უნიკალური მიდგომა, როგორ გავზარდოთ შროშანი ბაღში

960
ფოტო: Tiffany825 on wikimedia

სილამაზით და მებაღეებს შორის პოპულარულობით შროშანს შეუძლია ყვავილების დედოფალს, ვარდს შეეჯიბროს. შროშანის გაზრდას მდიდარი ტრადიცია აქვს. ამ ყვავილს უძველესი დროიდან ღვთიურობის, სიწმინდის, დახვეწილობის და კარგი გემოვნების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.

ერთ-ერთი ქრისტიანული ლეგენდის თანახმად, თეთრი შროშანი წარმოიშვა ევას ცრემლებიდან, როცა უფალმა ის სამოთხიდან გააგდო. მთავარანგელოზმა გაბრიელმა თეთრი შროშანი წმინდა მარიამს ხარება დღეს მიუტანა.

შროშანი უფრო მეტად პოპულარული გახდა, როგორც საფრანგეთის სამეფოს ოფიციალური ემბლემა.

ლამაზი და არომატული შროშანი თავისი სადედოფლო სტატუსის მიუხედავად საკმაოდ უპრეტენზიოა. არსებობს მარტივი მეთოდები, რომლებიც კიდევ უფრო უხვი ყვავილობის მიღწევაში და შვილობილი ბოლქვების ზრდის დაჩქარებაში დაგეხმარებათ.

შროშანის გაზრდა

შროშანების სილამაზის შემხედვარე ფლორისტები საყვარელი სახეობის გამრავლებაზე ოცნებობენ, რადგან სილამაზე ბევრი არასდროსაა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ყვავილების მაღაზიაში ბოლქვები შეიძნოთ, მაგრამ ის საკმაოდ ძვირი ღირს.

საბედნიეროდ, ალტერნატიული ვარიანტები არსებობს და არა ერთი. შროშანი უნიკალური მცენარეა, რომელიც შეგიძლიათ გაამრავლოთ შვილობილი ბოლქვებით, თესლით, კალმით და ფოთლებითაც კი! ამ მეთოდების ნაწილზე და მათთან დაკავშირებულ დეტალებზე დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ.

  1. ზაფხულის ბოლოს შროშანის თავები შეგიძლიათ თაიგულისთვის მოჭრათ, რომ ღერომ, „მწვანე ქარხანამ“ ახალი ბოლქვების წარმოქმნაზე მუშაობა შეძლოს.
  2. თუ ყვავილის მოჭრა გენანებათ, შეგიძლიათ წარმოქმნილი თესლიდან გაათავისუფლოთ, რომელზეც ენერგიის დიდი ნაწილი მიდის.

ამისთვის საკმარისია, მაკრატლით მტვრიანას და გინეცეუმის წვერები მოჭრათ. ასე დიდად არ დააზიანებთ, შროშანი დიდხანს იყვავილებს და სასარგებლო ნივთიერებების ბოლქვებისკენ მიმართვას შეძლებს.

როგორ დავრგოთ შროშანი

  1. ზრდასრული შროშანი რომ დარგოთ, შეგიძლიათ მცენარის დედა ბოლქვი დაანაწილოთ. შედეგად, ორ შროშანს მიიღებთ.
  2. დედა ბოლქვის დიდი ნაწილი ბოლქვქვეშა ფესვებით, რომელიც შეგიძლიათ ცალკე დარგოთ, და მცენარე შვილობილი ბოლქვებით.
  3. თუ შროშანის დარგვა გადაწყვიტეთ, წინასწარ ბოლქვები ფუნგიციდური პრეპარატით „მაქსიმით“ დაამუშავეთ. ამისთვის ხსნარში ზუსტად 20 წუთით გააჩერეთ. ასე ფოთლებზე არანაირი ლაქა არ იქნება და მცენარე არ დაავადდება.

შროშანის კალმით გამრავლება

შროშანის კალმის მოსამზადებლად უნდა აირჩიოთ ყლორტები, რომლებსაც ყვავილოვანი კვირტები ჯერ კიდევ არ აქვთ.

ამის გაკეთება ზაფხულის დასაწყისში უფრო მარტივია. შროშანის ღერო ფესვებამდე გადაჭერით.

ამის შემდეგ კალმები 4-5 ფოთლებად დაყავით. თითოეული კალმის გადანაჭერი ქვემოთ ირიბი, ხოლო ზემოთ სწორი უნდა იყოს.

მაქსიმუმ 2 ზედა ფოთოლი დატოვეთ (შეგიძლიათ გაანახევროთ). ქვედა ფოთლები ფრთხილად მოაშორეთ. შემდეგ ქვედა ფოთლების სინუსებში ფესვები და პატარა ბოლქვები წარმოიქმნება.

ფესვების წარმოქმნის პროცესის დასაჩქარებლად კალმები ჰეტეროაუქსინის ხსნარში (ფესვების ზრდის სტიმულატორი) 6 საათით ჩაალბეთ.

კალმები ნაწილობრივ დაჩრდილულ ადგილას ერთმანეთისგან 15-20 სმ-ს დაშორებით უნდა დარგოთ. ნიადაგი ნაყოფიერი და ზომიერად სველი უნდა იყოს, ჭარბი ტენიანობა შროშანს არ უყვარს.

კალმები მიწაში სჯობს 45 გრადუსიანი კუთხით, ირიბი გადანაჭერით ქვემოთ ჩარგოთ. ამასთან გადანაჭერი ფოთლების ყველა სინუსი მიწის ქვეშ უნდა იყოს.

შროშანის გამრავლება ფოთლებით

კალმების გადაჭრის შემდეგ დარჩენილი ფოთლები შეაგროვეთ და იმ ნაწილით, რომლითაც ღეროს ემაგრება, ჩარგეთ, რომ გაფესვიანდეს.

ფხვიერ მიწაში კვლები გააკეთეთ და ფოთლებად გუნდურად, 5-5 ცალი ერთად დარგეთ. როგორც კალმები, 45 გრადუსით დახარეთ. ამასთან ფოთლების ქვედა მესამედი ნაწილი მიწით კარგად დაფარული უნდა იყოს.

და ბოლოს

შუა საუკუნეების პერიოდში ყოველი ზამთრის ბაღი ციური სამოთხის სიმბოლოდ ითვლებოდა. ბაღებს მონასტრებში, მოგვიანებით სასახლეებში აშენებდნენ. ცენტრალურ ადგილს კი ქრისტიანული სიმბოლოების მცენარეები, პირველ რიგში კი შროშანი იკავებდა.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევების დახმარებით შროშანის გაზრდა ბევრ სასიამოვნო წუთს მოგიტანთ და თქვენს მოკრძალებულ ედემის ბაღს სილამაზით და მადლით გაავსებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს