ფანჯრის რაფაზე პომიდვრის მოყვანას თავისებურებები აქვს. საქმე აქ მხოლოდ იმაში არაა, რომ ბინაში პომიდვრის მოსაყვანად საჭირო სახეობის შერჩევაა საჭირო, არამედ საჭიროა პირობების შექმნაც, რომლებშიც პომიდორი “იცხოვრებს”. ამ პირობებს მიეკუთვნება მშრალი ჰაერი და შეზღუდული რაოდენობით ნიადაგი. მოდით, განვიხილოთ ყველა პრობლემა და მათი გადაჭრის გზები თანმიმდევრობით.
ფანჯრის რაფაზე მოსაყვანად ვარგისია:
- სტანდარტული სახეობები და პომიდვრის ჰიბრიდები: დეტერმინანტული პომიდვრების სახეობები, რომლებიც თავად წყვეტს ზრდას, მსუბუქად იტოტება, მხოლოდ 50-70 სმ-მდე იზრდება. ასეთი პომიდვრის საყრდენზე დამაგრება საჭირო არაა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს შინ მათ მოვლას. გარდა ამისა, მათ ფესვთა კომპაქტური სისტემა აქვს, ამიტომ პომიდვრის მოყვანა ჩვეულებრივ ყვავილის ქოთანში შეგიძლიათ.
- წვრილნაყოფიანი და ჩერი-პომიდორი: არსებობს სპეციალური სახეობის ჩერი, რომელიც კაშპოში მოსაყვანად გამოიყვანეს. ისინი განსხვავდება ზრდითა და უხვი მოსავლიანობით.
- პომიდვრის ადრეული სახეობები: კარგია ნაადრევი და სახარბიელო მოსავლის მისაღებად. პომიდვრის სხვადასხვა დროს დარგვა უზრუნველყოფს ნაყოფიერების უფრო ხანგრძლივ პერიოდს.
როდის და როგორ დავრგოთ პომიდორი ფანჯრის რაფაზე
ბინაში პომიდორს ნერგებით ზრდიან. ნუ ჩარგავთ მცენარეს პირდაპირ კაშპოში, მისთვის სასარგებლო იქნება პიკირების ეტაპის გავლა – ეს გააძლიერებს ბოსტნეულის ფესვთა სისტემას.
როდის დავრგოთ პომიდორი?
ეს ცოტათი ადრე უნდა გააკეთოთ, ვიდრე პომიდვრის დათესვა სათბურში ან ღია ნიადაგში იქნება შსაძლებელი. დათესვა შეგიძლიათ იანვრის ბოლოს, ხოლო თუ ბინაში სამხრეთის ფანჯარა გაქვთ, დათესვა თებერვლის შუა რიცხვებში შეგიძლიათ. ნაყოფიერების ვადის გასახანგრძლივებლად და აივანზე თავისუფალი ადგილის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მარტში მეორედ დათესოთ.
პომიდვრის გადარგვა ქოთანში
10 სმ-მდე ნერგისს და არანაკლებ 3-4 განვითარებული ფოთლის მიღების შემდეგ, ნერგი უნდა გადაირგოს ქოთანში. ქოთნის ან კაშპოს სახით შეგიძლიათ ნებისმიერი რამის გამოყენება: მზა პლასტმასის ან კერამიკული ქოთნები, გადაჭრილი პლასტმასის ბოთლები, სათლები და სხვ. მოთხოვნები მარტივია: კაშპოს მოცულობა არანაკლებ 5 ლ უნდა იყოს და წყლის დასაწურად ხვრელები უნდა ჰქონდეს. პომიდორი ვერ იტანს წყლის შეკავებას, ეს ცუდად აისახება მოსავალზე და მცენარის დაღუპვაც კი შეუძლია.
გარდა ქოთნის შერჩევისა, აუცილებელია ნიადაგის საკითხთან სერიოზული მიდგომაც. ამ საქმიანობისთვის არ გამოგადგებათ მაღაზიაში ნაყიდი ნიადაგი, რომელიც, როგორც წესი, 100%-ით სუფთა ტორფისგან შედგება. სუბსტრატი საკუთარი ხელით უნდა მოამზადოთ. მაგალითად, მოამზადეთ ნარევი ტორფის, ნეშომპალასა და პერლიტისგან, 2:1:1 თანაფარდობით, ან ნაკელისა და ბაღის ჰუმუსიანი მიწის 3:2 თანაფარდობის ნარევი. თუმცა, დასარგავად არ აიღოთ სათბურის ნიადაგი, იგი შეიძლება დაინფიცირებული იყოს. უპირატესობა მიანიჭთ ჩვეულებრივი ნაკვეთის მიწას. ნებისმიერ შემთხვევაში, გარეთ აღებული მიწა უნდა მოამზადოთ: დაორთქლოთ ან დაასხათ სადეზინფექციო სითხე.
- 8-10 ლ მზა ნიადაგს დაუმატეთ 1 ჭიქა ხის ფერფლი, 30 გ სუპერფოსფატი, 15 გ შარდმჟავა და 15 გ კალიუმის გოგირდმჟავა;
- ქოთნის ფსკერზე დაყარეთ სადრენაჟო ფენა არანაკლებ 5 სმ სიმაღლეზე, ზემოდან მოაყარეთ მზა ნიადაგი და ჩარგეთ ახალგაზრდა ნერგები მცირე სიღრმეზე;
- ნიადაგი აუცილებლად დაფარეთ ზემოდან (მულჩირება). ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ნაკლებად გამოშრეს, არ დამტვეროს ბინა და არ გადახურდეს. ეს შეიძლება რამდენიმე გზით გაკეთდეს: ზემოდან დაალაგეთ ქოქოსის ბოჭკო ან დაახურეთ ზედაპირს დეკორატიული ნამცეცები.
რჩევები და საიდუმლოები მათთვის, ვისაც ფანჯრის რაფაზე გემრიელი და, რაც მთავარია, სასარგებლო პომიდვრის მიღება სურს
პომიდვრის ფანჯრის რაფაზე მოყვანისას მთავარი სირთულეა მორწყვა და სასუქი. მისთვის საჭიროა მორწყვის სხვადასხვა თანამედროვე მეთოდი, მაგალითად, კაპილარული.
კაპილარული მორწყვის უპირატესობები თვალსაჩინოა: ეს არამხოლოდ დროული მორწყვის, არამედ სასუქის მსუბუქი კონცენტრაციის მიწოდების საშუალებასაც მოგცემთ.
თუმცა, თუ პომიდვრის მუდმივ მოვლას თავად ვერ უზრუნველყოფთ, შემდეგნაირად მოიქეცით:
1. მოაბრუნეთ პომიდვრის ქოთანი
პირველ დროს, მცენარის ზრდის მიხედით, გვირგვინის უფრო ბუნებრივი განვითარებისთვის, პერიოდულად მოაბრუნეთ ქოთანი, რათა მთელი მცენარე თანაბრად განათდეს. ქოთნის გადადგმა პირველი ნაყოფის გაჩენის შემდეგ უნდა შეწყვიტოთ.
2. მორწყეთ სწორად
მცენარის მორწყვა უნდა იყოს თანაბარი, ზომიერი. უმჯობესია, მცენარე დილაობით მორწყოთ, გამოშრობის შემდეგ, ვიდრე მცენარე მუდმივად სველ ნიადაგში გააჩეროთ.
3. გამოიყენეთ სასუქი დროულად
1-2 კვირაში ერთხე, გამოიყენეთ პომიდვრის სასუქის ნახევარი დოზა ნაყოფის გაზრდის პერიოდის დაწყებამდე. უმჯობესია სპეციალიზებული სასუქები ბოსტნეულის ან კონკრეტულად პომიდვრისთვის.
4. საჭიროებისამებრ, დაამაგრეთ პომიდვრის ღეროები საყრდენზე
5. თბილ ამინდებში, გაანიავეთ ოთახი, დაავადებებისგან დასაცავად
მუდმივად შეამოწმეთ პომიდვრის ფოთლები მწერების არსებობაზე.
6. დროულად მოკრიფეთ პომიდორი
რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ მოსავლით ტრაბახი მეგობრებთან და ნაცნობებთან. ვერ გეტყვით, რომ ამის შემდეგ პომიდორი უკეთ გაიზრდება, თუმცა თქვენი განწყობა ნამდვილად გაუმჯობესდება.