სასუქები ნერგების გამოსაკვებად: არჩევანი, შემადგენლობა, გამოყენების მეთოდები

582

ნერგების გამოკვების დროს მნიშვნელოვანია ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ: მცენარეების შიმშილობა ისეთივე სახიფათოა, როგორც ბევრი სასუქით „სიყვარულით დახრჩობა“. როგორ შევარჩიოთ სასუქის შემადგენლობა და გამოკვების სისტემა სწორად?

სასუქის არჩევა ნერგებისთვის

სასუქის გამოშვების ფორმა ნერგებისთვის

ნერგებისთვის თხევად სასუქზე უფრო უკეთესი არაფერი მოუფიქრებიათ. სწორედ ამიტომ, აირჩიეთ სითხე ან სწრაფად ხსნადი გრანულები, აბები და ფხვნილები. გვაინტერესებს სწორედ ის სასუქი, რომელიც თხევადი გამოკვებისთვის არის გამოშვებული და მისი მშრალი სახით მიწოდება არ ხდება. ფხვნილზე ან გრანულაზე ხარჯი ნაკლები გექნებათ, ისინი პატარა პაკეტებში იყიდება.

სასუქის შემადგენლობა: რა უნდა იყოს ნერგის სასუქში

ნერგებისთვის განკუთვნილ სასუქში აუცილებლად უნდა შედიოდეს: აზოტი (N), კალიუმი (K), ფოსფორი (P ან P205), მეზო- და მიკროელემენტები (მაგნიუმი, რკინა, ბორი, თუთია და სხვა).

მიკროელემენტები საჭიროა ქელატური და არა სულფატის ფორმით. სულფატები ნერგების გამოსაკვებად არ გამოდგება: ხსნარში ელექტრულ იონებად იშლებიან და ამიტომ ნიადაგის ნაწილაკებს ადვილად უკავშირდებიან. პირველ რიგში, ასე მცენარისთვის ნაკლებად მისაწვდომი ხდება. მეორეც, მცირე მოცულობით ნიადაგში დაგროვებული ლითონის იონები სასარგებლო ელემენტიდან შხამად გარდაიქმნება. მწარმოებელი შეფუთვაზე მიკროელემენტის ფორმას ყოველთვის არ უთითებს, მაგრამ ჩვეულებრივ სასუქში ქელატებას მაინც ყრიან. თუ ზუსტი ინფორმაცია არ გაქვთ, იმაში მაინც დარწმუნდით, რომ შეფუთვას სიტყვა „სულფატი“ ან „SO4”-ზე დამთავრებული ქიმიური ფორმულა არ აწერია.

სასუქის დოზირება ნერგებისთვის

აუცილებლად ნახეთ, თუ როგორ გირჩევთ მწარმოებელი ნერგებისთვის სასუქის გამოყენებას. ზოგადი წესი: კონცენტრაცია 2-ჯერ უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე ბაღის მცენარეების გამოკვების დროს. თუ ერთნაირი დოზაა რეკომენდებული, ამან უნდა შეგაშფოთოთ – გამორიცხული არაა, რომ სასუქი ცარიელი საშუალებით არის სავსე, რომელიც არც ზიანს და არც სარგებელს არ მოგიტანთ.

სასუქის შემადგენლობის მიხედვით მისი მოხმარება შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ საშუალოდ ნერგებისთვის გამოიყენება 7-10 გრ (1 ს/კ) მშრალი სასუქი 10 ლ წყალზე. თხევადი სასუქის შემთხვევაში რთულია შემოწმება, თუ მწარმოებლის რეკომენდაცია რამდენად ადეკვატურია.

სასუქის სახეობები ნერგებისთვის

ორგანო-მინერალური კომპლექსი

ეს მუქი ფერის თხევადი სასუქია. მარილის ხსნარის გარდა შეიცავს ტორფიდან მიღებულ ჰუმუსის დანამატებს, რომლებიც მცენარის იმუნიტეტს და სიცოცხლისუნარიანობას ზრდიან. ნერგებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არა უბრალოდ ტორფის ექსტრაქტი, არამედ ნამდვილი კომპლექსი იყოს, რომელიც მინერალურ და ორგანულ კომპონენტებს შეიცავს. სწორედ ამიტომ, შემადგენლობა ყურადღებით შეისწავლეთ.

სწრაფად ხსნარი მინერალური სასუქი ნერგებისთვის

ეს უფრო ტრადიციული ფორმის სასუქია ფასის და ეფექტურობის ოპტიმალური თანაფარდობით. ზუსტი და გასაგები რეცეპტი აქვს, რაც ასევე კარგია.

თხევადი მინერალური სასუქი

იგივე მარილების ნარევი, მაგრამ უკვე ხსნარის სახით იყიდება. მისი გამოყენება უფრო ძვირი დაგიჯდება, მაგრამ მოსახერხებელი დოზირება მიმზიდველია.

ტრადიციული ხალხური სასუქი ნერგებისთვის

ბევრი გამოცდილი მებაღე კარგ შედეგს ქათმის სკინტლის და ძროხის ნაკელის ხსნარით გამოყენებით იღებს. სპეციალისტები ამ მეთოდს სარისკოს უწოდებენ, რომელიც ოსტატობას და ინტუიციას მოითხოვს. განსაკუთრებით ეს ფრინველის სკინტლს ეხება: ჩიტებს თავისებური ნივთიერებათა ცვლა აქვთ. ერთი პორცია სასუქი შეიძლება მკვებავი ნივთიერებებით ძალიან ღარიბული იყოს, მეორე კი იმდენად კონცენტრირებული, რომ ფესვები დაწვას. გარდა ამისა, ნაკელი და სკინტლი ინფექციებს იწვევენ, თუ მცენარის გარემო იდეალური არაა (ძალიან ბნელა ან ცხელა, ბინძური აერი, მორწყვის დროს დაშვებული შეცდომები). რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს, თუ ორგანულ სასუქს გააზავებთ და წესების შესაბამისად გამოიყენებთ.

როდის გამოვკვებოთ ნერგები

გაითვალისწინეთ ნიადაგის ნარევის შემადგენლობა, რადგან პიკირებამდე ნერგების გამოკვება რეკომენდებული საერთოდ არაა. ნიადაგში საკმარისი მკვებავი ნივთიერებებია, ხოლო ნაადრევ გაზაფხულზე მათი სიჭარბე სინათლის დეფიციტთან ერთად კარგს არაფერს მოგიტანთ. პირველად გამოკვებეთ პიკირებიდან 2 კვირის შემდეგ ან 2-4 ნამდვილი ფოთოლის გამოჩენის დროს (თუ ნერგს პიკირების გარეშე ზრდით). შემდეგ უკვე ნიადაგის შემადგენლობის მიხედვით.

თვითმომზადებული ნიადაგი ბოსტნის მიწის, ფოთლოვანი მიწის, ნეშომპალას და სხვა მკვებავი კომპონენტების გამოყენებით არა მხოლოდ ნაყოფიერია, არამედ სასუქში გახსნილ მარილებს კარგად ინარჩუნებს და მცენარისთვის ხელმისაწვდომს ტოვებს. ნერგი ასეთი ნიადაგში შეგიძლიათ 2 კვირაში ერთხელ გამოკვებოთ.

ტორფზე დაფუძნებული ნაყიდი მიწა სასუქს შეიცავს, მაგრამ მცენარის მოსავლელად უფრო მეტად მომთხოვნია. ნერგი ყოველ კვირა უნდა გამოკვებოთ.

ნერგის გამოკვების წესები:

  • ნერგი მხოლოდ დილით გამოკვებეთ და მორწყეთ რომ საღამოს, როცა ტემპერატურა მცირდება, ფოთლებმა და ნიადაგის ზედაპირმა გაშრობა მოასწროს. სიცივე და წვეთოვანი ტენი – დაავადების გამომწვევი სოკოებისთვის იდეალური გარემოა.
  • თუ ქოთანში ნიადაგი გამომშრალია (მიწის გუნდი კედელს მოშორდა, ქოთანი მსუბუქია და კაკუნის დროს ხმას გამოსცემს) გამოკვების წინ ჯერ მორწყეთ და კარგად გაჟღენთვა აცადეთ.
  • თუ ნიადაგი ჯერ კიდევ ოდნავ სველია, სასუქის ხსნარი უბრალოდ მორწყულ წყალს ანაცვლებს. ნერგებისთვის მხოლოდ დაბალი კონცენტრაციის ხსნარი გამოიყენება, ამიტომ წინასწარ კარგად მორწყვა საჭირო არაა.
  • მცენარემ მკვებავი ნივთიერებების კარგად ათვისება რომ შეძლოს, ფესვებს ჟანგბადთან წვდომა უნდა ჰქონდეთ. დროდადრო ნიადაგის ზედა ფენა გააფხვიერეთ, მაგრამ ძალიან ღრმად არა, რომ ფესვები არ დააზიანოთ. ეს სჯობს მორწყვიდან 1 საათის შემდეგ გააკეთოთ.

გამოკვების წესები დაკვირვებას არ გამორიცხავს. თუ ნერგის შიმშილობა შეამჩნიეთ, დაუგეგმავი სასუქი მიაწოდეთ. ამასთან სჯობს სასუქი შეცვალოთ, რადგან უცნობია, პრობლემა მისი დისბალანსით არის გამოწვეული თუ არა.

ნერგის შიმშილობის ნიშნები:

  • ქვედა ფოთლები ღიავდება, ამასთან არა ერთი – აზოტის დეფიციტი. ეს ძალიან საშიში არაა. აქტიური ზრდის პერიოდში ასე შეიძლება მოხდეს, განსაკუთრებით „ღორმუცელა“ კულტურაში, როგორიცაა ბადრიჯანი.
  • ახალგაზრდა ფოთლები ღიავდება, განსაკუთრებით ძარღვებს შორის – რკინის დეფიციტი. შესაძლოა „კალიუმის პერმანგანატი“ ჭარბად გამოიყენეთ, ის რკინის ათვისებას ხელს უშლის.
  • ფოთლები ჭკნება და მორწყვაც არ შველის. ეს ფესვების ლპობას ჰგავს, რომელიც შეიძლება სპილენძის დეფიციტით იყოს გამოწვეული. მცენარეებს ტორფიან მიწაში სპილენძი ხშირად აკლიათ.
  • ფოთლების ძარღვები იისფერი ხდება – ფოსფორის დეფიციტი (პომიდორსა და წიწაკაში გვხვდება). ამ შემთხვევაში სასუქის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მცენარეს ძალიან არ სცივა. ფოსფორის ათვისება დაბალი ტემპერატურის დროს მკვეთრად ფერხდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს