ბეგქონდარა არა მხოლოდ ფლორისტებს უყვართ. კულინარები მას ბევრი კერძის დიდებულ სანელებლად მიიჩნევენ, ფარმაცევტები კი – რიგი უსიამოვნებების დროს შესანიშნავ სამკურნალოდ საშუალებად. ასევე, ბეგქონდარა ფუტკრებს და პარფიუმერებს უყვართ.
ბეგქონდარა კულინარიაში
ბეგქონდარას ხმელი ტოტები თავდახურულ ჭურჭელში არომატს დიდხანს ინარჩუნებენ. ის საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, ამიტომ ცდილობენ, რომ დაუმატონ ცხიმიან კერძებს: ნოყიერ წვნიანებს (პარკოსანი პროდუქტების გემოს განსაკუთრებით გამოკვეთს), კარტოფილს, კვერცხს ბეკონთან ერთად და ა.შ.
გარნის თაიგული: ხმელი სურნელოვანი ბალახების თაიგული
ასე უწოდებენ დაფნის ფოთოლში გახვეულ ხმელი სურნელოვანი ბალახების თაიგულს. მას ძაფით კრავენ ან ბამბის ტომარაში ყრიან და ცხელ კერძებს სანელებლის სახით უმატებენ, სუფრაზე გატანის წინ კერძიდან იღებენ. დაფნის ფოთოლის გარდა მასში რამდენიმე ტოტი ბეგქონდარა, ოხრახუშის პატარა კონა და გასუფთავებული ნივრის კბილები აუცილებლად შედის. ხორცისთვის შეგიძლიათ დაამატოთ სალბი, თავშავა და ცისკარა, ფრინველისთვის – ტარხუნა, უსუპი, ჩალამბარა და ბარამბო, თევზისთვის – თავშავა, ბარამბო და დიდი კამა.
ბეგქონდარას მარინადი თევზისთვის
2 ხახვი წვრილად დაჭერით, 1 ლიმონის წვენი გაწურეთ და 200 მლ თეთრ ღვინის ძმარს და წიწაკას გემოვნებით აურიეთ. 200 მლ წვრილად დაჭრილი ბეგქონდარას, კამის, პიტნის, სალბის, ოხრახუშის და რეჰანის მწვანილი დაუმატეთ. თეთრი თევზის ფილეს პატარა ნაჭრები მინის თასში მოათავსეთ, მარინადი დაასხით, თავსახური დაახურეთ და მაცივარში შედგით. თითოეულ ნახევარ საათში ფილეს ნაჭრები გადააბრუნეთ. 4 საათის შემდეგ თევზი შესაწვავად მზად იქნება.
ყინულის კუბები ბეგქონდარას ტოტებით
ბეგქონდარას რამდენიმე ახალგაზრდა ყლორტი (სჯობს ყვავილობამდე) მოკრიფეთ, გარეცხეთ და სამზარეულოს დანით 2 სმ სიგრძეზე დაჭერით. ყინულის ფორმები ცივი, ანადუღარი წყლით ან უგაზო ბოთლის წყლით აავსეთ. თითოეულ ფორმას რამდენიმე ბეგქონდარს ნაჭერი დაუმატეთ. საყინულეში შედეთ. მიღებული ყინულის კუბები ნებისმიერ ცივ სასმელს დაამშვენებს.
შინაურული მაიონეზი ბეგქონდარით
ოთახის ტემპერატურის 2 კვერცხის გული, 1 ჩ/კ მდოგვის ფხვნილი და მარილი (გემოვნებით) მიქსერით ათქვიფეთ. წვრილად 140 მლ ღია ფერის ზეითუნის (ან მზესუმზირას) ზეთი დაუმატეთ, ათქვეფა არ შეწყვიტოთ. სქელ მასას 1 ჩ/კ თეთრი, ღვინის ძმარი დაუმატეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. ძალიან წვრილად კიდევ 140 მლ ზეთი დაუმატეთ (შეგიძლიათ უფრო ნაკლები ან მეტი სასურველი მაიონეზის კონსისტენციის მიხედვით), ათქვეფა არ შეწვიტოთ. შემდეგ ½ ჩ/კ ლიმონის წვენი, გემოვნებით – მარილი, წიწაკა და წვრილად დაჭრილი ახალი ბეგქონდარას კვირტები დაუმატეთ. შეგიძლიათ მაიონეზი სუფრაზე ხორცის და თევზის კერძებთან ერთად გაიტანოთ.
სურნელოვანი კარაქი ბეგქონდარით
მაცივრიდან კარაქი გამოიღეთ და ოთახის ტემპერატურამდე შეათბეთ. ბეგქონდარას ტოტები გარეცხეთ და გააშრეთ. შემდეგ ფოთლები წვრილად დაჭერით და ჩანგლით რბილ კარაქს (250 გრ კარაქი – 4 ს/კ მწვანილი) აურიეთ. მიღებული კარაქი საკარაქეში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ.
სურნელოვანი მცენარეული ზეთი ბეგქონდარით
ბეგქონდარას ახალი კვირტები და თავშავას და სალბის ფოთლები დაჭერით. გარეცხეთ და გააშრეთ. ამის შემდეგ მინის ქილაში მოათავსეთ და ზეითუნის ზეთით ბოლომდე გაავსეთ (300 მლ ზეთი – 1 მუჭა მწვანილი). ბოთლს ჰერმენტულად დაახურეთ და 1 თვე თბილ ადგილას შეინახეთ, ყოველკვირა შეანჯღრიეთ.
შემდეგ ყავის ქაღალდის ფილტრით სხვა ბოთლში გადაასხით. ჰერმენტულად დაახურეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ. სილამაზისთვის შეგიძლიათ რამდენიმე ახალი მწვანილი დაუმატოთ. ასეთი სურნელოვანი ზეთით თევზი კარგად მზადდება.
სურნელოვანი ძმარი ბეგქონდარით
მცენარეული ზეთის მსგავსად მზადდება ძმარი არომატული ბალახებით, რომლითაც შეგიძლიათ სალათები მორთოთ. მას თევზის და ქათმის რთული სოუსების ინგრედიენტადაც იყენებენ. დაყენებისთვის თეთრი, ღვინის ძმარი გამოიყენეთ.
ბეგქონდარა, როგორც სამკურნალო საშუალება
მედიცინაში ბეგქონდარას ახალი კვირტები ფოთლებთან და თანაყვავილედთან ერთად გამოიყენება. მისი ეთერზეთი შეიცავს ფენოლებს (უმეტესად ტიმოლს), ფლავონოიდებს, მწარე ნივთიერებებს და ტანინებს.
ხალხურ მედიცინაში ბეგქონდარა უძველესი დროიდან შარდმდენი და დამამშვიდებელი საშუალების სახით, ასევე ყივანახველას, კრუნჩხვების, კუჭის სპაზმის და ნევრალგიის დროს გამოიყენება. ლოსიონის და მალამოს სახით – ჭრილობის შესახორცებლად და რევმატიზმისთვის.
ოფიციალური მედიცინა ბეგქონდარას გირჩევთ ხველის საწინააღმდეგოდ (თხევადი ექსტრაქტი ცნობილი „პერტუსინის“ შემადგენლობაში შედის), ბრონქიტის და ყივანახველას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, სადეზინფექციო საშუალებად კანის დაავადებების დროს. ბეგქონდარა პირის სავლები საშუალების შემადგენლობაში შედის. მისი მიღება ორსულებისთვის, ასევე თირკმლის, ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს არ შეიძლება.
ბეგქონდარას ნაყენი
1-2 ს/კ ხმელ ბეგქონდარას ტოტს 200 მლ წყალი დაასხით. ხველის დროს 1 ს/კ ნაყენი დღეში 5-ჯერ მიიღეთ.
ჩაი ბეგქონდარით და კრაზანით
100 გრ ბეგქონდარას ხმელი ფოთლები, 100 გრ კრაზანას ხმელი ბალახი და 20 გრ წითელი მოცვის ხმელი ფოთლები აურიეთ და ჩაის მოსადუღებლად გამოიყენეთ.
ბურახი ბეგქონდარით
20 გრ ბეგქონდარას ხმელი ფოთლები 200 მლ პურის ბურახში ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ 800 მლ ბურახი, 50 გრ შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. 12 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და გააგრილეთ.
თაფლიანი სასმელი ბეგქონდარით
20 გრ ბეგქონდარას ხმელ ფოთლებს და 25 გრ კრაზანას ხმელ ბალახს 1 ლ წყალი დაასხით და 10 წუთით ადუღეთ. 2 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 50 გრ თაფლი დაუმატეთ. გამოყენების წინ გააგრილეთ.
არომატული ტონიკი ბეგქონდარით აბაზანისთვის
200 მლ ხმელი ბეგქონდარა 600 მლ წყალში ადუღებამდე მიიყვანეთ და 10 წუთით სუსტ ცეცხლზე ადუღეთ. შემდეგ წვრილ საწურში გადაწურეთ და აბაზანას დაუმატეთ. ზურგის ტკივილის, სახსრების ანთების დროს დაგეხმარებათ და დაღლილობას გააქრობს.