ტოპ-5 ეგზოტიკური ბოსტნეული აგარაკზე დასარგავად, დამწყები მებაღეებისთვის

364

კიტრის, პომიდვრის, კომბოსტოს, სტაფილოსა და ჭარხლის დარგვის ტრადიციას მებაღეები ყოველწლიურად იცავენ: საკუთარი მოსავალი კარგი წახმარებაა ოჯახური ბიუჯეტისთვის. თუმცა, ხანდახან რამე უჩვეულოც გვინდება, რაღაც ისეთი, მეზობლებს რომ შეშურდეთ და მოვლაც არ იყოს რთული. ასეთი ბოსტნეული არსებობს და მათი მოყვანა კიტრზე უფრო რთული ნამდვილად არაა.

ტოპ-5 ეგზოტიკური ბოსტნეული, რომელთა მოყვანა არ მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას:

კივანო (Cucumis metulifer)

გოგრისებრთა ოჯახის ეს ეგზოტიკური ბოსტნეული წარმოშობით აფრიკიდანაა. თუმცა, რამდენადაც ნაყოფი საკმაოდ სწრაფად, მხოლოდ 120 დღეში იზრდება (ამდენივე დრო სჭირდება გვიან დამწიფებულ პომიდორს), იგი უპრობლემოდ გაიზრდება ჩვენს სარტყელშიც.

კივანო ლიანაა, ამიტომ მისი ადგილი ღობის ან ფანჩატურის გვერდითაა. ეს მცენარე დაამშვენებს ნებისმიერ ბაღს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაუჯერებლად ლამაზი ნაყოფის მოსხმას დაიწყებს. როგორ მოგინდებათ მოწყვეტა და გასინჯვა!

სხვათა შორის, კივანოს გემოც უჩვეულო აქვს – კიტრის, ბანანის, ლაიმისა და ავოკადოს ნაზავი. მწიფე ნაყოფი იჭმება ნედლად – უბრალოდ ორ ნაწილად იჭრება და კოვზით შიგთავსი მიირთმევა. ან, შეგიძლიათ, რბილობი რბილ ყველს შეურიოთ – მიიღებთ შესანიშნავ გარნირს. მკვახე ხილს ამწნილებენ, ზუსტად ისე, როგორც კიტრს. გემოთი ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თუმცა ასეთი კონსერვი ძალიან ეფექტურად გამოიყურება.

აქვე გეტყვით, რომ კივანო უპრეტენზიოა და დაავადებები არ აწუხებს.

კივანოს აგროტექნიკა

თესლი ჩითილში ითესება აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, ცალკეულ ქოთნებში, 3 სმ სიღრმეზე. დარგვამდე 1 დღით ადრე, კარგი იქნება, თუ თესლს ჩაალბობთ “ეპინ-ექსტრას” ან ნატრიუმის ჰუმატის ხსნარში. ჩითილი ღია ნიადაგში უკვე მაისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში უნდა გადარგოთ, როცა საგაზაფხულო ყინვების ალბათობა ქრება. დარგვის სქემა საყრდენზე გაზრდიდას: რიგში – 35-40 სმ, რიგებს შორის – 40 სმ.

მცენარეს უყვარს მზე. იზრდება ნებისმიერი სახის ნიადაგში – კივანო ნაკლებად მომთხოვნია ნიადაგის შემადგენლობისადმი, კიტრთან შედარებით, თუმცა, ნაყოფიერ მიწაზე, რა თქმა უნდა, მეტ მოსავალს მოგცემთ. სასურველია, იგი კვირაში ორჯერ მორწყოთ და ნიადაგი ყოველდღე გააფხვიეროთ.

საჭირო სასუქი: 2 კვირაში ერთხელ, ჩაანაცვლეთ ერთმანეთს ორგანიკა (ქერიფქლას 1:5 ხსნარი) და კომპლექსური მინრალური სასუქი (50 გ 10 ლ წყალზე).

მელოტრია ხორკლიანი (Melothria scabra)

გოგრისებრთა ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელი. ესეც აფრიკული ლიანაა და ესეც უკიდურესად უპრეტენზიო კულტურაა. მას წვრილი ნაყოფი აქვს, მხოლოდ 1.5-2.5 სმ სიგრძით. გემოთი მოგაგონებთ კიტრს, იდეალურია დამარილებისა და დამწნილებისთვის. ნაყოფი მხოლოდ 75 დღეში მწიფდება, ამიტომ ეს სასწაული მარტივად შეგიძლიათ მოიყვანოთ იქ, სადაც ზაფხული ხანმოკლეა.

მელოტრია ამშვენებს ღობეებსა და კედლებს – სწრაფად იზრდება, ლამაზად იხვევა და მთელ საყრდენს მოიცავს.

მელოტრიას აგროტექნიკა

ჩითილში თესლი აპრილის პირველ ნახევარში ითესება ნიადაგის ზედაპირზე, სათითაოდ. კარგი იქნება, თუ ყუთს დაახურებთ ცელოფანს, რათა შიგნით მაღალი ტენიანობა შეინარჩუნოთ. სამი ფოთლის ფაზაში, ნერგები ქოთნებში უნდა გადაირგოს.

ღია ნიადაგში, ჩითილი მაისის შუა რიცხვებში ირგვება. საყრდენზე გაზრდისას, მცენარეებს შორის რჩება 50-სანტიმეტრიანი დისტანცია.

მელოტრიასთვის მზიანი ადგილი უნდა შეირჩეს. მოვლა ზუსტად ისეთია, როგორც კიტრს უყვარს.

ჭოტოსანი ბოლოკი (Raphanus sativus var. caudatus)

ამ გასაოცარი მცენარის უჩვეულობა იმაში მდგომარეობს, რომ საკვებად ვარგა არა ბოლქვები, არამედ ჭოტები. გემოთი ისინი ჩვეულებრივ ბოლოკს ჰგავს, თუმცა უფრო ცხარეა, რაც განსაკუთრებულ პიკანტურობას სძენს. ამ ბოსტნეულს მიირთმევენ ახალგაზრდობაშივე, თუ მოსავლის აღებას დააგვიანებთ, ნაყოფი უხეში და ძალიან ცხარე გახდება.

თავად მცენარეც ბოლოკისთვის შეუფერებლად გამოიყურება – ეს მსხვილი, 2 მეტრზე მაღალი და 1 მეტრამდე დიამეტრის მქონე ბუჩქი საყრდენის გარეშე იხრება ერთ მხარეს, ამიტომ იგი აუცილებლად უნდა დაამაგროთ.

პირველი მოსავალი დათესვიდან 2 თვეში მიიღება. თუ მცენარეს აპრილის ბოლოს პირდაპირ თხრილებში დათესავთ (ამ კულტურას არ ეშინია ყინვების, უძლებს -6 გრადუსსაც კი), ივნისის ბოლოსთვის უკვე გასინჯავთ პირველ სალათს უჩვეულო ბოლოკით, ზამთრისთვის კი დაკონსერვებაც შეგიძლიათ.

გარდა პარკებისა, მიწისზედა ბოლოკის ყვავილები და ფოთლებიც იჭმება – ისინი სალათებს აფორმებს. ამ ველურ ბოსტნეულსაც უჩნდება საკვები ბოლქვები, თანაც საკმაოდ მსხვილი, დაახლოებით 1 კგ-მდე.

ჭოტოსანი ბოლოკის აგროტექნიკა

მცენარე ითესება ღია ნიადაგში, აპრილის ბოლოს, 1-1.5 სმ სიღრმეზე. მცენარეებს შორის დაშორება არანაკლებ 1 მ უნდა იყოს.

ჭოტოსან ბოლოკს უყვარს ნაყოფიერი ფხვიერი ნიადაგი და უხვი სინათლე. მცენარეს შეუძლია ცხოვრება სასუქის გარეშეც, თუმცა, თუ 2 კვირაში ერთხელ ქერიფქლას 1:10 ხსნარით მორწყავთ, ჭოტები უფრო წვნიანი იქნება და მოსავალსაც უკეთესს მიიღებთ.

რაც უფრო სასიამოვნოა, ეს კულტურა მარტივად იტანს სიცხესა და გვალვას.

ჩუფა (Cyperus esculentus)

ხალხში ჩუფას “მიწის ნუშს” ეძახიან, თუმცა, ამ მცენარეს თხილთან არავითარი კავშირი არ აქვს. ჩუფა გამოირჩევა მიწისზედა ბოლქვებით. მას თხილის გემო აქვს, სწორედ ამიტომ ადარებენ ნუშს.

ეს, ალბათ, ეგზოტიკურ ბოსტნეულს შორის ყველაზე უფრო უპრეტენზიო მცენარეა. მოვლის გარეშეც კი და ცუდ ამინდში, თითოეული მცენარე 50-60 ბოლქვს იძლევა. ხოლო თუ ზაფხული ხელსაყრელი იქნება, სრულ 150 ნაყოფს მიიღებთ.

ჩიფას აგროტექნიკა

ბოლქვები უშუალოდ ღია ნიადაგში ირგვება მაისის მეორე ნახევარში, 5 სმ სიღრმეზე. წინასწარ ჩაალბეთ ისინი 2-3 დღით ოთახის ტემპერატურის წყალში – ეს დაეხმარება თესლს ამოცენებაში. დათესეთ შემდეგი სქემით: რიგეს შორის 30, ხოლო მცენარეებს შორის – 20 სმ დაშორება. ძლიერ სიცხეში, ჩუფა მორწყეთ, სასუქი არ სჭირდება.

ლობიო ჯიკამა (Pachyrhizus erosus)

ესაა ხიკამაც, იამსური ლონიოც. გარედან ჩვეულებრივი ლობიოა: ისეთივე ფოთლები, ყვავილები (ჩვეულებრივ, იისფერი) და პარკებიც კი. თანაც, შხამიანი. იკითხავთ, რისთვის გვჭირდება ეს მცენარე ბაღში? იმისთვის, რომ მისი ყველაზე გემრიელი ნაწილი მიწის ქვეშ იზრდება. ჯიკამას აქვს ბოლქვები, რომელიც რაღაც შუალედია ჭარხალსა და კარტოფილს შორის. მისი ;კანი უხეში და უგემურია, უნდა გაიფცქვნას. რბილობი ძალიან წვნიანი, ხრაშუნა, ცოტათი ტკბილია, სტაფილოს, ბოლოკისა და ვაშლის ერთდროული გემოთი. ნედლი ბოლქვები იჭრება თხელ ზოლებად ან კუბებად, შემდეგ აშხეფებენ ლიმონს და მიირთმევენ სალათებთან ერთად. ჯიკამას მოხარშვაც შეიძლება – ამასთან, იგი ისეთივე წვნიანი და ხრაშუნა დარჩება. მიიღებთ შესანიშნავ გარნირს.

ბოლქვები, კარტოფილისგან განსხვავებით, ძალიან ცოტა კალორიას შეიცავს, ამიტომ მიირთვით ისინი თამამად, ნუ შეუშინდებით ფიგურის გაფუჭებას.

ჯიკამას აგროტექნიკა

ჯიკამას უყვარს მზე, ამიტომ დასარგავად ყველაზე ნათელი ადგილი შეარჩიეთ. ღია ნიადაგში მცენარე ითესება მაისის დასაწყისში (ახალგაზრდა მცენარეს უნდა დააფაროთ რამე საფარი მასალა, არა ქსოვილი, სანამ ყინვების საშიშროება არსებობს). დასათესი თხრილის სიღრმე 2-3 სმ უნდა იყოს.

სანამ ჯიკამა ახალგაზრდაა, საჭიროა ხშირი მორწყვა. ზრდასრულ მცენარეს ჰყოფნის კვირაში ერთხელ. 1/2 სათლი წყალი 1 ბუჩქზე.

როგორც კი მცენარე აყვავდება, მიწის ქვეშ დაიწყება ბოლქვების ფორმირება. მოსავალი უხვი რომ იყოს, ყვავილები მოაშორეთ ბუჩქს.

ერთ მცენარეზე, ჩვეულებრივ, 4-5 ბოლქვი ჩნდება. ისინი 120 დღეში მწიფდება მორჩების დარგვიდან. ინახება მაცივარში ან მიწურში, მხოლოდ 1-2 თვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს