როგორ დავიცვათ თავი წითელქარიანი ანთებისგან

166
ფოტო: ექინაცეა / Sonja on Pixabay

გთხოვთ, დაწეროთ, როგორ აღვკვეთო წითელი ქარების განმეორებითი დაინფიცირება, ხოლო ჯანმრთელმა ადამიანმა როგორ დაიცვას თავი ამ დაავადებისგან, როცა ავადმყოფთან მუდმივი კონტაქტი აქვს. პატივისცემით, ე.ს.

წერილს პასუხობს ექიმი ფიტოთერაპევტი, ვიაჩესლავ ვარნავსკი.

კანის წითელქარიანი ანთების ინფექციის წყაროა ის ადამიანები, რომლებიც დაინფიცირებული არიან წითელი ქარით ან სხვა სტრეპტოკოკული დაავადებებით: ანგინით, სტრეპტოდერმიით, მენინგიტით და სხვ.თუმცა, დაინფიცირება შესაძლებელია ჯანმრთელი მატარებლისგანაც.

სტრეპტოკოკები აღწევენ ორგანიზმში კანის მცირე დაზიანებების გავლით, დაბინძურებული სამედიცინო ინსტრუმენტების, გადასახვევი მასალებისგანაც. ამიტომ, იმისათვის, რომ წითელი ქარებით ხელმეორედ არ დაინფიცირდეთ, არ დაუშვათ კონტაქტი ასეთ ადამიანებთან, ყურადღება მიაქციეთ კანისა და ლორწოვანი გარსების მდგომარეობას, რომელთა გავლითაც სტრეპტოკოკები უფრო სწრაფად აღწევენ ორგანიზმში. რეგულარულად გაიზომეთ სხეულის ტემპერატურა, რადგან, როგორც წესი, წითელი ქარები იწყება საერთო ინტოქსიკაციის სიმპტომებით, ხელებისა და ფეხების კუნთების ტკივილით, დაძაბულობის შეგრძნებითა და შეშუპებით.

გენერალური დალაგებისას, ძველი ნივთების გადარჩევისას, მიწის დამუშავებისას, შესაძლოა დაინფიცირდეთ ამ ანთებით. დაავადებას რეციდივული ტენდენცია აქვს.

ჰემოლიტიკური სტრეპტოკოკი განსაკუთრებით სახიფათო მიკრობია, რომელიც უამრავი დაავადების მიზეზად გვევლინება: ქრონიკული ტონზილიტი, ჰაიმორიტი, ოტიტი, რინიტი, ბრონქიტი და პნევმონია, კარიესი, პიელონეფრიტი, ქალის ორგანოების დაავადებები, რევმატიზმი, ანგინა, ქუნთრუშა, მასტიტი – ეს არასრული ჩამონათვალია.

თუმცა, ყველა სტრეპტოკოკი როდი იწვევს დაავადებას – ზოგიერთი ადამიანის იმუნიტეტი განსაკუთრებით ძლიერია, რაც წითელ ქარს არ აძლევს განვითარების საშუალებას.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ისინი, ვისაც ეს დაავადებები ქრონიკულ ფორმაში გადაეზარდა. ამიტომ, მიისწრაფვეთ დაავადების პროფილაქტიკისკენ.

თუ ინფექციის წყარო ორგანიზმში ინახება და ნელა იხრწნება, გადაციების, გადაღლილობის, სტრესის, ქრონიკული დაავადებების გამწვავების შემდეგ, სტრეპტოკოკი ისევ გამოიჩენს თავს.

ინფექციის კერიდან კანამდე იგი ცურვით – სისხლძარღვოვანი და ლიმფატიკური ვენებით მიემართება. გარდა ამისა, სტრეპტოკოკის ზოგიერთი ფორმა ჩვენს ნაწლავებში მუდმივად ცხოვრობს. ბაქტერიების რაოდენობის ზრდას იწვევს დასუსტებული იმუნიტეტი. სტრეპტოკოკი ხომ მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზმის დამცავ ძალებს. იგი დადებითად მოქმედებს ლიმფატიკურ სისტემაზე, რომელიც ზოგიერთი იმუნური უჯრედის წყაროა.

აი, რატომ შეიძლება წითელი ქარებით ხელმეორედ დაინფიცირება ავადმყოფთან კონტაქტის შემდეგ: ხელის ჩამორთმევის, საერთო საყოფაცხოვრებო საგნების გამოყენების, დაცემინებისა და ხველის სემდეგ.თუმცა, დაავადების ყველაზე ხშირი მიზეზი მაინც ინფექციის შიდა კერებია.

უპირველეს ყოვლისა, სერიოზულად უნდა დაკავდეთ იმ ქრონიკული დაავადებების მკურნალობით, რომლებსაც სტრეპტოკოკი იწვევს. ამაში მხოლოდ ანტიბიოტიკები დაგეხმარებათ. უნდა დაიწყოთ ყველაზე სუსტი, უფრო “ძველი” ფარმაცევტული საშუალებებით, თუ არ დაგეხმარებათ, მხოლოდ შემდეგ მიმართოთ უფრო თანამედროვე და ძლიერ საშუალებას.

ამის შემდეგ, უნდა დაიწყოთ ნაწლავების ჯანსაღი მიკროფლორის აღდგენით. ამისთვის, რაციონში ჩართეთ “ცოცხალი” რძემჟავას პროდუქტი, განსაკუთრებით, ახალი ხაჭო, კეფირი, მაწონი. იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ ბალახებით: ექინაცეა, როდიოლა, ელეუთეროკოკი, პანტოკრინი.

აგრეთვე, გირჩევთ მეფუტკრეობის პროდუქტის მოხმარებასაც, განსაკუთრებით, ახალი თაფლისა და ჭეოს მირთმევას, რომლებიც ფუტკრის ფერმენტებითაა გაჯერებული.

სტრეპტოკოკს სუსტი მხარეებიც აქვს – იგი ვერ იტანს დუღილს, 60 გრადუსამდე გაცხელებულ წყალში კი 30 წუთის განმავლობაში იღუპება. ამიტომ, ქსოვილების ხშირი რეცხვა, ჭურჭლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების სისუფთავის შენარჩუნება თქვენს სახლს ამ ინფექციისგან გაწმენდს.

მიკრობებს კარგად უმკლავდება სადეზინფექციო საშუალებებიც. მნიშვნელოვანია, რომ კანი დაიცვათ ქარის, სიცივის, გამოშრობისა და ქიმიური გაღიზიანებისგან. ეცადეთ, ალაგოთ დიდხანს, დარეცხოთ ჭურჭელი ხელთათმანებით, წლის ცივ დროს კი დაიცვათ ხელები ყინვისგან. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით პრობლემურ მონაკვეთებთან, თუ ინერვიულეთ, გაცივდით, ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვთ. ამ დროს იმუნიტეტი სუსტდება და წითელქარიანი ანთება “რევანშს აიღებს”.

წელიწადში ორჯერ, მგრძნობიარე ადგილები დაამუშავეთ უი-დასხივებით, ექიმის დაკვირვების ქვეშ.

არსებობს კიდევ ერთი რადიკალური საშუალება დაავადების რეციდივის წინააღმდეგ: ესაა პროფილაქტიკა ხანგრძლივი მოქმედების პენიცილინებით, რომლებიც მამაპაპური მედიცინის არსენალში სულ ახლახან გაჩნდა. წელიწადში 1-2 ინექციით, თავს სრულყოფილად დაიცავთ ამ უსიამოვნო ინფექციისგან. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ასეთი ზომა მხოლოდ მაშინ უნდა მიიღოთ, როცა წითელქარიანი ანთება კვლავ და კვლავ ბრუნდება, სხვა საშუალებები კი უეფექტოა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს