ფერად პომიდორს გემოც სხვადასხვანაირი აქვს და თავისებური სარგებელიც მოაქვს. ჩვენ დღევანდელ განხილვაში ჩავრთეთ რამდენიმე საინტერესო სახეობა, მათგან ერთ-ერთის ამორჩევა კი თქვენი ნებაა.
პომიდვრის უჩვეულო სახეობები: მწვანე, შავი და ყვითელი
მწვანე პომიდორი
ქლოროფილი, რომელიც ამ შეფერილობას უზრუნველყოფს, ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს, აუმჯობესებს თირკმლების, ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლასა და იმუნიტეტს, აუმჯობესებს ძილის ხარისხს. რაც ყველაზე მთავარია, იგი ანელებს დაბერების პროცესს. ყველაზე საკვირველი კი ისაა, რომ მწვანე პომიდორი სიტკბოთი ვარდისფერ სახეობებს სჯობს.
პომიდორი მასპინძელი
ორიგინალური შაქრიანი სახეობაა. მწვანე ნაყოფს მოყვითალო ელფერი აქვს, 300 გრამამდე წონის ნაყოფს იძლევა (საშუალოდ, 120-150 გრამიანებს). რბილობი მკვრივი, ტკბილი, არომატული, პიკანტური გემოსია. კარგია როგორც სალათის, ისე კონსერვებისთვის.
სახეობა შუა სეზონში ისხამს ნაყოფს. დამწიფებისთის 110-115 დღე სჭირდება.
ლიმონის პომიდორი
ნაყოფი საშუალო ზომისაა, დაახლოებით 60 გრამამდე. ძირითადი შეფერილობა ყვითელია, უამრავი მწვანე შტრიხით. რბილობი გემრიელი, მკვრივია, იდეალურია კონსერვებისთვის.
ნაყოფი საშუალოდ მწიფეა, უხდება სათბურებსაც და ღია ნიადაგსაც. ინდეტერმინანტულია, 1.5-2 მეტრამდე. მწიფდება 100-115 დღეში.
პომიდორი ციმბირული კივი
ჰგავს კივის, თუმცა უფრო დიდი ზომისაა – ნაყოფის ზომა აღწევს 180-250 გრამს. ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, C ვიტამინსა და ბეტა-კაროტინს. იგი ხორციანია, დამწიფებისას იძენს მწვანე ფერს, ბრინჯაოსფერი გადაღვრით. გემოთი მნიშვნელოვნად სჯობს ბევრ წითელნაყოფიან სახეობას.
ეს სახეობა დახურულ ნიადაგს მოითხოვს. მცენარე ინდეტერმინანტულია (შეუზღუდავი ზრდით).
პომიდორი შავი ანანასი
მასში სასწაულებრივად იყრის თავს ორი ფერი: მწვანე და ვარდისფერი. ისინი დომინირებენ ყველაფერში – ასე იღებება კანი, ასეთივეა რბილობიც. ნაყოფი არომატული, ხორციანი, თესლის მინიმალური რაოდენობითაა. გემო შესანიშნავი აქვს – ტკბილი, ციტრუსის მსუბუქი ნოტებითა და ძლიერი სასიამოვნო არომატით. ეს იდეალური ვარიანტია სალათებისთვის. თითოეული ნაყოფი დაახლოებით 1 კგ-ს იწონის.
სახეობა მოსავლიანი, საშუალოდ მწიფეა. იზრდება 85 დღეში.
შავი პომიდორი
ეს ფერი ანტოციანების დამსახურებაა. ისინი ორგანიზმში ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, გვეხმარება გაციების დროს და აუმჯობესებს იმუნიტეტს. აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, ხდის შეშუპებას, იკავშირებს თავისუფალ რადიკალებს, რითიც ორგანიზმს კიბოსა და დაბერებისგან იცავს. ამ სახეობის ნაყოფს შავს ეძახიან, თუმცა ლურჯი, იისფერი ან ყავისფერია ხოლმე.
პომიდორი შავი ბიზონი
ნაყოფს საკმაოდ უჩვეულო შეფერილობა აქვს – იისფერ-ყავისფრისა და იასამნისფერ-წითლის უნიკალური კომბინაცია. ნაყოფი 300 გრამამდე იწონის, აქვს შესანიშნავი ტკბილი გაჯერებული გემო. გემრიელია ნედლად, სალათებსა და სოუსებში.
პომიდორი სირიუსი
იშვიათი შეფერილობა და ლიკოპინის მაღალი შემცველობა. ნაყოფი მუქი ყავისფერია გარედან, ხოლო შიგნიდან – ალუბლსიფერი. ძალიან ტკბილი და გემრიელია. სიცხეში კანი ფერს იცვლის და წითელ-ყავისფერი ხდება. ინახება და ტრანსპორტირდება არაჩვეულებრივად.
ჰიბრიდი ინდეტერმინანტულია, უძლებს მოზაიკასა და ვერტიცილოზს. კარგად იზრდება ნიადაგსა და სათბურებში, ნაყოფი იხვევა მაღალ ტემპერატურაზე.
პომიდორი “ყველას ჯინაზე”
ამ სახეობას გაჯერებული შავ-იისფერი შეფერილობა აქვს. რბილობი მკვრივი, ალუბლისფერი-წითელია, ძლიერი არომატითა და შაქრისა და მჟავების გასაოცარი კომბინაციით, რომელიც განსაკუთრებულ ხილის გემოს ქმნის. ნაყოფი 60-80 გ-ს იწონის, თითოეულ მტევანზე 7-10 ც პომიდორი ისხმება. სახეობა კარგია დახურული ნიადაგისთვის.
პომიდორი ლაზურული გიგანტი
შავი ფერის პომიდორი ჩერის სახეობებში უფრო ხშირად გვხვდება, თუმცა, ეს პომიდორი მსხვილია, 180-250 გრამამდე. იგი ხორციანი, წვნიანი, ძალიან გემრიელია. შეიცავს ანტოციანების რეკორდულ მაჩვენებელს. ჰიბრიდი მძლავრი, ინდეტერმინანტულია.
პომიდორი შავი მტევანი
მას ძალიან გაჯერებული ფერი აქვს. მუქი კანი მდიდარია მძლავრი ანტიოქსიდანტებით – ანტოციანებითა და ლიკოპინით. პიგმენტი ჩნდება კანში, რომელიც მზის სხივებით იხსნება, დამწიფების ადრეულ სტადიებზე. კოქტეილის ნაყოფები, 45 გ წონით, ქლიავის თანმდევი გემოთი გამოირჩევა. ჰიბრიდი ინდეტერმინანტულია, მწიფდება 75 დღეში.
ყვითელი და ნარინჯისფერი პომიდორი
ნაყოფს ამ ფერს ალფა- და ბეტა-კაროტინები აძლევს. შესანიშნავი ანტიოქსიდანტები იცავს ორგანიზმს კიბოსა და დაბერებისგან, სკლეროზისგან, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს კანის, თმის, ფრჩხილების, კბილებისა და ძვლების მდგომარეობას. ხელს უშლის თვალის დაავადებების განვითარებას, კერძოდ, გლაუკომას. აუმჯობესებს კუჭისა და პროსტატის ჯირკვლის მუშაობას, იმუნიტეტს.
პომიდორი ყვითელი ბიზონი
კიდევ ერთი პომიდორი ბიზონის სერიიდან – მასაც დიდი ნაყოფი აქვს (900 გრამამდე), თუმცა, ყვითელი ფერისაა. დიდებული მდიდარი გემოთი და მჟავისა და შაქრის კარგი ბალანსით, პომიდორი მიირთმევა როგორც ნედლად, ისე სოუსების მოსამზადებლად. მწიფდება 115-120 დღეში.
პომიდორი ნარინჯისფერი ბიზონი
ამ სახეობის ნაყოფი მსხვილია, 900 გრამამდე იწონის. ნარინჯისფერ ნაყოფს მდიდარი გემო და მჟავისა და შაქრის კარგი ბალანსი აქვს. იდეალურია უმად და გემრიელი სოუსებიც გამოდის.
სახეობა სათბურისთვისაა გამოყვანილი. მცენარე მაღალი იზრდება, მოითხოვს ფორმირებასა და საყრდენს. მწიფდება დაახლოებით 115-120 დღეში.
პომიდორი აბრიკოტინი
ერთ მტევანზე 12-14 ძალიან ტკბილი, გემრიელი ნაყოფი იზრდება, 16-20 გრამამდე წონით, მკვეთრი ნარინჯისფერი შეფერილობით. იდეალური ვარიანტია უმად მირთმევისთვის. ინდეტერმინანტული ჰიბრიდი მწიფდება 95-100 დღეში.
პომიდორი წიწაკისნაირი ნარინჯისფერი
კლასიკური გადაღვრა ნარინჯისფერში. ნაყოფს მკვრივი, ხორციანი, წვნიანი, ნაზი რბილობი, სქელი და გამძლე კანი აქვს, რომელიც არ სკდება დაკონსერვების დროს. სახეობა უნივერსალურად გამოიყენება – კარგია როგორც უმად, ისე მარინადში.
წითელი პომიდორი
ამ ფერზე პასუხს აგებს ლიკოპინი, რომელიც ხელს უშლის კიბოს უჯრედების გაჩენას, განსაკუთრებით, პროსტატის ჯირკვალზე, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამცირებს საშარდე სისტემის ინფექციების რისკს.
პომიდორი “ცეცხლის ნაპერწკლები”
თითქოს სტანდარტული წითელი ფერია, თუმცა, ყვითელი ზოლების ხარჯზე, 13 სმ-მდე სიგრძის ნაყოფი ორიგინალურად გამოიყურება. რბილობი წვნიანი, ხორციანია, მცირეოდენი თესლითა და შესანიშნავი პომიდვრის გემოთი – ეს სახეობა იდეალურია სოუსების, პასტებისა და სალათების მოსამზადებლად.
მცენარე მაღალი იზრდება სათბურში. მწიფდება 110-120 დღეში.
პომიდორი ტიგერელა
ორიგინალური სახეობა პომიდვრის ნამდვილი მოყვარულებისთვის. საშუალო ზომის პომიდორს უცნაური შფერილობა აქვს – წითელი ყვითელი ზოლებით, რომელიც ვაშლზე არსებულ შტრიცებს მოგაგონებთ. თითოეულ მტევანს 8-12 მრგვალი ან ოდნავ წაგრძელებული ნაყოფი აქვს. რბილობი ტკბილი, წვნიანია. კანი საკმაოდ მკვრივია, ამიტომ ნაყოფი იდეალურია საღად დაკონსერვებისთვის.
მცენარე უპრეტენზიოა, 0.8-1.2 მეტრამდე იზრდება როგორც სათბურში, ისე ღია ნიადაგზეც.