გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე – შარდის შეკავება მიჭირს. პატივისცემით, ო.რ.
წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო.
ყველაზე ხშირად, შარდის შეუკავებლობის მიზეზად გვევლინება ნევროზი, როცა ნერვული სისტემის მგრძნობელობის ზღვარი დაქვეითებულია იმდენად, რომ მცირე რაოდენობით შარდის დროსაც კი, ჩნდება შარდის ბუშტის დაცარიელების მოთხოვნილება. ეს, აგრეთვე, შეიძლება ხდებოდეს ეპილეფსიის, შარდის ბუშტის სისუსტისა და ხერხემლის დეფექტების გამოც.
პაციენტმა უნდა ჩაიტაროს გამოკვლევები: გადაიღოს რენტგენი ხერხემლის წელისა და გავის დანაყოფებში, ჩააბაროს შარდის ანალიზი.
ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობა დიეტასაც მოიცავს. ავადმყოფმა 15 საათამდე უნდა მიირთვას სხვადასხვა საკვები და სითხე, დღის მეორე ნახევარში კი ორივეს რაოდენობა მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს. 18 სააათზე შეიძლება ვახშმობა სითხის გარეშე, მენიუში კი მრავალფეროვანი პროდუქტი უნდა იყოს: ხორცი, თევზი, ყველი, კვერცხი, პური, კარაქი… სასურველი არაა ამ დროს ხილისა და ბოსტნეულის, ფაფების, ზედმეტად მარილიანი საკვების მირთმევა.
დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე (მაგ. 20 საათზე), შეგიძლიათ მიირთვათ ბუტერბროდი ყველით, ძეხვით, ლორით – მარილიანი საკვები შეიკავებს სითხეს ქსოვილებში და იგი არ შეგროვდება შარდის ბუშტში, ამრიგად, აღკვეთს ღამით შარდის შეუკავებლობას.
ასეთი დიეტა 3-4 კვირის განმავლობაში უნდა დაიცვათ. გარდა ამისა, საჭიროა ფიტოთერაპიის დახმარებაც.
საუკეთესო შედეგს გვაძლევს ასეთი ბალახეული ნარევი: 10 გ ფარსმანდუკის, 20 გ მელისას, 20 გ სურნელოვანი იის, 20 გ რევანდის ბალახები შეურიეთ, 1 ს.კ. ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთით ნელ ცეცხლზე. დააყენეთ 1 საათით და გადაწურეთ. მიირთვით 50-70 მლ დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
კიდევ ერთი რეცეპტი: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ წიწმატურას, ჩვეულებრივი მატიტელას, მინდვრის შვიტას, კრაზანას ბალახები და კატაბალახას ფესურა. 1 ს.კ. ნარევს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, შედგით თბილ ღუმელში 3 საათით. მიირთვით 30-70 მლ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ეს ბალახეული ნარევები უნდა მიიღოთ 6 კვირის მანძილზე, შემდეგ ჩაანაცვლეთ რომელიმე მცენარეული ნაკრებით: 30 გ მთის არნიკის ყვავილსაჯდომებს შეურიეთ 70 გ ფარსმანდუკის ბალახი, 1 ს.კ. ნარევს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ. მიირთვით 100 მლ 18 საათზე; 20 გ მთის არნიკას ყვავილსაჯდომებსა და 10 გ წიწმატურას ბალახს შეურიეთ5 გ სელის ბალახი და 2 ს.კ. ნარევს დაასხით 200 მლ წყალი, აადუღეთ, გააჩერეთ 7 წუთით ნელ ცეცხლზე, დალიეთ 1 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ, 6-8 კვირის განმავლობაში.
ოორგანიზმსა და შარდის ბუშტის კუნთზე დამამშვიდებლად იმოქმედებს კალენდულას, კრაზანის, წყლის შროშნისა და კატაბალახას ექსტრაქტების ნარევი. აიღეთ 10-10 მლ ყველა კომპონენტი. ბავშვებს 10-15 წვეთ ნარევს დღეში ოთხჯერ, ხოლო ზრდასრულებს – 20-30 წვეთს აძლევენ.
ამავდროულად, რეკომენდებულია, კვირაში რამდენჯერმე გაიკეთოთ აბაზანები კოთხოჯის ფესურების, ფიჭვის გირჩებისა და ბეგქონდრის თანაბარი ნარევის ნახარშით. ნახარში გადაწურეთ და ჩაასხით აბაზანაში. წყლის ტემპერატურა 37 გრადუსი უნდა იყოს. პროცედურა 10-15 წუთით გააგრძელეთ.
ენურეზის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება კამის თესლიც.1 ს.კ. თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ თერმოსში 2 საათით და დალიეთ ერთჯერადად. წელის არეში კარგი იქნება სელის თესლის ნახარშის კომპრესები, რომელსაც დახეხილი ხახვი უნდა დაუმატოთ. სასურველია ზურგის მსუბუქი მასაჟი კრაზანის ზეთით.