როგორ მოვრწყოთ ჩითილი სწორად

485

მცენარე რამდენიმე სტადიას გადის – უწვრილესი თესლიდან ზრდასრულ მცენარემდე. როცა საუბარი მორწყვას ეხება, უნდა გაითვალისწინოთ ასაკობრივი ფაქტორიც, რათა მაქსიმალურად შესაფერისი მეთოდი აირჩიოთ.

რომელი მებაღე არ ოცნებობს დამოუკიდებლად მცენარის გაზრდაზე, რათა არ მოუხდეს ნერგების შეძენა, თუნდაც ყველაზე სანდო მწარმოებლისგან. მერე ხომ ამაყად იტყვის: “ეს ყველაფერი მე თვითონ გავზარდე, საკუთარი ხელებით, თითქმის ნულიდან.” თუმცა, თესლის ნერგამდე გაზრდა ძალიან რთულია, განსაკუთრებით, როცა საუბარი მცენარის მორწყვაზეა. რომელი მეთოდი ავირჩიოთ? როგორი წყალი გამოვიყენოთ? რა საშუალებებით გავაძლიეროთ ნერგები? ვეცდებით, ამ ყველაფერში გაგარკვიოთ.

მორწყვის წესები: დათესვიდან გადარგვამდე

დარგვისას თესლი ზედმეტად ღრმად რომ არ ჩაუშვათ, წინასწარ გაავსეთ კონტეინერი მიწით, საჭირო ზომაზე 1 სმ-თი მაღლა, შემდეგ კარგად მორწყეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დათესეთ, ზემოდან კი ისევ ნიადაგი მოაყარეთ. მოსარწყავად შესაფერისია მცირე ზომის სარწყავი ჩაიდანი გრძელი ყელით.

თესლის გაღვივებამდე, კონტეინერს დააფარეთ ცელოფანი. მის ქვეშ დაგროვდება სითხე, რომელიც ნიადაგს გამოშრობის საშუალებას არ მისცემს. ნიადაგს ატენიანებენ პულვერიზატორით.

მორჩების განვითარების ფაზაში, ჩითილს განსაკუთრებით ემუქრება დაავადება, რომელსაც მისი დაღუპვა შეუძლია. ინფექცია სახიფათოა თესლის მოცენების მომენტიდან 2-3 ნამდვილი ფოთლის გაჩენამდე. დაავადების განვითარება რომ აღკვეთოთ, დათესვამდე საჭიროა ნიადაგის დეზინფექცია, ასევე, თესლის დამუშავება, ნიადაგის სისველის კონტროლი.

ყველაზე პატარა ნერგი მორწყვისას მიწისკენ იხრება, წვეთების სიმძიმის გამო. მორჩებიი მიწაზე რომ არ გაწვეს, პირველ პერიოდში მორწყეთ შპრიცით, პიპეტით ან ოყნით. ასევე, ახალგაზრდა მორჩი არ უნდა მორწყოთ ზემოდან – პირველ პერიოდში, წყალი თანაბრად გადაანაწილეთ ფესვების გარშემო.

როცა პირველი ნამდვილი ფოთლები გაჩნდება, მორწყეთ მცენარეები დილით, რათა საღამოსკენ ფოთლები და ნიადაგი არ გამოშრეს. დღის მეორე ნახევარში, ტემპერატურა ეცემა, რაც, წყალთან ერთად, ქმნის იდეალურ პირობებს მავნე სოკოების განვითარებისთვის. გოგრის, ფესვნაყოფიანებისა და მწვანილის მოყვანის დროს, მორწყეთ ნერგები წვიმის წყლით, ჩვეულებრივი ნახვრეტებიალი ჭურჭლით, სპეციალურპირიანი შლანგით ან სპეციალური სარწყავი მოწყობილობით. ასეთი მეთოდი საშუალებას იძლევა, არამხოლოდ გაჟღინთოთ მცენარე საჭირო რაოდენობის სითხით, არამედ ჩამორეცხოთ ფოთლებიდან მტვერი და დაატენიანოთ ჰაერი.უმჯობესია, მორწყოთ დილას ან საღამოს, უქარო ამინდში.

როგორი წყლით უნდა მოვრწყოთ ნერგები: 8 საიდუმლო

  • ჩვეულებრივი ონკნის წყალი უნდა გაფილტროთ ან რამდენიმე დღით დააყენოთ. ტემპერატურა უნდა იყოს ოთახისაზე რამდენიმე გრადუსით ნაკლები. გადადუღებული წყალი არ გამოგადგებათ – ითვლება, რომ წყლის ადუღების პროცესში ქრება ჟანგბადი, რაც ნეგატიურად ისახება ნერგებზე.
  • დამდნარი წყალი, უხეში ონკნის წყლისგან განსხვავებით, რომლის აორთქლების შემდეგაც ნიადაგში ჩნდება მარილები, არ “აცემენტებს” მიწას და მისი გამოყენების გამო, ნიადაგი უხეში ზედაპირით არ იფარება. ასეთ წყალს იღებენ დამდნარი თოვლისგან, რომელიც სამანქანო გზებიდან მოშორებით უნდა შეგროვდეს.
  • გაყინული წყალი, წარმოქმნის პრინციპით, ჰგავს დამდნარს. მოსამზადებლად, ონკნის გაფილტრული წყალი გადაწურეთ, დააყენეთ და შედგით საყინულეში. როცა ყინულის ქუდი გაჩნდება, მის შუაგულში დაგროვდება ყველაზე ნაკლები რაოდენობით მარილების შემცველი წყალი – ამის გამო, იგი უფრო ნელა იყინება. გახვრიტეთ ყინულის ზედაპირი და გადაღვარეთ ეს სითხე. მიღებული წყალი ჰგავს ნახადს – არ შეიცავს მინარევებს.
  • ამჟავებული წყალი დაგეხმარებათ, თუ საქმე ეხება ტუტოვან ნიადაგს, რომელშიც კირის სიჭარბეა. დაყენებული სითხე უნდა გაზავდეს ცოტაოდენ ლიმონის ან ძმრის მჟავასთან 10 ლიტრზე 1 გ. იმ მცენარეებისთვის, რომლებიც ვერ იტანს ტუტოვან ნიადაგებს, ამჟავებული წყალი ნამდვილი ხსნაა.
  • თუ ყვავილობის ვადის გახანგრძლივება ან მცენარის მოსავლიანობის მომატება გსურთ, მორწყეთ ჩითილი სილიკონიანი წყლით. იგი ძალიან მარტივად მზადდება: საკმარისია, დააყენოთ წყალი სილიკონის ქვებით და ამის შედმეგ 2-3 დღე გააჩეროთ. სილიკონის ქვების შეძენა შეგიძლიათ მინერალებზე სპეციალიზებულ მაღაზიებში, ეს ქვები კი 6 თვეში ერთხელ უნდა შეცვალოთ. გარდა ამისა, რამდენადაც სილიკონის წყალი სასარგებლოა არამხოლოდ მცენარისთვის, არამედ ადამიანისთვისაც, აფთიაქებში შეხვდებით დაფქულ სილიკონსაც, რომელიც სწორედ წყლის გაფილტრვისთვისაა განკუთვნილი.
  • ხახვის ნაჭუჭის ნახარში გამოიყენება ნერგების გასაძლიერებლად. ხახვის ნაჭუჭს (დაახლოებით 1 ჭიქა 1.5 ლ წყალზე) დაასხით წყალი, ხარშეთ და დააყენეთ რამდენიმე საათით, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  • აგრეთვე, ნერგების გაძლიერების მიზნით, გამოიყენება იოდის ხსნარი – იგი განსაკუთრებით სასარგებლოა პომიდვრებისთვის. თუ გინდათ, რომ მცენარემ მომავალში უხვი და გემრიელი მოსავალი მოგცეთ, მორწყეთ იოდის ძალიან სუსტი ხსნარით – 1-2 წვეთი 3-4 ლ წყალზე.
  • ითვლება, რომ რძე ხელს უშლის ფიტოფტოროზის გაჩენას, რომელიც მცენარის გაუწყლოებას იწვევს. 10 ლ წყალში აზავებენ 1 ლ წყალს და ასეთი ხსნარით რწყავენ სათბურში დარგულ მცენარეებს. ასევე, შეგიძლიათ ხსნარს რამდენიმე წვეთი იოდი დაუმატოთ და უფრო ეფექტური გახადოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს