დღეისათვის, უნაყოფობა ორივე სქესის უამრავ წარმომადგენელს აწუხებს. ამიტომ, თანამედროვე ექიმებისთვის უნაყოფობის მკურნალობა სერიოზული პრობლემაა – იგი, პირველ რიგში, დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე.
თუ უნაყოფობა არაა გამოწვეული ფსიქოლოგიური დარღვევებით, შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ სამკურნალო ბალახებს. ერთ-ერთი მცენარე, რომელიც ხალხში ძველი დროიდან გამოიყენება უნაყოფობის სამკურნალოდ, გახლავთ მატიტელა.
მატიტელა ყველასათვის ცნობილი ერთწლიანი ბალახია, რომელიც თავს იწონებს თავისი გრძელი, დატოტვილი რტოებით, რომლებიც იშლება მიწაზე მინდვრის ბილიკებზე, მდელოებზე, მზისთვის მისაწვდომ ადგილებში. მატიტელას წვრილი, შეუმჩნეველი ყვავილები აქვს. მისი ფოთლებიც წვრილი, გრძელი და ოვალურია. შეუმჩნეველი ბალახი ხალხური მედიცინის საყვარელი მცენარეა.
მატიტელას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, თუმცა, ამ მცენარეს განსაკუთრებით აფასებენ უნაყოფობის სამკურნალოდ. არც ისე დიდი ხნის წინ, მცენარის თვისებებით ოფიციალური მედიცინაც დაინტერესდა. ჩატარდა მატიტელას პრეპარატების კლინიკური კვლევები უნაყოფობის მკურნალობასთან დაკავშირებით.
ამ კვლევების დროს გამოიყენებოდა მცენარის როგორც წყლიანი, ისე სპირტიანი ნაყენი. კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ მატიტელას ნებისმიერი პრეპარატის გამოყენება, უნაყოფობის წინააღმდეგ, ზრდის საშვილოსნოს კუნთების მუშაობის ინტენსივობას, ააქტიურებს სუნთქვას, რაც ორგანიზმს უკეთ ამარაგებს ჟანგბადით.
მატიტელაზე დამზადებული მცენარეები ენიშნებათ შემდეგი დოზებით: 1 ლ მდუღარე წყალზე აიღეთ 1 ჭიქა მატიტელა და დააყენეთ ნელ 3-5 წუთით. ამის შემდეგ, გადაწურეთ და მიიღეთ ყველა სხვა სასმლის ნაცვლად. ამაში შეზღუდული არ ხართ.
თუმცა, ფეხმძიმობის დროს ამ მცენარის მიღება არ შეიძლება, რადგან იგი მუცლის მოშლას გამოიწვევს. შეგიძლიათ, ნაყენი მოამზადოთ როგორც ნედლი, ისე ხმელი ბალახით.
ათასობით ქალმა უკვე გამოსცადა ამ ბალახის სამკურნალო მოქმედება და ჯანმრთელი შთამომავლობა აჩუქა სამყაროს. სახალხო მკურნალებს სჯერათ, რომ მატიტელა არამხოლოდ უნაყოფობას კურნავს, არამედ კიდევ ერთი თვისება აქვს: მატიტელათი უნაყოფობის მკურნალობის შემდეგ, ქალი აუცილებლად ვაჟს აჩენს, არა გოგონას. შესაძლოა, სწორედ ამიტომაა მატიტელა დღემდე ასეთი პოპულარული, რადგან არსებობს საკმაოდ ბევრი ოჯახი, რომელიც ოცნებობს ვაჟზე, თუმცა მხოლოდ გოგონები უჩნდება.
ქალები, რომლებსაც პირველი ვაჟის გაჩენა სურთ, ჩასახვამდე დიდი ხნით ადრე იწყებენ ამ ნაყენის მიღებას.
როგორ გამოვიყენოთ მატიტელა დაორსულებისთვის?
- გადაჭერით ბალახის ზედა ნაწილი, მოხსენით ფოთლები, ღეროები გადაყარეთ.ფოთლები გარეცხეთ ცივი წყლით. ნედლი ბალახი შეგიძლიათ დანამატების გარეშე გამოიყენოთ: 2 ს.კ. ჭამამდე 30 წუთით ადრე. დააყოლეთ 1 ჩ.კ. ზეთი. მიირთვით მატიტელა ყოველდღე, ზაფხულიდან შემოდგომამდე, სანამ მცენარე იზრდება. მისი დამატება შეგიძლიათ სალათებშიც.
- ან მოამზადეთ ნაყენი: აიღეთ 2 ჭიქა მდუღარე წყალზე 2 ს.კ. მატიტელას ბალახი და დააყენეთ 4 საათით თერმოსში, მიიღეთ 1/2ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამის წინ.
- შეგიძლიათ, მცენარე დააყენოთ ჩაის მსგავსად – 1 ჩ.კ. ხმელი ბალახი 1 ლ მდუღარე წყალზე.
- 1 ჭიქა მდუღარე წყალს დაუმატეთ 20 გ ხმელი ბალახი, გააჩერეთ ორთქლზე 15-20 წუთით, შემდეგ თბილ ადგილას ან თერმოსში დააყენეთ 45 წუთით. გადაწურეთ, დალიეთ 2 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე.
გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ მატიტელა შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად დაკავშირებულ სილიკონის მჟავას, რომელიც აუცილებელია ხრტილების, მყესების, კუნთებისა და სხვა შემაერთებელი ქსოვილების გასაძლიერებლად.
თუ მატიტელას ყოველდღიურ რაციონში ჩართავთ, თავს დაიცავთ თირკმლებში, შარდისა და ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენისგან. იგი, აგრეთვე, დაარეგულირებს მიმოცვლით პროცესებს შაქრიანი დიაბეტის დროს, შეამცირებს არტერიულ წნევას, დაგეხმარებათ ფილტვებისა და კანის დაავადებების დროს.
მატიტელას უკუჩვენებები:
- ფეხმძიმობა! მართალია, მატიტელა ჩასახვას უწყობს ხელს, თუმცა ფეხმძიმეებში მუცლის მოშლას ან ნაადრევ მშობიარობას გამოიწვევს;
- შარდგამომყოფი სისტემის (თირკმლებისა და შარდის ბუშტის) დაავადებები;
- თრომბოფლებიტი (მატიტელას პრეპარატები ზრდის სისხლის შედედებადობას).