9 ნაცადი საშუალება: როგორ მოვიშოროთ სარეველები ერთხელ და სამუდამოდ

1017

ალბათ, არავინ შეგვედავება, რომ მიწათმოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი საქმიანობა სარეველებთან ბრძოლაა. ჯანდაბას, როცა დიდ ძალისხმევასა და დროს ვახარჯავთ ამ პროცესს, ამ მავნე მცენარეების თავიდან ერთხელ და სამუდამოდ მოსაშორებლად. მაგრამ არა, ისინი უკან ბრუნდებიან… საბედნიეროდ, არსებობს საშუალებები, რომლებიც ამ საქმიანობას გაგიმარტივებთ.

სარეველებთან ბრძოლა: როგორ მოვიქცეთ

1. საგულდაგულოდ დაბარეთ ნაკვეთი

ეს მარტივი არაა, რადგან მიწის უბრალო დაბარვა საკმარისი არაა – აუცილებელია, მას ყველა ზედმეტი ფესურა ამოაცალოთ. სამაგიეროდ, ეს ძალიან ეფექტურია მრავალწლიან სარეველებთან (მცოცავი პირეი, ღიჭა, მარიამსხალა და ბაბუაწვერა) ბრძოლაში.

2. დაამუშავეთ ჰერბიციდებით

ამ მეთოდს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, თუმცა, თუ დიდი ნაკვეთი გაქვთ, რომელზეც მრავალწლიანი დაფესვიანებული სარეველები ბუდობენ, თანაც მიწა ძალიან მყარია, ნიჩბით ვერაფერს გახდებით. სწორედ ამ შემთხვევაში გამოგადგებათ სწრაფმოქმედი ჰერბიციდები, რომელთა გამოყენება დასაშვებია საკვებ პროდუქტებთან. როგორც წესი, ისინი პირველივე გამოყენების შემდეგ გვეხმარება, თუმცა, თუ ეფექტიანი არ აღმოჩნდა, დაამუშავეთ ხელახლა და გაზარდეთ დოზა (1.5-ჯერ მეტი, ვიდრე ინსტრუქციაზეა მითითებული). ტორნადო, სხვათა შორის, კარგად უმკლავდება დიყსაც კი.

სარეველების წინააღმდეგ მიწის დამუშავება ეფექტურია შემოდგომის დასაწყისში, უფრო მაღალკონცენტრაციიანი პრეპარატებით. მრავალწლიანი მცენარეების ფესვები სწორედ ამ დროს იმარაგებენ საკვებ ნივთიერებებს გამოზამთრებისთვის, ამიტომ პრეპარატის მაქსიმალურ დოზას შეიწოვენ.

3. დაახურეთ მიწას შავი ბრეზენტი ან ტოლი

ამ მეთოდის არსი მარტივია: სანელებლებს, როგორც ნებისმიერ მცენარეს, სჭირდება შუქი. თუ შუქს ვერ მიიღებენ, დაიღუპებიან.

ტოლის გამოყენება უფრო მოსახერხებელია – იგი მკვრივია, არ ექვემდებარება ქარს. შავი ბრეზენტი საკმაოდ თხელია – იგი საიმედოდ უნდა დააფიქსიროთ ნიადაგზე, მაგალითად ქვით ან აგურებით.

სხვათა შორის, შეგიძლიათ ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებაც – ფანერი, მუყაო, თუნუქი…

რა თქმა უნდა, ასე დაფარული ნაკვეთი მთლად სასიამოვნო სანახავი არაა, თუმცა, მთელი სეზონი ასე უნდა გააჩეროთ. სამაგიეროდ, ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია მრავალწლიანი სარეველების წინააღმდეგ.

4. ნერგებს შორის ნიადაგი დაფარეთ ხავსით

შესანიშნავი ვარიანტია კულტურულ მცენარეებს შორის ხავსის სქლად, 5 სმ ფენით დალაგება – სარეველები ასეთ საფარს ვერ გაარღვევენ.

5. გამოიყენეთ სქელი ნერგები

სარეველების წინააღმდეგ, მთავარია მიწა ცარიელი არ იყოს. მაგალითად, კიტრებს შორის დარგეთ ბოლოკი, პომიდვრისა და წიწაკის გვერდით – რეჰანი.

6. არ შეიტანოთ ნედლი ნაკელი

იგი სარეველების თესლს დიდი რაოდენობით შეიცავს. შეაგროვეთ იგი ერთად და აცადეთ დამწიფება 1 წლით მაინც. მიწის შესუქების დროს, ნაკელი ძალიან ხურდება და მასში თესლი ნადგურდება.

7. ამოთხარეთ თხრილები ფიწლით

ასე მრავალწლიანი სარეველების ფესურებს დააზიანებთ. ნიჩბით ამის ნაკლები შანსია, ხოლო რაც უფრო მეტი წვრილი ნაწილი რჩება ნიადაგში, მითმეტი სარეველა გაიზრდება მომავალ წელს.

8. ამოთხარეთ სარეველები ხელით, არ გადაჭრათ ნამგლით

მრავალი მავნე მცენარე, მათ შორის, ჯიჯლაყა, იზრდება ფესვის ზედა ნაწილიდან – მასში მძინარე კვირტები აქვს. საბოლოო ჯამში, ერთი წვრილი სარეველას ნაცვლად, მიიღებთ რამდენიმეღეროიან ბუჩქს, რომელზეც გაცილებით მეტი თესლი მწიფდება. თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, ყველაფერი თქვენს ნაკვეთზე დაიყრება და დააბინძურებს.

9. გამოიყენეთ წვეთოვანი მორწყვა

თუ წყალი უშუალოდ კულტურული მცენარეების ფესვებს მოხვდება, ნერგებს შორის სარეველები სითხის უკმარისობით დაიღუპება – მათ ხომ წყალი სჭირდებათ. უკიდურეს შემთხვევაში, მორწყეთ სარწყავი ჩაიდნით ან შხეფის ბოთლით ნელა, წყალმა რომ არ გაჟონოს.

თქვენ როგორ ებრძვით ამ პრობლემას? რომელი ხერხი აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს