ბუნებრივი წამლები ანუ 5 ყვავილი აფთიაქის ნაცვლად

461
ფოტო: Suzanne Catty on Pixabay

აგარაკზე წასვლისას, ყოველთვის ვფიქრობთ, რომ რაღაც გვავიწყდება და… აუცილებალდ გვავიწყდება – მაგალითად, წამლები. თუმცა, ბევრი მათგანისთვის შორს წასვლა არ მოგიხდებათ. აგარაკზე თითქმის ყოველ ნაბიჯზე იზრდება წამალი: მინდორში, ბაღში, საყვავილეში, ბოსტანში. თუმცა, აუცილებელია მათი გარეგნული მახასიათებლებისა და გამოყენების ცოდნა. განსაკუთრებით კი მათი, რომლებიც საგანგებო სიტუაციებში შეიძლება დაგჭირდეთ.

1. კაკბის-საკენკელა

ეს ლამაზი, სურნევლოვანი მრავალწლიანი მცენარეა. ბუჩქს ცირცველივით ჭრილიანი ფოთლები აქვს, რომლებიც ივნისში ღია ცისფერი ღვავილების სქელი თაიგულით იფარება. ამ ყვავილის პრეპარატები თითქმის არ იყიდება აფთიაქებში, თუმცაღა ფესურის ნახარშს მკვეთრი დამამშვიდებელი მოქმედება აქვს, რომელიც ძალით კატაბალახას ჰგავს. იგი გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ, და როგორც ამოსახველებელი საშუალება გაციების დროს. ამ სამკურნალო მცენარის ერთადერთი ნაკლი ძალიან მწარე გემოა.

2. სამკურნალო აბზინდა, იგივე “ღვთის ხე”

ესაა ლამაზი ნახევარბუჩქი ჭრილი ფოთლებით. ხალხურ მედიცინაში, ტრადიციულად, გამოიყენება ამ მცენარის ნახარშები და ნაყენები, როგორც ნაწლავური ჭიების საწინააღმდეგო და გამწმენდი საშუალება, საკვების მონელების დასარეგულირებლად, თმის გასაძლიერებლად, კომპრესებისა და სავლების სახით. გარდა ამისა, აბზინდის ხმელი ფოთლები გამოიყენება, როგორც სანელებელი ცხიმიანი ხორც-პროდუქტის კერძებისთვის. იგი არამხოლოდ არომატს მატებს კერძს, არამედ ეხმარება კუჭს მძიმე საკვების მონელებაში.

3. გულყვითელა

გულყვითელა ყოველთვის უნდა გქონდეთ ხელთ. მისი დაჭყლეტილი ყვავილები აგარაკის ტრავმების სამკურნალო საშუალებაა, იქნება ეს ნაკაწრები, ნაწიბურები, დამწვრობები… მათ უბრალოდ დაიდებენ ჭრილობაზე, ან ამზადებენ კონცენტრირებულ ნაყენს, რომელიც კომპრესებისთვის გამოიყენება, ხოლო გაციებისა და ანგინის დროს – სავლებად. ყვავილედებს ამზადებენ წინასწარ, როცა ყვავილის ფურცლების დიდი ნაწილი ჰორიზონტალურადაა განლაგებული. მათ კრეფენ და აშრობენ ჩრდილში.

4. ექინაცეა

ეს ულამაზესი მრავალწლიანი მცენარეა მკვეთრი ფერის ყვავილებით, რომელიც ასე უყვართ ყველა ქვეყნის მეყვავილეებს. იგი სამკურნალო საშუალებაცაა. ყვავილით დამზადებული პრეპარატები გამოიყენება ოფიციალურ და ხალხურ მედიცინაში, ჰომეოპათიაში, ჭრილობების შესახორცებლად, ანთების შესამცირებლად, გაციების, გრიპისა და სხვა ინფექციების სამკურნალოდ. თუმცა, რაც მთავარია, ექინაცეა ასტიმულირებს ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ამიტომ მას პროფილაქტიკურ საშუალებადაც იყენებენ.

5. ასკილი

აუცილებლად მოუძებნეთ მას ადგილი ბაღში. თუ ბუჩქი ნაყოფიერია, მიიღებთ მოსავალს, რომელიც დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას შეიცავს. თუმცა, ასკილის ყვავილების ფურცლებს ჭრილობის შემხორცებელი და ბაქტერიციდული მოქმედება აქვს. ხოლო თუ მათ შაქარსა და ლიმონს შეაზელთ, მიიღებთ შესანიშნავ ვიტამინურ კერძს (ყვავილებით მჭიდროდ გატენილი 1 ჭიქა, 2 ჭიქა შაქარი და 1 ლიმონი).

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს