კომბოსტო: როგორ მივიღოთ და შევინახოთ უხვი მოსავალი

394
ფოტო:PxHere

კომბოსტოს შეგიძლიათ დათესოთ სათბურში ან ცელოფნის ქვეშ, თბილ ადგილას, ჯერ კიდევ აპრილში, მოსავალს კი ივლისში მიიღებთ. მაშ ასე, მოკლედ და კონკრეტულად: კომბოსტოს დარგვის, მოვლისა და მოსავლის აღების წესები.

1. კომბოსტოს მოყვანა ჩითილით

ჩითილი უნდა დაირგოს საღამოს ან მოღრუბლულ ამინდში. ბაღში აკეთებენ თხრილებს, თითოეულში ყრიან 60-100 გ ფერფლსა და სასუქს (გადამწიფებულ ნაკელს ან კომპოსტს – 1 სათლი 1 კვ.მ.-ზე). ყველაფერს ურევენ მიწასთან. თხრილის სიღრმე ნერგის პირველ ნამდვილ ფოთლამდე უნდა იყოს.

ჭარბი მორწყვის შემდეგ, ფესვების გარშემო ნიადაგი კარგად უნდა დატკეპნოთ. თუ ცხელი ამინდია, გადარგულ მცენარეებს დააფარეთ გაზეთები. იიგივე გაიმეორეთ ძლიერი ყინვების დროს. ძალიან ცივ გაზაფხულზე შეგიძლიათ ნებისმიერი მასალით დახუროთ.

2. კომბოსტოს დარგვა ბარდისა და კარტოფილის შემდეგ

ნაკვეთზე კომბოსტოსთვის ადგილის შერჩევისას, გახსოვდეთ, რომ მისთვის საუკეთესო “წინამორბედებია” პარკოსანი კულტურები, კიტრი, ხახვი და კარტოფილი.

თუმცა არავითარ შემთხვევაში არ დარგოთ თალგამის, ბოლოკის, ჭარხლის, ყვითელი მდოგვის, კომბოსტოს სხვა სახეობების შემდეგ – მათ ერთი და იგივე დაავადებები და მავნებლები აწუხებთ.

გარდა ამისა, კომბოსტო ვერ გაიზრდება ერთსა და იმავე ადგილას 2-3 წელზე მეტხანს, ამავე ადგილას ნერგის დაბრუნება კი არაა რეკომენდებული არანაკლებ 4 წლის განმავლობაში.

3. კომბოსტოს სჭირდება  თიხნარი, თუმცა ტორფიანი ნიადაგიც აწყობს

კომბოსტო საკმაოდ პრეტენზიულია ნიადაგის ნაყოფიერებისა და სტრუქტურის მიმართ. მისთვის საუკეთესოა თიხნარი ნიადაგი ორგანული ნივთიერებების (ჰუმუსის) მაღალი შემცველობით, რომელიც ნეიტრალური ან მსუბუქმჟავეა და კარგად ინარჩუნებს სითხეს. უხდება ტორფის ნიადაგიც. მჟავე ნიადაგში მცენარეს ძალიან ვნებს ისეთი დაავადება, როგორიცაა კილა.

4. კომბოსტოს უყვარს რწყვა

თეთრთავა კომბოსტოს უყვარს სითხე. მაღალი (25+) ტემპერატურა და ჰაერისა და ნიადაგის დაბალი ტენიანობა ცუდად აისახება ბოსტნეულის ფორმირებაზე, ამიტომ მშრალ ამინდში მცენარე უხვად უნდა მორწყოთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავები იკვრება.

თუმცა, სითხის სიჭარბე და შეკავება მავნეა ბოსტნეულისთვის, განსაკუთრებით, მძიმე ნიადაგში. ეს იწვევს კომბოსტოს ფესვების და, ბოლოს, მთელი მცენარის დაღუპვას. ამიტომ, კომბოსტოს გარშემო მიწა პერიოდულად უნდა გააფხვიეროთ. გარდა ამისა, ზაფხულის მანძილზე კომბოსტო რამდენჯერმე უნდა შეასუქოთ (ქერიფქლას ნაყენი, ქათმის ექსკრემენტები, ბიოჰუმუსი).

5. კომბოსტოს მოსავალი უნდა აიღოთ ივნისის ბოლოდან ყინვებამდე

ადრეული კომბოსტოს მოკრეფა იწყება ივნისის ბოლოს, დამწიფების მიხედვით. არ შეიძლება თხრილებში უკვე გაზრდილი კომბოსტოს დატოვება – ისინი დასკდება. საშუალომწიფე ნაყოფებს სექტემბერში კრეფენ. უფრო გვიან კი – ყინვებამდე.

6. კომბოსტო კარგად ინახება უმად

კომბოსტოს მნიშვნელოვანი თვისება აქვს – ნედლი სახითაც დიდხანს ინახება. თეთრთავა კომბოსტოს შენახვის ვადა, უპირველეს ყოვლისა, განსხვავდება სახეობების მიხედვით. რამდენადაც კომბოსტოს სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა დროით ინახება, არ შეურიოთ ისინი შენახვისად.

7. მშრალ ამინდში მოკრეფილი ბოსტნეული უკეთ ინახება

შესანახავ კომბოსტოს მშრალ ამინდში კრეფენ, როცა მცენარე მშრალია. თუ თავები ნესტიან ამინდში მოკრიფეთ, შენახვამდე კარგად უნდა გააშროთ.

8. შესანახავი კომბოსტო სუფთა და ჯანმრთელი უნდა იყოს 

კომბოსტოს თავები უნდა იყოს ახალი, საღი, ჯანმრთელი, სუფთა, არ უნდა იყოს ამოცენებული. მათ გაუთეთრებელი ფოთლებიდან 2-3 სმ-თი ქვემოთ ჭრიან. რამდენიმე ქვედა ფოთოლს ტოვებენ, რათა ნედლეული მექანიკური დაზიანებისა და სოკოვანი დაავადებებისგან დაიცვან.

9. კომბოსტო უნდა შეინახოთ 0-1 გრადუს ტემპერატურაზე

საშინაო პირობებში, კომბოსტოს სხვადასხვანაირად ინახავენ, მისი რაოდენობისა და ტექნიკური შესაძლებლობების მიხედვით.

მაგალითად, სარდაფში, ქვიშაში ან ქაღალდში, რომელსაც პერიოდულად ანაცვლებენ. მისი შენახვა შეიძლება დაკიდულ მდგომარეობაში ან სტელაჟებზე.

კომბოსტო საუკეთესოდ ინახება 0-1 ტემპერატურაზე და ჰაერის 90-95% ტენიანობაზე, თუმცა, თეთრთავა კომბოსტო იტანს -0.8 გრადუსსაც. ტემპერატურის შემცირება ამ დონემდე ფოთლების ქსოვილების მოყინვას გამოიწვევს.

4 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე, კომბოსტო აქტიურ ზრდას იწყებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს