ფურთხვამ შეიძლება იმპოტენცია გამოიწვიოს

328

ადამიანები უძველესი დროიდან დედამიწას პატივს სცემდნენ, მას დედას, წმინდანს და მკვებავს უწოდებდნენ. მასზე ფიცულობდნენ, აღმერთდებდნენ, კოცნიდნენ და მის „ხორცს“ ჭამდნენ. ხოლო მიწაზე ფურთხვა – ღმერთმა არ ქნას, ცოდვად ითვლებოდა, „რადგან მისთვის არაფერია არაა იმაზე მძიმე, ვიდრე ასეთი შეურაცხყოფის და უპატივცემულობის ტარება“.

რატომ გახდნენ ადამიანები ჩვენი წინაპრების ადათ-წესების და რწმენის მიმართ ასეთი გულგრილები? გარდა იმისა, რომ დედამიწის სილამაზეს სხვადასხვა ნაგვით ავსებენ და ანადგურებენ, ამასთან მასზე აფურთხებენ და არც ფიქრობენ, თუ რამხელა ცოდვას სჩადიან.

შესაძლო მიზეზებზე მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია. სავარაუდოდ, ის მოზარდობის პერიოდში ჩნდება. უყურადღებო ფურთხვით მოზარდები გარემოში თავის დამკვიდრებას და დამოუკიდებლობის წარმოჩენას ცდილობენ. თანდათანობით ხშირი ფურთხვა საკმაოდ სტაბილური ჩვევა ხდება და ადამიანი ქუჩაში გასვლისთანავე ფურთხვას იწყებს. აღსანიშნავია, რომ შენობაში, მაგალითად, სახლში, ეს ჩვევა არ ვლინდება.

ადამიანი დღეში 2 ლიტრამდე ნერწყვს გამოყოფს. ის სოკოს და ბაქტერიებს შეიცავს, რომლის გარეშეც ადამიანი სრულყოფილად მუშაობას ვერ შეძლებს: პირის ღრუს დატენიანება, საკვების გადაყლაპვის შემსუბუქება, გემოს შეგრძნება, კბილების ზედაპირის გაწმენდა და მათი დაზიანებისგან დაცვა. პირის სიმშრალის გაჩენა, რომელსაც ხშირი ფურთხვა იწვევს, ქსეროსტომიას უწოდებენ. ქსეროსტომია პირის ღრუს ლორწოვან გარსში ანთების განვითარებას იწვევს, რასაც სტომატოლოგიური კარიესი მოჰყვება.

ნერწყვის გადმოფურთხების ჩვევა შეიძლება სხვა ძალიან მავნე ჩვევის შედეგი იყოს – მოწევა, რომლის დროსაც თამბაქოს კვამლი პირის ღრუს ლორწოვან გარსს აღიზიანებს და სანერწყვე ჯირკვლებს ააქტიურებს. გარდა ამისა, მოწევის დროს პირის ღრუს ლორწოვანი გარსზე თამბაქოს კვამლის და ნიკოტინის წვრილი ნაწილები ილექება. სწორედ ამიტომ, პირში უსიამოვნო გემო იქმნება, რომლის მოშორებას ადამიანი ფურთხვით ცდილობს.

ამ ჩვევის მავნე მოქმედება იმითაც ვლინდება, რომ სასქესო ჰორმონები მთელ ორგანიზმში მოძრაობს და ერთ-ერთი ეტაპი მათ გზაზე სწორედ ყბის ჯირკვლებია. შესაბამისად, ფურთხვის დროს ნერწყვთან ერთად ინტიმური ცხოვრებისთვის აუცილებელი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების გადმოფურთხვაც ხდება. ეს კი თავის მხრივ – უშვილობისკენ მიმავალი გზაა.

ამასთან, მწეველებისთვის ნერწყვის გადაყლაპვა სასარგებლო არაა, რადგან ის ნიკოტინით და თამბაქოს კვამლით წარმოებულ უამრავ მავნე ბაქტერიას და ნივთიერებას შეიცავს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ გასტრიტი, გასტროდუოდენიტი, წყლულოვანი დაავადება და ა.შ. მწეველებო, დრო ხომ არ არის საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ? რატომ იმოკლებთ ახალგაზრდობას და სიცოცხლეს? მიწაზე ფურთხვის დროს დაფიქრდით: სად და რაზე აფურთხებთ, რადგან ერთ დღეს დედამიწის მოთმინებაც დასრულდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს