არყის კვირტების სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

737
ფოტო: Denis Velicanov on Pixabay

ბევრს ჰქონია ჰიპოვიტამინოზის პრობლემა. მისი ერთგული თანამგზავრი კი ძილიანობა და აპათიაა. საბედნიეროდ, ამ მდგომარეობასთან გამკლავებაში ხალხური საშუალებები დაგეხმარებათ. ძალების აღდგენას უზრუნველყოფს არყის კვირტების სამკურნალო ნახარში.

არყის კვირტების სასარგებლო თვისებები და გამოყენება

კვირტები უნდა მოკრიფოთ ადრეულ გაზაფხულზე (უმეტესად, მარტში) – აქტიური წვენმოძრაობის პერიოდის დასაწყისში. ხალხში მას, ხშირად, “გაზაფულის ცრემლებს” უწოდებენ, რადგან წვენი, რომელიც არყის ღეროებში მოძრაობს, მართლაც ცრემლებს გვაგონებს. ამ დროს კვირტები უკვე წებოვანი და არომატულია, თუმცა გახსნას ვერ ასწრებენ – აი, ესაა იდეალური დრო მოსავლის ასაღებად. მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტად არ იჩქაროთ: თუ კვირტებს საჭიროზე ადრე მოკრეფთ, მათში ნაკლები სასარგებლო ნივთიერება იქნება და სამკურნალო მოქმედებასაც ვერ მიიღებთ.

ხალხურ მედიცინაში არყის კვირტების ნაყენი შაქრიანი დიაბეტის წინააღმდეგაც გამოიყენება. ითვლება, რომ ეს მეთოდი კურნავს ფიზიკურ დაღლილობას, ჰიპოვიტამინოზსა და კუჭის წყლულს, რომელიც ამ დაავადებას ახლავს თან. ამისათვის, 1 ჩ.კ. ხმელ და დაქუცმაცებულ კვირტებს დაასხით 1 ჭიქა წყალი და ხარშეთ 1 საათის განმავლობაში. მიღებული მასა გადაწურეთ და მიირთვით 3 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ (საკვების მიღებამდე). მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, 2-3 თვეს მოიცავს.

არყის კვირტების სასარგებლო რეცეპტები

არყის კვირტები ნაყენი რევმატიზმის წინააღმდეგ: 50 გ არყის კვირტები 10 დღით დააყენეთ 500 მლ არაყში. მიიღეთ ნაყენი 1/2 ჩ.კ. ოდენობით, წყალთან ერთად, დღეში სამჯერ (ჭამამდე 20 წუთით ადრე).

აგრეთვე, რევმატიზმის დროს გვირჩევენ არყის კვირტების მალამოს გამოყენებას: მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კვირტები და კარაქი. ეს უკანასკნელი მოათავსეთ ქვაბში 1-2 სმ ფენებად, ზემოდან დააყარეთ იმავე სისქის კვირტები და ასე გააგრძელეთ. ბოლოს ქვაბს დაახურეთ, წაუსვით ცომი სრული ჰერმეტულობისთვის და დადგით თბილ ადგილას 1 დღით (მაგალითად, თბილ ღუმელში). 1 დღის შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ მარლაში, დაუმატეთ 5-10 გ ქაფური და მოურიეთ. მიღებული მასა შეიზილეთ სახსრებში დღეში ერთხელ, ძილის წინ, აუცილებლობისამებრ. მკურნალობის კურსი 1 თვეს შეადგენს – შემდეგ შეისვენეთ 10 დღით და განაახლეთ მკურნალობა, თუ ამის საჭიროებას იგრძნობთ.

თირკმლების ანთებით გამოწვეული შეშუპების დროს დაგეხმარებათ კვირტების სპირტიანი ნაყენი (30 გ კვირტები 1 ლ 70-გრადუსიან სპირტზე). მიიღეთ ნაყენი დღეში სამჯერ, 16-20 წვეთი 1 კოვზ წყალთან ერთად. იგივე მასა სასარგებლო იქნება კუღის წყლულისა და სხვა გაღიზიანების დროს. მწვავე დაავადებების დროს მიიღეთ იგი, სანამ გაუმჯობესებას ვერ შენიშნავთ, ქრონიკული დაავადებების დროს კი მიიღეთ 2-3-თვიანი კურსებით.

არყის კვირტების ნახარში (საბაზისო რეცეპტი): დაასხით 1 ს.კ. ხმელ კვირტებს 1 ჭიქა წყალი, ხარშეთ 10 წუთით, შემდეგ დააყენეთ და გაფილტრეთ მიღებული მასა.

არყის კვირტები კოსმეტოლოგიაში

არყის კვირტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოსმეტიკურ რეცეპტებში. ითვლება, რომ არყის კვირტების ნახარში ამარცხებს ცხიმიან სებორეას – საშუალებით უნდა ჩამოიბანოთ თავი კვირაში 2-3-ჯერ, 15-პროცედურიანი მკურნალობის კურსით.

კიდევ ერთი საშუალებაა კვირტების სპირტიანი ნაყენი, რომელიც უნდა შეიზილოთ თავის კანში, 20-პროცედურიანი კურსის ფარგლებში. თუმცა, ასეთ საშუალებას აქვს არსებითი ნაკლი: თმა შეიძლება მეტისმეტად გამოშრეს. ამის თავიდან ასაცილებლად, შეამცირეთ ნაყენის კონცენტრაცია წყალში გაზავებით. აგრეთვე, კვირტების სხვადასხვანაირი ნახარში და ნაყენი გადაჭრის სახის კანის ცხიმიანობისა და აკნეს პრობლემას.

აგრეთვე, თუ წელს ასეთი სასარგებლო საშუალების მომარაგება ვერ მოახერხეთ, შეგიძლიათ გამოშრობილი კვირტები აფთიაქში იყიდოთ.

გარდა არყის კვირტების, სამკურნალო მიზნებით გამოიყენება ამ ხის ფოთლები, წვენი და მერქანი. მათზე ამზადებენ ნაყენებს, ნახარშებს, ნიღბებსა და სხვა საშუალებებს. ხშირად, ასეთი საშუალებების შემადგენლობაში ერთბაშად არყის რამდენიმე კომპონენტი შედის.

მკვებავი მალამო სახის მშრალი კანისთვის

შეურიეთ წინასწარ დამდნარი  ლანოლინი არყის კვირტების სპირტიან ნაყენს 1:2 თანაფარდობით. ლანოლინის გაგრილების სემდეგ, გადაღვარეთ ჭარბი სითხე. მალამო, აგრეთვე, შეგიძლიათ კანის გაღიზიანებისა და ანთების სამკურნალოდ გამოიყენოთ.

ნაყენი ცხიმიანი კანისთვის

დაასხით 1 ს.კ. დაფქულ კვირტებს 5 ს.კ. 45%-იანი სპირტი ან არაყი. დააყენეთ 1 კვირის განმავლობაში კარგად დახურულ ჭურჭელში, შემდეგ გადაწურეთ. ამავე შემადგენლობით შეგიძლიათ გაიკეთოთ სავლებები და კომპრესები გაღიზიანებულ და ანთებულ კანზე, აგრეთვე, გამოიყენოთ ნაჭდევების დასამუშავებლად.

ნაყენი გაღიზიანებული კანისთვის

ჩაუშვით 1/2 ჭიქა მდუღარე წყალში 1 ჩ.კ. არყის კვირტები და დააყენეთ 1 საათით. შეიზილეთ სახეზე ნაყენი. აგრეთვე, იგი უზრუნველყოფს წვრილი ნაკაწრების, ნახეთქებისა და ჭრილობების შეხორცებას.

არყის მერქნისა და კვირტების კომპრესი აკნესთვის

თანაბარი რაოდენობით შეურიეთ დაქუცმაცებული არყის მერქანი, კვირტები და ღვიის კენკრა. დაასხით 1 ს.კ. მიღებულ ნარევს 1 ჭიქა წყალი და ხარშეთ 5 წუთით ნელ ცეცხლზე. ჩაალბეთ ამ სითხეში ოთხად დაკეცილი მარლა ან ქსოვილი, რომლებზეც წინასწარ უნდა გამოჭრათ ხვრელები თვალების, პირისა და ცხვირისთვის. გაიჩერეთ 20 წუთით, ამ დროის განმავლობაში კი ჩაალბეთ ქსოვილი სითხეში გაშრობისთანავე.

ყურადღება! მიუხედავად არყის კვირტების სამკურნალო თვისებებისა, მას აქვს უკუჩვენებებიც. მაგალითად, მისი ნაყენის, ნახარშისა და მსგავსი პრეპარატების გამოყენება არაა რეკომენდებული ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში, ხოლო მათთვის, ვისაც თირკმლის უკმარისობა დაუდგინდა, ისინი საერთოდ აკრძალულია. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს დასახმარებლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს