ხახვის ფურცლების ნაყენის გამოყენება აგარაკზე.

438
ფოტო: Sidik iz PTU on wikimedia

აგარაკის და ბოსტნის ყველა მოყვარულმა არ იცის, რომ ხახვის ფურცლების ნაყენი უმეტესობა ბოსტნეულის, ხილის და ზოგიერთი ოთახის მცენარისთვის ძალიან სასარგებლოა. დიახ, მართალია, ხახვის ფურცლები არა მხოლოდ აღდგომაზე გამოგადგებათ.

გახსოვდეთ, რომ ყველანაირი ფურცლები არ გამოგადგებათ. თქვენ დაგჭირდებათ ყვითელი ხახვის ზედა ნაწილი, რომელიც მაღაზიებში ხშირად გვხვდება. თეთრი, იისფერი და სხვა ტკბილი სახეობის ხახვი არ გამოგადგებათ.

ხახვის ფურცლების ნაყენი

ხახვის ფურცლები C ვიტამინის გარდა ბევრ სხვა სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ადამიანისთვის ორგანიზმისთვის ყველაზე საინტერესო თვისებაა – სისხლძარღვების გაძლიერება და ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტი. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია წვნიანებს და ბულიონებს დაუმატოთ, ნახარშის სახით როგორც შიგნით, ასევე გარეგნულად გამოიყენოთ. საერთოდ, ფურცლები ყველგან გამოგადგებათ.

თუმცა ხახვის ფურცლები ყველაზე ეფექტური ბოსტანში იქნება. მაგალითად, მას შეუძლია მცენარის ნაყოფში ნახშირწყლების, ანუ შაქრის რაოდენობა გაზარდოს. ხახვის ფურცლების ექსტრაქტით დამუშავება გემოს და ზოგიერთი მცენარის მოსავლიანობის მაჩვენებელს ზრდის.

ხახვის ფურცლების ექსტრაქტი

  1. წიწაკის, პომიდვრის და კიტრის გემოს აუმჯობესებს. შაქრის რაოდენობას ზრდის.
  2. ვიტამინების და სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრაციას ზრდის.
  3. სოკოს და ბაქტერიების განვითარებას აფერხებს.
  4. ბუგრებს და ობობის ტკიპებს აფრთხობს.
  5. თესლის გაღვივების შანსს ზრდის.

ბუნებრივია, თავად ხახვი ზოგჯერ ზედმეტი წყლიანობით (მცირე რაოდენობის შაქარი), სოკოთი, დაავადებებით და მავნებლებით იტანჯება. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ დროს სწორედ მისი ფურცლები, მისი დამცავი ფენა უფრო სერიოზულად ზიანდება. იქ, სადაც ფურცლები დაზიანებული არაა, ხახვს კარგი ზომა და შემადგენლობა აქვს და გარე ფაქტორებით დაზიანებული არაა.

ფურცლებში აქტიური ნივთიერებები დაგროვების მიხედვით მცირდება. სწორედ ამიტომ, ექსტრაქტი სჯობს მაშინ მოამზადოთ, როცა „ერთი პორციისთვის“ საჭირო რაოდენობის მასალას დააგროვებთ. რა თქმა უნდა, ის შეგიძლიათ წყლის საფუძველზე მოამზადოთ, თუმცა ეს საუკეთესო შედეგს არ იძლევა. სწორედ ამიტომ, ჩვენს შემთხვევაში წყალი – ცუდი ექსტრაქტორია და მის გამოყენებას არ გირჩევთ.

ჩვენი მიზნისთვის ყველაზე უფრო ეთილის სპირტი გამოდგება. მისი დახმარებით ექსტრაქტის მომზადება ბევრად მარტივია და ფურცლებს ადუღება არ სჭირდება. არ ინერვიულოთ: ექსტრაქტის რაოდენობა, რომელსაც გამოვიყენებთ, იმდენად ცოტაა, რომ მცენარეს არ დააზიანებს.

ნახევრ ლიტრიანი ქილა აიღეთ, სუფთა ფურცლებით გაავსეთ, ოდნავ ჩატუმბეთ და 45% ეთილის სპირტი დაასხით. თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და 1,5 კვირა ბნელ, თბილ ადგილას შეინახეთ.

ვადის გასვლის შემდეგ ექსტრაქტი მზად იქნება. შეგიძლიათ გაფილტროთ, ან ასე დატოვოთ – თქვენთვის უფრო მოსახერხებელი როგორც იქნება. გრილ ადგილას შეგიძლიათ 6 თვემდე შეინახოთ.

როგორ გამოვიყენოთ ხახვის ფურცლების ექსტრაქტი?

  1. თესლის სადეზინფექციოდ და გაღვივების შანსის გასაზრდელად: 1 ს/კ ექსტრაქტი 1 ჭიქა წყალში გახსენით (თესლი ამ ხსნარში ჩაალბეთ ან თესლი მასში გააღვივეთ).
  2.  მცენარის დასამუშავებლად ობობის ტკიპის, ბუგრის საწინააღმდეგოდ. ასევე ნაყოფის გემოს და ხარისხის გასაზრდელად: 50-60 მლ 1 ვედრო (10 ლ) წყალზე.
  3.  სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ შეგიძლიათ დაწვიმების მეთოდი გამოიყენოთ: 50-60 მლ ექსტრაქტი 1 ვედრო (10 ლ) წყალზე სარწყავში ჩაასხით და მორწყეთ მცენარეები, რომელთაც ასეთი პრაქტიკა სჭირდებათ.

ხახვის ფურცლები შეგიძლიათ ბუჩქის ან სხვა მცენარის ქვეშ ნიადაგში ჩამარხოთ ან კომპოსტს დაუმატოთ. ეს კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ხახვის ფურცლები სასარგებლოა ნიადაგში მცხოვრები სხვადასხვა მიკროორგანიზმისთვის, რომლებიც მოსავალზე დადებით გავლენას ახდენენ.

გაზავებული ექსტრაქტი ოთახის და დეკორატიული მცენარეების მოსავლელად გამოგადგებათ. ის აბსოლუტურად ნატურალურია, ამიტომ სახლის პირობებში მისი გამოყენება ალერგიას და სხვა გვერდით ეფექტებს არ გამოიწვევს. შესანიშნავი ბუნებრივი საშუალება, რომელიც შეგიძლიათ თავად მოამზადოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს