ბაბუაწვერას მურაბა ლიმონით: საუცხოო დესერტი სამკურნალო თვისებებით

1528

სგაზაფხული წლის საუკეთესო დროა, რადგან გარშემო ყველაფერი იფარება მწვანე საფრით, ნათელი ფერის ყვავილებით, ბუნება ცოცხლდება. მე ყველაზე მეტად გაზაფხულის ის ნაწილი მიყვარს, ბაბუაწვერები რომ ყვავის. პატარა, ყვითელ ყვავილებს, თითქოს, იმის თქმა უნდათ, რომ გაზაფხული ახლოსაა. შეუძლებელია, არ გიხაროდეს, როცა მათ უყურებ.

ჩემს აგარაკზე ბევრი ბაბუაწვერაა, ამიტომ გადავწყვიტე, ამ ნაზი კვირტებისთვის სასარგებლო დანიშნულება მეპოვა. დიდხანს ვეძებდი, თუ რისი გაკეთება შემეძლო მათგან, ბოლოს კი წავიკითხე, თუ რამდენად სასარგებლოა ბაბუაწვერას მურაბა ჯანმრთელობისთვის. გადავწყვიტე, მომემზადებინა და უნდა გითხრათ, რომ შესანიშნავი გამომივიდა!

ახლა ჩვენი რედაქცია რეცეპტს გაგიზიარებთ:

ბაბუაწვერას მურაბა

ინგრედიენტები

  • ბაბუაწვერას 250 ყვავილი
  • 1 კგ შაქარი
  • 1 ლ წყალი
  • 1 ლიმონი

მომზადება

  1. გემრიელი ყვავილოვანი მურაბის მოსამზადებლად, პირველ რიგში, ყვავილები სწორად უნდა მოკრიფოთ, ნათელ მზიან დღეს, როცა ყვავილები სრულადაა გახსნილი. მეორეც, ყვავილების მდელო ცივილიზაციისგან შორს უნდა იყოს – მურაბა ასე უფრო სასარგებლო იქნება.
  2. 250 ყვავილს რომ შეაგროვებთ, შეუდექით მომზადების პროცესს. ბაბუაწვერას მურაბის რეცეპტი დაუჯერებლად მარტივია. გაჯერებული ყვავილების გემოს მისაღებად, რეკომენდებულია, ყვავილები გაურეცხავად მოამზადოთ. ასე მათზე ყვავილის მტვერი დარჩება. თუმცა, თუ არ ხართ დარწმუნებული ყვავილების სისუფთავეში, უმჯობესია, თავის დაზღვევის მიზნით, გარეცხოთ.
  3. მურაბისთვის გვჭირდება მხოლოდ ყვავილის ფურცლები, ამიტომ მაკრატლით მოჭერით ყველაფერი, გარდა მწვანე ყვავილსაჯდომისა. ჩაალაგეთ ფურცლები ქვაბში და დაასხით ცივი წყალი.
  4. დაჭერით ლიმონი, მოაშორეთ კურკები და დაუმატეთ ყვავილებს. დადგით ეს ყველაფერი ცეცხლზე, აადუღეთ და ხარშეთ 15 წუთით ნელ ცეცხლზე. აცადეთ მურაბას სრულად გაგრილება, შემდეგ შედგით მაცივარში 10-12 საათით. ეს ნახარშს განსაკუთრებულ ფერსა და არომატს მისცემს. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ, ყვავილებს კარგად დააჭირეთ კოვზი ან ხელი.
  5. გადაწურულ ნაყენს დაუმატეთ შაქარი, მასა დადგით ცეცხლზე. უწყვეტად ურიეთ, სანამ შაქარი სრულად არ გაიხსნება. ხარშეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთით. გადაანაწილეთ მურაბა გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ.

ყვავილების ნაზი მურაბა მზადაა, გემრიელად მიირთვით!

გაგრილების შემდეგ, მურაბა სქელდება. კონსისტენციით, ძალიან ჰგავს ახალ თაფლს, გემოთი კი… ყვავილების გაჯერებული არომატი და ლიმონის სიმჟავე ამ მურაბას იდეალურ მეგზურად აქცევს ბლინებთან, ალადებთან და ჩაისთანაც. აუცილებლად შეინახეთ გაზაფხულის ნაწილი ზამთრისთვის, არ ინანებთ!

თქვენ რისგან მოგიმზადებიათ ყველაზე უჩვეულო და გემრიელი მურაბა? გაგვიზიარეთ რეცეპტი კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს