მურაბა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტკბილეულია, განსაკუთრებით ზამთარში. თუმცა შაქრის შემცველობის გამო მიუწვდომელია მათთვის, ვისთვისაც შაქრის მიღება აკრძალულია. გთავაზობთ გამოსავალს – მურაბა უშაქროდ.
მურაბა უშაქროდ: გამარჯობა წარსულიდან
ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, რომ მურაბა შეიძლება უშაქრო იყოს. ადრე კი, როცა შაქარი ძვირი ღირდა და მის შეძენას ყოველთვის ვერ ახერხებდნენ, ჩვენი წინაპრები მურაბას სწორედ ასე ამზადებდნენ. კენკრას 5-6 საათით ფეჩში ხარშავდნენ, შემდეგ კერამიკის ქილებში ყრიდნენ, პერგამენტის ქაღალდს აფარებდნენ და ცივ ადგილას ინახავდნენ.
უშაქროდ მურაბის მომზადება ნაყოფის ან კენკრის დიდხანს ხარშვას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, მურაბის სისქე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი ხნით მოხარშავთ. მურაბის მოსამზადებლად გამოიყენეთ ნაყოფი, რომელსაც საკუთარი წვენის საკმარისი რაოდენობით გამოღება შეუძლია. თუ, მაგალითად, ვაშლს ან მსხალს გამოიყენებთ, ცოტა წყალი ან სხვა კენკრის წვენი დაგჭირდებათ.
ასეთი მურაბა განსაკუთრებით გემრიელი ტკბილი კენკრით გამოდის: მწიფე ქლიავი, ატამი, გარგარი, ვაშლი, მსხალი, მოცხარი, ჟოლო, მარწყვი. მურაბის დიდი უპირატესობა – მცირე კალორია.
თანამედროვე მეთოდები უშაქრო მურაბის მოსამზადებლად
ჩვენს დროში ფეჩში მურაბის მომზადების საშუალება ყველას არ აქვს. გთავაზობთ ალტერნატივას – ღუმელი! პროცედურა შეგიძლიათ დააჩქაროთ, პირველ რიგში, კენკრა გაზქურაზე 4-6-ჯერ აადუღეთ. ამის შემდეგ ღუმელში გადაიტანეთ და გასქელებამდე ხარშეთ. მურაბის სისქე ხილის წვნიანობაზეც არის დამოკიდებული. მიღებული მურაბა მშრალ, სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ, გააგრილეთ, თავსახური დაახურეთ და ცივ ადგილას შეინახეთ.
სხვა მეთოდიც არსებობს: წყლის ორთქლზე. რკინის ან ემალის ვედრო აიღეთ, მის ძირში რამდენიმე ფენად გაკეცილი ნაჭერი დააფინეთ და წყლით ნახევრად აავსეთ. სამლიტრიან სტერილურ ქილაში კენკრა 10-15 სმ ფენად მოათავსეთ, შეანჯღრიეთ და წყლით სავსე ვედროში ჩადეთ. კონსტრუქცია გაზქურაზე ფრთხილად გადაიტანეთ. ცოტა ხანში კენკრა დაჯდება და კიდევ ერთი ფენა კენკრა დაუმატეთ. ასე გააგრძელეთ, სანამ ქილა ბოლომდე კენკრით არ გაივსება. შემდეგ ქილას თავსახური დააფარეთ და კიდევ 1 საათით ხარშეთ. ქილა ამოიღეთ, მოხუფეთ, გადააბრუნეთ და გაგრილება აცადეთ. სამლიტრიანი ქილისთვის 1 ვედრო კენკრა დაგჭირდებათ. სასურველია, ასეთი მურაბა ცივ ადგილას შეინახოთ.
რამდენიმე ხრიკი უშაქრო მურაბის კონსერვირებისთვის:
- კენკრა მშრალ, მზიან ამინდში მოკრიფეთ. განსაკუთრებით ეს ჟოლოს, მაყვალს და მარწყვს ეხება.
- ჟოლო და მაყვალი მოხარშვამდე არ გარეცხოთ, რომ ძვირფასი წვენი არ დაიკარგოს. აი, მარწყვი ჯერ გარეცხეთ, შემდეგ ყუნწები მოაშორეთ.
- ვაშლის და მსხლის პატარა ჯიშები სჯობს უფრო წვნიანი ხილის ან კენკრის წვენთან ერთად მოხარშოთ. მაგალითად, მოცხარის ან ჟოლოს წვენი გამოგადგებათ.
- კენკრა შეგიძლიათ საკუთარ წვენში მოხარშოთ. ამისთვის კენკრის ნაწილი ქილაში მოათავსეთ, მეორე ნაწილი გაწურეთ, დაჭყლიტეთ და კენკრას დაასხით.
- უშაქრო მურაბა ცივ ადგილას შეინახეთ: მაცივარი ან სარდაფი, 0-დან +10˚C-მდე ტემპერატურაზე.
უშაქრო მურაბის სარგებელი
ასეთი მურაბის სარგებელი ცხადია. ნაყოფი, რომლითაც მურაბა მზადდება, თავის ვიტამინებს და მიკროელემენტებს თერმული დამუშავების შემდეგაც ინარჩუნებს. მურაბა არა მხოლოდ გემრიელი ტკბილეული, არამედ ძალიან სასარგებლოა. პირველ რიგში, მისი მიღება სხვადასხვა დაავადების მქონე ხალხს შეუძლია, რომელთაც შაქრის შეზღუდვა სჭირდებათ (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა და ა.შ.). მეორეც, ასეთი მურაბა სიამოვნებით შეუძლიათ მიიღონ მათ, ვინც უბრალოდ სხეულის ფორმებს უფრთხილდება და ზედმეტ კალორიებს გაურბის.
მურაბის უშაქროდ მომზადება სცადეთ და ოჯახის ყველა წევრი ზამთარში გემრიელი და სასარგებლო ტკბილეული უზრუნველყოფილი იქნება!
თანამედროვე „ნაკლებად შაქრიანი“ ვარიანტი
რა თქმა უნდა, თქვენი უშაქრო მურაბის შენახვაზე ნერვიულობთ ან მზად არ ხართ, შაქარზე ბოლომდე უარი თქვათ. ამ შემთხვევაში, მურაბის მომზადების დროს პექტინზე დაფუძნებული ჟელეს მსგავსი საშუალება (მაგალითად, „ჟელფიქსი“) გამოიყენეთ. შეფუთვაზე „2:1“ შაქარი 500 გრ, ხოლო „3:1“-ზე მხოლოდ 350 გრ შაქარი დაგჭირდებათ (1 კგ ხილზე ან კენკრაზე).
კენკრა პიურეს მიღებამდე დაჭყლიტეთ. ჟელეს დანამატს 2 ს/კ შაქარი, კენკრის მასა დაუმატეთ, აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. დარჩენილი შაქარი დაუმატეთ, აურიეთ, კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ და ძლიერ ცეცხლზე 3 წუთით ხარშეთ, მუდმივად აურიეთ (მასა უნდა თუხთუხებდეს და მოცულობაში მესამედით გაიზარდოს). ამ წესების დაცვით წყალი აორთქლდება, ჟელე კი ნამდვილად ხარისხიანი გამოვა. ქაფი მოხადეთ, კენკრის მასა ქილებში გადაანაწილეთ, თავსახური დაახურეთ და 5 წუთით გადააბრუნეთ.
შაქრის და კენკრის თანაფარდობის მიხედვით შეგიძლიათ სქელი მურაბა, ჟელე ან პოვიდლო მოამზადოთ – რასაც ჩვეულებრივ შეფუთვის ინსტრუქციაში წერენ.