სათბური: 5 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა სათბურის შსახებ

0
873

ფიქრობთ, როგორ მოაწყოთ სათბური კიტრისა და პომიდვრისთვის? ჩვენი საიტის მკითხველთა კითხვებს პასუხობს გამოცდილი მებაღე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკორატიული მემცენარეობის კათედრის დოცენტი, ირინა ბოჩკოვა.

5 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა სათბურის შესახებ:

1. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სათბურის შეძენისას? როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი სათბური?

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ ნაგებობის ჩონჩხს – იგი მოთუთიებული ფოლადისგან უნდა იყოს დამზადებული. უკეთესი იქნება, თუ მეტალის პროფილები სწროკუთხა იქნება – იგი მრგვალზე უფრო მეტ დატვირთვას იტანს. შეარჩიეთ ხარისხიანი პოლიკარბონატი, რომელსაც ულტრაიისფერი სტაბილიზატორის დამცავი ფენა ექნება გადაკრული. იგი გათვლილია დაასხლოებით 15-წლიანი მოხმარებისთვის, ხოლო დამცავი შრის გარეშე, სათბური არაუმეტეს 3-4 წელს გაგიძლებთ. უი-სტაბილიზატორის არსებობა შეგიძლიათ შეამოწმოთ ბანკნოტების დეტექტორით – ჭრაქის სხივებში პოლიკარბონატის კიდეზე ცისფერი ნათება უნდა გაჩნდეს.

2. რომელი საფარია უკეთესი სათბურისთვის: შუშა თუ პოლიკარბონატი?

თუ უკვე გაქვთ შუშით დაფარული სათბური, ჩემი აზრით, მის გადაკეთებას აზრი არ აქვს. თუმცა, პოლიკარბონატს შუშის წინაშე არაერთი უპირატესობა აქვს: იგი იკავებს სითბოს უკეთ, უსაფრთხოა (ჭერიდან ნამსხვრევები არ დაგეყრებათ). მისი მსუბუქი წონა ამარტივებს და აიაფებს სათბურის კონსტრუქციას, აუცილებლობისამებრ, მარტივია მისი გადატანა მაშინ, როცა შუშის სათბური მხოლოდ საფუძველზე ყენდება. თუმცაღა, პოლიკარბონატი უფრო ძვირია, ვიდრე ამავე სისქის შუშა.

3. აქვს თუ არა გავლენა სათბურის ფორმასა და ზომას მცენარეების ზრდაზე?

მეტწილად, ეს თქვენი კომფორტისთვისაა. ახლა ყველაზე უფრო პოპულარულია სააგარაკე სათბურები 2,5х6 მ და 3х6 მ ზომებით. 1 კვ.მ. სასარგებლო ნაკვეთზე (გასასვლელების გაუთვალისწინებლად) შეგიძლიათ 3-4 პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნის ან 5-6 კიტრის ძირის დარგვა. როცა თქვენთვის საჭირო ფართობს გამოთვლით, დაუმატეთ ადგილი ბილიკებისა და ტექნიკური საჭიროებებისთვის (მაგალითად, წყლის კასრისთვის).

4. როდის უნდა დაირგოს მცენარეები სათბურში, რომელიც არ თბება?

მარტში, სათბურში შეიძლება ბოლოკის, კამის, მწვანე ხახვის, კომბოსტოს ჩითილების დარგვა. ნერგები რომ არ გაიყინოს, დაახურეთ მათ თხელი ლუტრასილი.

აპრილის დასაწყისში, დღისით, სათბურში გადაიტანეთ პომიდვრის, კიტრისა და ბადრიჯნის ჩითილები (ღამით ეს უკანასკნელი გადაიტანეთ სითბოში).

10-15 აპრილის შემდეგ, დათესეთ კიტრი მშრალი თესლით, დაიცავით ნერგები დამატებითი საფარი მასალით, ხოლო სითბომოყვარული ბოსტნეულის ჩითილები არ დარგოთ აპრილის ბოლომდე.

5. ამბობენ, რომ კიტრი და პომიდორი ერთად არ უნდა იზრდებოდეს. ანუ ცალ-ცალკე სათბური სჭირდებათ? თუ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს?

სპეციალისტები არ გვირჩევენ ამ ორი კულტურის ერთ სათბურში მოყვანას: მათ კლიმატისადმი სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ. კიტრს უყვარს ჰაერის მაღალი ტენიანობა, ხოლო პომიდორს ასეთ პირობებში ეწებება მტვერი და ნაყოფის განვითარება უჭირს. თუმცა, თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, თუმცა ძალიან გინდათ, მაშინ სცადეთ. ბევრ ჩვენგანს მოჰყავს ასე კიტრი და პომიდორი, უკვე მრავალი წლის განმავლობაში, და კმაყოფილდება იმ მცირე მოსავალს, რომელსაც იღებს, სამაგიეროდ, საკუთარი ხელითაა მოყვანილი.

გამოცდილი მებაღეები ახერხებენ სათბურის ნაწილის გამოყოფას კიტრსა და პომიდორს შორის, პოლიეთილენის პარკით. ერტ ნაწილში ჰაერის ტენიანობას ინარჩუნებენ მაღალ დონეზე და ამცირებენ ორპირებს. არ დაგავიწყდეთ მცენარეებისთვის ადგილის შეცვლაც – არ დარგოთ კიტრი ყოველ წელს ამავე ბოსტნეულის ადგილას. პერიოდულად შეცვალეთ ნიადაგი სათბურში. უმჯობესია, ეს პროცედურა წელიწადში ერთხელ შეასრულოთ. შეცვლას ექვემდებარება ნიადაგის დაახლოებით 30 სმ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი