რით ამუშავებენ კიტრს წარმატებული მეაგარაკეები

0
30268
ფოტო: Jerzy Opioła on wikipedia

გაზაფხული მოვიდა და დარგვის დროა, რომ ზაფხულსა და შემოდგომაზე ახალი მწვანილით და ბოსტნეულით ისიამოვნოთ. ზოგიერთმა მებოსტნემ სათბურებში, სახლში ფანჯარასთან ან აივანზე ყველაზე უპრეტენზიო მცენარეების დარგვა უკვე დაიწყო.

დღეს კიტრის შესახებ გიამბობთ და გეტყვით, თუ როგორ დაიცვათ ყველა შესაძლო მავნებლისა და ფიტოდაავადებისგან. ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების წესს და სასარგებლო საკვების მხარეს ვართ, ამიტომ კიტრის ქიმიური შემადგენლობით დამუშავებას არ ვემხრობით. დიახ, ის ნამდვილად მოქმედია და მათ რეკლამაზე კარგად გამომუშავება შეიძლება, მაგრამ ჯანმრთელობა უფრო ძვირი ღირს.

კიტრის მკურნალობა

  1. ახლახანს ამოწვერილი კიტრი, რომელსაც არც ყვავილი და არც ნასკვი არ აქვს, უკვე დამუშავებას მოითხოვს. ყოველ 10 დღეში ნატურალური ინგრედიენტების ნარევით მორწყეთ. წყლით სავსე ვედროს 20 გრ დიასახლისის საპონი, 1 ლ რძე და 30 წვეთი იოდი დაუმატეთ. მცენარის პროფილაქტიკა ყოველთვის უკეთესია.
  2. ზოგჯერ ისე ხდება, რომ კიტრი უკვე გამოჩნდა, მწვანე, ლამაზი, ხრაშუნა, ხოლო ფოჩი უკვე ყვითლდება. სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. 1 ვედრო წყალში 300 გრ პური ჩაალბეთ, ნახევარი ბოთლი იოდი დაუმატეთ და ამ ნარევით მცენარე დაამუშავეთ. ასეთი სამკურნალო პროცედურა ყოველ 2 კვირაში ჩაატარეთ.
  3. თუ სოფელში ცხოვრობთ, ძროხას ზრდით ან ნატურალური რძის პროდუქტის შოვნა შეგიძლიათ, ბოსტნეულის დასამუშავებლად ასეთი შრატი მოამზადეთ. 1 ვედრო წყალში 2 ლ რძის შრატი და 150 გრ შაქარი აურიეთ. ასეთი ხსნარით დამუშავების შემდეგ კიტრი უფრო მეტ ნაყოფს მოგცემთ.
  4. ქალაქის მაცხოვრებლებს კი ხახვის ფურცლების ხსნარის რეცეპტი გამოადგებათ. ის უხარჯო და გამოსაყენებლად მარტივია. ნახევარი კილოგრამი ხახვის ფურცლები 5 ლ წყალში მოხარშეთ. მთელი ღამე გააჩერეთ. დილით 1:4 პროპორციით წყალში გააზავეთ. რეკომენდებულია, ხსნარით კიტრი არა მხოლოდ დანამოთ, არამედ მორწყათ.
  5. თუ კიტრი პირდაპირ მცენარეზე ჭკნობას იწყებს, უშაქრო რძის შრატის ხსნარით 1:5 პროპორციით დაამუშავეთ.
  6. კიტრის დამუშავება მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვეულებრივი მორწყვა არ დაგავიწყდეთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თბილ კლიმატში ცხოვრობთ ან ბუნებრივი ნალექი დიდხანს არ ყოფილა. სანამ კიტრი იზრდება, ყოველ მეორე დღეს მორწყეთ, მოგვიანებით კი სამ დღეში ერთხელ.

ნატურალური კომპონენტებისგან შემდგარი ასეთი მარტივი და მოქმედი რეცეპტებით საკითხი, თუ რით დაამუშაოთ კიტრი, ქრება.

რედაქციის რჩევა

როცა კიტრი გვაქვს, პომიდორიც გვსურს. მის დამუშავებაზეც გიამბობთ. ფიტოფტოროზის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ პომიდორი დანამეთ მარტივი ხსნარით: 100 გრ ახალი საფუარი 10 ლ წყალში გააზავეთ.

პომიდვრის მავნებლებთან საბრძოლველად შესანიშნავი სასუქი არსებობს. ნახევარი კილოგრამი ქათმის სკინტლი, ნახევარი კილოგრამი ხის ნაცარი და 5 ს/კ შაქარი აურიეთ. ეს ნარევი საფუარიან წყალში გააზავეთ და ამ ხსნარით მცენარე კვირაში ერთხელ დაამუშავეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი