რომელი საკვები პროდუქტების მიღება არ არის მიზანშეწონილი ერთდროულად.

0
291
Various Paleo diet products on wooden table, top view

ჩვენს დროში, ადამიანები სულ უფრო მეტად ცდილობენ, ცხოვრების ჯანსაღი წესი დაიცვან, დიდი ყურადღება დაუთმონ საკუთარ თავებსა და კვებას. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რომელი პროდუქტები უნდა შეუთავსოთ ერთმანეთს, რადგან ხანდახან, ჯანსაღ საკვებსაც კი შეუძლია ორგანიზმისთვის ზიანის მიყენება.

ზოგიერთი, არასაკმარისად ინფორმირებულობის გამო, ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ კვებაში ყოველდღე, რითაც ტვირთავენ საჭმლის მომნელებელ სისტემას და აუარესებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

სწორი კვება

საშინაო სწორი კვება, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს სწორი საკვები პროდუქტის მოხმარებას, ანუ ბოსტნეულს, ხილს, ახალ ხორცსა და რძემჟავისეულ პროდუქტს. თუმცა, როგორც წესი, უმეტესობა მხოლოდ ამ ერთადერთ პრინციპს ეყრდნობა, რაც ყველა მცდელობას აბათილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შემოღებისათვის.

ჩვენ ყოველდღე ვიყენებთ სხვადასხვა კერძის რეცეპტს, სადაც ისეთი პროდუქტებია ერთად მოქცეული, რომელთა ერთდროულად მიღებაც დაუშვებელია. საკვების ასეთი კომბინაცია გემრიელია, სწორედ ამიტომ ვიყენებთ მას.

პროდუქტების არასწორი კომბინაცია 

1. ჩაი + რძე

ალბათ, ყველამ იცის, რომ არ უნდა შევურიოთ ქაშაყი რძეს, თუმცა, არავინ გეტყოდათ, რომ რძისა და ჩაის ერთად მოხმარება არაა სასარგებლო. თვითონ ეს ორი სასმელი ძალიან სასარგებლოა. ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს, ხოლო რძე იკვეხნის კალციუმით. თუმცა, ორივეს სარგებელი მომენტალურად ორთქლდება, თუ ამ სასმელებს ერთმანეთს შეურევთ. ეს იმიტომ, რომ რძეში არსებული ცილა აკავშირებს ანტიოქსიდანტებს და სრულად ბლოკავს მათ უნარს, ათვისებულ იქნან ორგანიზმის მიერ.

2. პომიდორი + ყველი

ამ პროდუქტების კომბინაცია ტვირთავს კუჭქვეშა ჯირკვალსა და ღვიძლს. გარდა ამისა, პომიდორი შეიცავს მჟავებს, რომლებიც, ყველის კალციუმთან რეაქციაში, წარმოქმნის სპეციფიკურ ფენებს – ამის გამო სახსრები უფრო მყიფე და სუსტი ხდება.

3. შემწვარი კარტოფილი + კვერცხი

კარტოფილის შეწვისას წარმოიქმნება დიდი რაოდენობით სახამებელი და კანცეროგენული ნივთიერებები, ამიტომ სიტუაციას ნუ გააუარესებთ ქათმის კვერცხის პროტეინით – ეს ყველაფერი შეიძლება საფრთხეს მოიცავდეს.

4. ორცხბილა + რძე

პროდუქტის ასეთ კომბინაციას შეუძლია გულძმარვის გამოწვევა.

5. მურაბა + ცილოვანი საკვები

საქმე ისაა, რომ ცილების შემცველ და სახამებლიან საკვებთან ერთად, ტკბილი პროდუქტი იწვევს ფერმენტირებას და ხელს უწყობს სხვა პროდუქტის ლპობას.

6. ხილი + ნებისმიერი სხვა საკვები

ხილი საკვებად ყველა სხვა პროდუქტისგან განცალკევებით უნდა მოიხმაროთ იმის გამო, რომ იგი სწრაფად გადამუშავდება კუჭში. თუ ხილს სხვა საკვებს მიატანთ, ეს თვისება იცვლება და კუჭში დიდი ხნით ჩერდება, რაც იწვევს ფერმენტირების პროცესს, რომელიც იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლების დაზიანებას.

7. ფაფა + შაქარი

ფაფისთვის შაქრის დამატების შემთვევაში, ხდება სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრი მომატება. ამასთან სახამებელი, რომელსაც ფაფები შეოცავს. ისედაც გარდაიქმნება მარტივ შაქრად. ანუ, ფაფის შაქრით შეზავებით, თქვენ შაქრის დღიურ ნორმას ამეტებთ საკვების ერთ მიღებაში.

8. თევზი + კვერცხი

ამ ორი პროდუქტის კომბინაცია გამოიწვევს კუჭის სხვადასხვა დაავადებას. პანკრეატიტი, წყლული, გასტრიტი – ყველაზე ხშირი შედეგია ამ პროდუქტების ერთდროული მიღებისა.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი