როგორ გამოვწვრთნათ ნერგები, ხარისხიანი ჩითილის მისაღებად

298

ხარისხიანი ჩითილის მისაღებად, ნერგები წინასწარ უნდა მიაჩვიოთ ღია ნიადაგის ვერაგ პირობებს. ეს უნდა მოხდეს ნელა, ღია ნიადაგში ან სათბურში დარგვამდე 10-14 დღით ადრე. კიტრის ნერგებს, როგორც წესი, ამ დროისთვის უკვე ექნება 2-3 ნამდვილი ფოთოლი, პომიდვრისას კი – 4-6. ყვავილოვან ნერგებზე ეს მაჩვენებლები არ ვრცელდება. ყინვაგამძლე მცენარეების (კომბოსტო, ცინერარია, ანტირინუმი) გამოწვრთნა უნდა დაიწყოს ჩრდილში 8-10 გრადუსზე, სითბოს მოყვარულები კი (პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, კიტრი) 12-14 გრადუსზე.

როგორ გამოვწვრთნათ ჩითილი: ტემპერატურული რეჟიმი

თავიდან, მცენარე გააქვთ სუფთა ჰაერზე, დღეში არაუმეტეს 2-3 საათით, როცა ჰაერის ტემპერატურა მცენარისთვის საჭირო დონემდე მოიმატებს.

პირველ დღეებში აუცილებლად მოარიდეთ ჩითილი მზის პირდაპირ სხივებს ან დადგით ჩრდილში, თანდათან მიაჩვიეთ მზის შუქს. ყოველდღე გაზარდეთ გარეთ ყოფნის დრო 1-2 საათით, თანდათან მიაახლოვეთ მცენარე მზის სხივებთან. გამოწვრთნის პერიოდის დასრულების ბოლოს, უშუალოდ ღია ნიადაგში ან სათბურში დარგვის წინ, ნერგს უნდა შეეძლოს მუდმივად სუფთა ჰაერზე ყოფნა. მცენარის მიერ ქუჩაში გატარებული 2-3 ღამის შემდეგ, ჩითილი მზად იქნება ღია ნიადაგში ჩასარგავად.

თუ ნერგებს სათბურში რგავთ, წვრთნა შეგიძლიათ როგორც გარეთ, ისე სათბურშიც, ღამით კარის ღიად დატოვებით – შენობა რომ განიავდეს.

თუ წვრთნა დახურულ აივანზე ან ლოჯში მიმდინარეობს, სადაც პირობები გარე-პირობებისგან განსხვავდება, დარგვამდე ნერგები კიდევ რამდენიმე დღის მანძილზე უნდა გამოწვრთნათ უშუალოდ ნაკვეთზე.

თუ ამ დროს ტემპერატურა შემცირდება (6 გრადუსზე ქვემოთ სითბოსმოყვარულებისთვის, 3-5 გრადუსზე ქვემოთ – ყინვაგამძლეებისთვის), მცენარე აუცილებლად უნდა შეიტანოთ ოთახში ან დაახუროთ ორი ფენა ლუტრასილი.

ჩითილის გამოწვრთნის გეგმა: რწყვის რეჟიმი

მცენარეების სპარტანულ აღზრდას, ტემპერატურითა და შუქით, თან უნდა ახლდეს დამატებითი მომზადება გარე პირობებისთვის – თანდათან უნდა შეზღუდოთ რწყვა. ამისთვის გაზარდეთ ინტერვალები მორწყვებს შორის, წყლის მოცულობა კი უცვლელი დატოვეთ. მორწყეთ მცენარე მიწის სრულად დასველებამდე, გამოაშრეთ ნიადაგი მორწყვებს შორის დროის გაზრდით. ასე ჩითილის გამოშრობა შეიძლება მხოლოდ ქვედა ფოთლების დაკარგვის მდგომარეობამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სუბსტრატს გამოაშრობთ, მცენარეს გასცვივდება ყვავილები და კვირტები.

ჩითილის გამოწვრთნის გეგმა: ღია ნიადაგში

ფესვთა სისტემის გასაძლიერებლად და მცენარის გადარჩენისუნარიანობის გასაზრდელად, ღია ნიადაგში დარგვამდე რამდენიმე დღით ადრე, შეასუქეთ მცენარე კომპლექსური სასუქით, რომელშიც ჭარბობს ფოსფორი და კალიუმი (NPK 10:40:70).

ჩითილის გამოწვრთნა ღია ნიადაგში

იდეალში, გამოწვრთნა სჭირდება ყველა მცენარეს, რომელიც საშინაო პირობებში ან სათბურში ნერგით მოჰყავთ, თუნდაც ნაყიდი მასალა იყოს. თუ ჩითილი გაყიდვაში სათბურიდან მოხვდა, გამოწვრთნის ხანგრძლივობა შეამცირეთ 3-5 დღემდე. ამისთვის დადგით მცენარე მზის გაფანთული შუქის ქვეშ, მაგალითად, ხის კენწეროს ან ღობის ქვეშ. ღამით, პირველ 2-3 დღეს დაახურეთ ლუტრასილი, თანდათან შეაჩვიეთ მცენარე დღის განმავლობაში ღიად ყოფნას.

თუ ჯერ კიდევ ცივა, გამოწვრთენით მცენარე ნელ-ნელა, დღის თბილ ნაწილებში 1-2 საათით ღიად, ხოლო ღამით დახურული. 3-5 დღეში უკვე შეგიძლიათ, მცენარე ღიად დატოვოთ ღამითაც, იმ პირობით, თუ ყინვა არაა მოსალოდნელი.

გამოწვრთნილი ნერგი ნაკლებად ექვემდებარება დღისა და ღამის ტემპერატურების ცვლილებებს, უკეთ ადაპტირდება გარეგან პირობებთან, რაც აჩქარებს მოსავლის აღებას და ზრდის მცენარის სიცოცხლისუნარიანობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს