როგორ მოვამზადოთ ნაკლებად მარილიანი კიტრის მწნილი 1 საათში

0
492

ჩვეულებრივ, სახლში ყველა კონსერვი გაზაფხულის მოსვლისას მთავრდება, სწორედ მაშინ, როცა მაღაზიის თაროებზე ჩნდება ახალ-ახალი ბოსტნეული. ხანდახან, თბილ დღეებშიც ხომ გინდათ პირის ჩატკბარუნება რამე პიკანტური მარილიანი დასაყოლებლით…

ერთ-ერთი ასეთი საუკეთესო დასაყოლებელია ხრაშუნა, ნაკლებად მარილიანი კიტრი. მის მოსამზადებლად უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა ის, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, ბევრისთვის უცნობია.

ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ მოვამზადოთ ნაკლებად მარილიანი კიტრის მწნილი 1 საათში.

ნაკლებად მარილიანი კიტრის მწნილი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ მცირე ზომის კიტრი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • წყალი

მომზადება

  1. პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ კიტრი და მოაჭერით ბოლოები, ჩაალაგეთ ღრმა ჭურჭელში.
  2. შემდეგ დაასხით კიტრს ცივი გადადუღებული წყალი და გააჩერეთ ცოტა ხნით.
  3. გადაღვარეთ წყალი, დაუმატეთ ნიორი და კამა.
  4. მოაყარეთ მარილი გემოვნებით, მოურიეთ და დააყენეთ 1 საათით.
  5. 1 საათში უკვე შეგეძლებათ გემრიელი, ნაკლებად მარილიანი კიტრის მწნილის დაგემოვნება.

თუ მწნილს მხოლოდ ორი ადამიანისთვის ამზადებთ, შეგიძლიათ 500 გ კიტრის მომზადება, რადგან ეს კერძი მხოლოდ 4 დღე ინახება. თუმცა, ისეთი გემრიელი გამოდის, რომ ვერ შეყვეტთ ჭამას.

თქვენ როგორ ამზადებთ კიტრის მწნილს? რამდენი დრო გჭირდებათ ამისთვის?

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი