კიტრი ჩვენი ნაკვეთების ხშირი სტუმარია. ნებისმიერ დიასახლისს სურს, რომ მისი მოსავალი იყოს უხვი, ყველას რომ შეშურდეს. თუმცა, როგორ მივიღოთ სოლიდური მოსავალი? ამისთვის გთავაზობთ კიტრის მოყვანას ცელოფანში. საინტერესო ხერხია, რომელსაც მრავალი უპირატესობა აქვს.
კიტრი ცელოფანში
კიტრის შესანიშნავი მოსავლის მისაღებად, მხოლოდ საუკეთესო სახეობის თესლის შეძენა არაა საკმარისი. მთავარია მისი მოვლა, რადგან ეს ბოსტნეული საკმაოდ პრეტენზიული ბინადარია. ამიტომ, უნდა გახსოვდეთ, რომ კულტურას უყვარს სითბო, ტენი და სინათლე.
სხვათა შორის, თუ კიტრს ჭარბად არ მორწყავთ, მთელი მოსავალი მწარე იქნება. კიტრის მოყვანა პირდაპირ ცელოფანზე დაგეხმარებათ მორწყვასთან დაკავშირებული პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრაში. გარდა ამისა, ეს მეთოდი რეგულარული განამგლვისგანაც გადაგარჩენთ.
კიტრის დარგვა ცელოფანში
აღვნიშნავთ, რომ კიტრის ნაადრევად დარგვას აზრი არ აქვს, რადგან დათბობამდე იგი არ განვითარდება. აირჩიეთ კიტრისთვის თხრილი, გააცალეთ ნებისმიერი ცოცხალი თესლი და ფესვი. თხრილის პერიმეტრზე ამოთხარეთ დაახლოებით 10 სმ სიღრმის რუ და დაასხით მდუღარე წყალი.
თუ გარეთ მშრალი ამინდია, ჭარბად მორწყეთ თვითონ თხრილიც. გამოცდილი მებაღეები გვირჩევენ, ჯერ თბილი წყლით, ხოლო შემდეგ უხვად მდუღარე წყლით მორწყვას, რათა წყალმა ნიადაგი მინიმუმ 5 სმ-თი გაჟღინთოს.
მორწყვის შემდეგ, დაახურეთ ცელოფანი და მოაყარეთ კიდეევს მიწა. ასეთი მოწყობილობა მომავალ მცენარეებს მისცემს საშუალებად, მუდმივად იყოს თბილ და ნოტიო გარემოში, რაც დადებითად აისახება მოსავალზე.
უკვე 1-2 დღეში შეგიძლიათ, კიტრის დარგვას შეუდგეთ. თანაც, ნებისმიერი სახეობის კიტრის შერჩევა შეიძლება, მთავარია, მეტისმეტად პატარანაყოფიანი არ იყოს. ცელოფანი უნდა გახვრიტოთ რამდენიმე ადგილას, ამ ხვრელებიდან კი კიტრი დათესოთ. როცა ღერო გაიზრდება და განვითარდება, თავისით გააფართოვებს ხვრელს საჭირო ზომამდე.
თითო ხვრელში მოათავსეთ 2-2 თესლი. თუ ორივე ამოვა, ერთ-ერთი უნდა ამოაცალოთ. თითოეული თხრილის ოპტიმალური სიღრმავეა 2 სმ. თესლის ჩადება მოსახერხებელია თითით, რათა თესლი აღმოჩნდეს იქ, სადაც საჭიროა.
უბრალოდ ჩაიწერეთ, სად რომელი სახეობის კიტრი დარგეთ. ამის შემდეგ, დაელოდეთ მორჩებს. ასევე, თითოეული ნერგი უნდა შეასწოროთ ისე, რომ არა ცელოფანში, არამედ გარეთ გაიზარდოს.
ამ მეთოდის დადებითი მხარე ისაა, რომ კიტრი არ საჭიროებს მორწყვას, რამდენადაც პატარა ხვრელიდან ცელოფნის ქვეშ არსებული სითხე არ ორთქლდება. კიტრი სუფთა იქნება, თავს მშვენივრად იგრძნობს და სწრაფად გაიზრდება. ცხელი, მშრალი ჰაერიც კი არ იქნება მისთვის პრობლემა.