რისი გაკეთება უნდა მოასწროთ იასამნის ყვავილობის პიკში გაზაფხულზე

3651
ფოტო: Alexas_Fotos on Pixabay

იასამნის სულისშემკვრელი, ჯადოსნური არომატის დავიწყება შეუძლებელია! საგაზაფხულო ბაღების ნაზი და ტკბილი სურნელი სასიამოვნო შეგრძნებებით აგავსებთ. ყველამ არ იცის, რომ ზოგიერთ ყვავილს სამკურნალო თვისებები გააჩნია. აი, მაგალითად, ჩვეულებრივ იასამანს შეუძლია უამრავ დაავადებასთან გამკლავებაში დაგვეხმაროს.

იასამნის ყვავილი

იასამნის სამკურნალო თვისებები ხალხურ მედიცინაში არა ერთი ასეული წელია ცნობილია. ის ოსმალეთის იმპერიაში ბაღებში უხვად იზრდებოდა. ვარაუდობენ, რომ სწორედ იქ დაიწყეს ყვავილის სამკურნალო და პარფიუმერული მიზნით გამოყენება.

ყვავილი დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, ეთერზეთს და ფლავონოიდს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენენ. იასამანი შესანიშნავი სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა.

მისგან ამზადებენ ჩაის, კომპრესს და მალამოს, რომლებიც რევმატიზმის, რევმატოიდული ართრიტის, რადიკულიტის, ქუსლის დეზის და პოდაგრის დროს დაგეხმარებათ. სამწუხაროდ, იასამნის ზეთის შეძენას სპეციალურ მაღაზიებში პრაქტიკულად ვერ შეძლებთ. თუმცა სახლის პირობებში შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ.

იასამნის ყვავილის ზეთი

ყვავილები ტყე-პარკის ზონაში ან ქალაქგარეთ, დასახლებული ზონიდან და მტვრიანი გზიდან მოშორებით მოკრიფეთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ახალი იასამნის ყვავილები
  • ნებისმიერი მცენარეული ზეთი გამოხატული სუნის გარეშე
  • ერთლიტრიანი ქილა თავსახურით
  • სუფთა მარლა

მომზადება:

1. წვრილი ყვავილები ღეროებს ნაზად მოაშორეთ და ქილა გაავსეთ.

2. მცენარეული ზეთი 40 გრადუსამდე შეათბეთ და ქილას ბოლომდე დაასხით.

3. ქილას თავსახური დაახურეთ და 2 დღე დააყენეთ.

4. ზეთი მარლაში გადაწურეთ. იასამნის ფურცლები კარგად გაწურეთ.

5. ზეთი კვლავ შეათბეთ და ახალი პორცია ყვავილები დაუმატეთ. დააყენეთ.

6. პროცედურა გაიმეორეთ, სანამ საკმარისი რაოდენობის არომატულ ზეთს არ მიიღებთ.

ასეთი ზეთი შუბლსა და საფეთქლებზე შაკიკის, შეციების დროს შეიზილეთ, მტკივნეული სახსრები რევმატიზმის და სხვა მოძრავი ორგანოს ტკივილის დროს დაიმასაჟეთ. ზეთი კრემს, ლოსიონს, შამპუნს და კონდიციონერს დაუმატეთ – ასე კოსმეტიკას არომატით და სასარგებლო ნივთიერებებით გაამდიდრებთ.

თანამედროვე ბალახების მცოდნეები იასამნის ზეთს გამონაყარის, მზის დამწვრობის, წვრილი ნაკაწრის და კანის სხვა დაავადების (ჩირქოვანი აკნე, ძირმაგარა) დროს ძველებურად იყენებს. თუ ზეთს სახლის საწმენდ საშუალებას დაუმატებთ, ახალი არომატი სახლს გაავსებს.

ზეთი ბრონქიტს, სურდოს, ანგინას, გრიპს კურნავს, ინჰალაციის დროს გამოიყენება. იასამანი სტრესს და ყველა შესაძლო ნერვულ აშლილობას აქრობს, როგორც ქალებში, ასევე კაცებში სქესობრივ ლტოლვას ზრდის.

იასამნის ყვავილების ზეთი ვარიკოზული გაფართოებული ვენების დროს მდგომარეობას აუმჯობესებს. ამისთვის ღამით ზეთში გაჟღენთილი ბამბის სალფეთქით სახვევები გაიკეთეთ, ზემოდან საკვები ცელოფანი დაიხვიეთ. განსაკუთრებით ეფექტურია სისხლძარღვების სპეციალურ ვარჯიშებთან კომბინაციაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს