საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება მათთის. ამიტომ, უმჯობესია ისინი არა თვალსაჩინოდ, არამედ ბნელ კუთხეევში დაალაგოთ, ნაგვის ურნის უკან, უნიტაზის უკან, ნიჟარის ქვეშ, კარადებზე…

ასეთი ბურთულები შეგიძლიათ ტარაკნების გაქრობის შემდეგაც დაალაგოთ. თუ ისინი ხელს არ გიშლით, 6 თვემდე ეფექტურობას არ დაკარგავს. თუ ტარაკნები კვლავ ეცდებიან სახლში შემოჭრას, ბურთულები თქვენს სიმშვიდეზე იზრუნებენ.

ბორაკი (ტეტრაბორატ Na)

  • აიღეთ 3 წილი ბორაკი და შეურიეთ 1 წილ შაქარსა და 1 წილ სახამებელს;
  • მიღებული ფხვნილი თხლად გადაანაწილეთ პლინტუსებზე, ჭრილებში, ბატარეებსა და ნიჟარებზე.

რემონტი

ტარაკნების მორიგი თავდასხმა რომ აიცილოთ თავიდან, დაათვალიერეთ ბინა და იპოვეთ ის ადგილები, საიდანაც მათ შემოღწევა შეუძლიათ. ეს შეიძლება იყოს ნაპრალები და ჭრილები იატაკსა და კედლებში, სადენებისა და მილების გაყვანის ადგილები.

ჩაატარეთ პატარა რემონტი: შეძლებისდაგვარად ამოავსეთ ნაპოვნი დეფექტები.

ტარაკნებთან ბრძოლის ტექნიკა

ეკოლოგიური ქიმიური საშუალებების გარდა, არსებობს ტექნიკური საშუალებებიც. ესენია ულტრაბგერითი (მაგალითად, ტაიფუნი ლს-500) და მაგნიტო-რეზონანსული საფრთხობელა (მაგალითად, ეკოსნაიპერ AR-120).

მაგნიტო-რეზონანსული საფრთხობელა დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღებით მოქმედებს. სიხშირე ისეა შერჩეული, რომ უარყოფითად მოქმედებს ტარაკნის ნერვულ სისტემაზე, თუმცა ადამიანსა და ელექტრომოწყობილობაზე გავლენას არ ახდენს. საფრთხობელას ჩასართავად საკმარისია მისი შტეფსელში შეერთება.

ულტრაბგერითი დაფრთხობაც ანალოგიურად მიმდინარეობს, თუმცა მაღალი სიჩქირის ხმოვანი ტალღების გამოყენებით. ადამიანის ყური ამ ტალღებს ვერ აღიქვამს, თუმცა მწერს ისინი აწუხებს და სახლს დაუყოვნებლივ ტოვებს.

ერთი ასეთი მოწყობილობა 1-2 ოთახს მოიცავს. თუმცა, ჩართულ მდგომარეობაში მოწყობილობა 2-3 კვირის მანძილზე უნდა გააჩეროთ, სანამ არამხოლოდ ზრდასრული ინდივიდები, არამედ ყველა პატარა ტარაკანი არ დაშინდება.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი