იორდასალამი: სასარგებლო თვისებები და რეცეპტები

0
741
ფოტო: piqsels

ძველი დროიდან, იორდასალამს არამხოლოდ სილამაზისთვის, არამედ სამკურნალო თვისებებისთვისაც აფასებენ. იგი გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, ხოლო ოფიციალური მედიცინა მასზე საერთოგამაძლიერებელ პრეპარატებს ამზადებს.

იორდასალამის მოვლის თავისებურებები

შეუძლია ბაღის ყველაზე ჩრდილიან ადგილშიც კი ყველაზე უხვად აყვავდეს. მაისის მეორე ნახევარში, ბუჩქი უზარმაზარ თაიგულს მოგაგონებთ, რომელიც 20-30 მსხვილი, ვარდისფერ-წითელი (10-18 სმ დიამეტრის) ყვავილებისგან შედგება.

კარგად მრავლდება, იშვიათად აწუხებს ნაცარა სოკო და ძალიან დიდხანს ცხოვრობს. სწორი მოვლის შემთხვევაში, ერთ ადგილას 25-50 წელს იცხოვრებს.

იორდასალამის სამკურნალო თვისებები

გარდა დეკორატიული თვისებებისა, მცენარე გამოიყენება სამკურნალო მიზნებითაც: გამოიყენება ნერვული სისტემის დაავადებების, ეპილეპსიის, პოდაგრული და რევმატული ართრიტების სამკურნალოდ, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. აფთიაქებში იყიდება ნაყენი, რომელიც გამოიყენება სედატიურ საშუალებად ძილის დარღვევების, მომატებული ნერვული აგზნების, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დარღვევების დროს.

ბოლო დროს, იორდასალამზე დამზადებული პრეპარატები გამოიყენება პარფიუმერიაშიც, კრემებისა და სააბაზანე საშუალებების დასამზადებლად.

მ.ვ. ლიმონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტის სისხლის დამცავი თვისებების ლაბორატორიის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ იორდასალამის პრეპარატები აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს და ხელს უწყობს თრომბების გაწოვას, ჰეპატინომსგავსი ნივთიერების შემცველობის წყალობით. ცდებისთვის მათ გამოიყენეს იორდასალამი, რომელიც ამავე უნივერსიტეტის ბოტანიკურ ბაღში გაიზარდა. ამოთხრილი ნიმუშები გარეცხეს და გამოასღეს, შემდეგ გათალეს ფესვები. ამ ნაწილების კარგად წამოდუღების, გაგრილებისა და ცენტრიფუგაში დალექვის შემდეგ, სითხე ააორთქლეს. სწორედ ნალექი გახლავთ ის პრეპარატი, რომელიც ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. მკვლევარებმა ვერ აღმოაჩინეს გვერდითი ან მავნე მოქმედება, თუმცა აგრძელებენ ამ პრეპარატის შესწავლას.

დროით გამოცდილი რეცეპტები იორდასალამით

ფესვებს კრეფენ და ამზადებენ ადრეულ გაზაფხულზე (აპრილიდან მაისის დასაწყისამდე) ან აგვისტო-სექტემბერში, მოსავლის აღების შემდეგ. ამასთან, აუცილებელი არაა ბუჩქის მთლიანად ამოთხრა. უბრალოდ ფრთხილად გააცალეთ ბუჩქს ღეროს გარშემო მიწა, იპოვეთ და მოჭერით პერიფერიული ფესვები. გადაჭრის ადგილს მიაყარეთ დაფქული პუდრა და ისევ დააყარეთ მიწა. ფესვები კარგად გარეცხეთ, არავითარ შემთხვევაში არ გათალოთ, რადგან სამკურნალო ნივთიერებები სწორედ მასშია. ფესვების ნაწილი გაახმეთ, მეორე ნაწილისგან დაამზადეთ ნაყენი.

იორდასალამის ნაყენი წყალზე

1 ჩ.კ. ხმელ ფესვს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით თბილად შეხვეული, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

იორდასალამის ნაყენი სპირტზე

დაასხით 10 გ ხმელ ან ნედლ ფესვს 100 მლ 40%-იანი სპირტი ან არაყი; დააყენეთ 2-3 კვირით ბნელ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და გადაღვარეთ მუქი შუშის ქილაში. მიიღეთ 30-40 წვეთი დღეში სამჯერ, 25-30 დღის განმავლობაში. კურსი უნდა გაგრძელდეს ათდღიანი შესვენების შემდეგ. შეინახეთ მაცივრის კარზე.

იორდასალამის ნახარში

ბულგარელი ფიტოთერაპევტები გვირჩევენ ყვავილის ნახარშის მირთმევას. მის მოსამზადებლად, 1 ყავის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვსა და ფოთლებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე 3-5 წუთით ხარშეთ. ნახარში გადაწურეთ და დალიეთ 1 ყავის ფინჯნით, დღეში სამჯერ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი