გამოცდილი მებაღეები გვასწავლიან თუ როგორ გავზარდოთ ღვია კალმიდან

0
302

ვფიქრობ, აგარაკისთვის მარადმწვანე მცენარეზე უკეთესი არაფერი არსებობს. ის უპრეტენზიოა და თავისი სასიამოვნო გარეგნობით თვალს ყოველთვის ახარებს. მთელი წელი მწვანე და მშვენიერია. ერთი უბედურებაა, ასეთი მცენარეების დასარგავი მასალა იაფი არ ღირს. იმედი არ გაიცრუოთ, რადგან ყოველთვის შეგიძლიათ მდიდრული მარადმწვანე ბუჩქი პატარა კალმიდან გაზარდოთ.

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ გაზარდოთ ღვია (ტუია) სახლის პირობებში. სილამაზე, რომელიც თეთრები ღირს.

როგორ გავზარდოთ ღვია

ერთი შეხედვით, ახლა რთული ინსტრუქცია გელოდებათ ათასი და ერთი პუნქტით, მაგრამ ასე არაა. როგორც აღმოჩნდა, ნაკვეთზე ღვიის გაზრდა ძალიან მარტივია და ამის გაკეთებას დამწყებიც შეძლებს. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, მოწონებული ხის ტოტის მოპოვება. რა თქმა უნდა, ყველა მცენარის გაზრდას ვერ შეძლებთ, მაგრამ მწვანე და ცისფერი ღვიის შემთხვევაში ყველაფერი გამოგივათ.

მოდით გავარკვიოთ, თუ რა უნდა ქნათ მოპოვებული კალმით.

ღვიის გაზრდა

1. კალმის შერჩევა

კალამს გადარჩენის უფრო მეტი შანსი რომ ჰქონდეს, სწორად უნდა შეარჩიოთ. აქ ყველაფერი მარტივადაა: რაც უფრო დიდია კალამი, მით უფრო კარგად გაფესვიანდება. სჯობს ზრდასრული ღვიის დაახლოებით 30 სიგრძის ტოტი აიღოთ. რაიმე ბასრით გადაჭერით და ქვედა ფოთლები მოაშორეთ. კალამი მზადაა, მისთვის ადგილის მომზადება დაგრჩათ.

2. ნიადაგის მომზადება

ღვიისთვის ყველაზე უკეთ გამოდგება ნესტიანი, დაჩრდილული კუთხე. აქ 20-25 სმ სიღრმის ორმო ამოთხარეთ, კარგად გააფხვიერეთ. ორმოს ძირში შეგიძლიათ სასუქი ჩაყაროთ. სჯობს წყალში ხსნადი სასუქი შეარჩიოთ, რადგან მისი ათვისება უკეთ ხდება და ფესვები არ დაიწვება. ორმო კარგად გაანაყოფიერეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ, რომ ნიადაგი საჭირო ნივთიერებებით გაიჟღინთოს.

3. დარგვა

ახლა კალმები ორმოში ფოთლებამდე მოათავსეთ. გაასწორეთ, რომ ტოტი სწორად იყოს. თუ კალამი მყარად არ დგას, ზემოდან ოდნავ მიწა მოაყარეთ და მის ირგვლივ ნიადაგი დატკეპნეთ.

4. სათბურის შექმნა

კალამი საკმაოდ ნაზია, ამიტომ თავიდან სპეციალური სათბური გაუკეთეთ. შესაფერისი პირობების შესაქმნელად მყარი, გამჭვირვალე მასალა გამოგადგებათ. ყველაზე მარტივი ვარიანტი – გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლები. კალამს სათბური დააფარეთ, ფოთლები შიგნით მოაქციეთ.

ისე გააკეთეთ, რომ სათბურში ცივი ჰაერი არ მოხვდეს. სწორედ ამიტომ, ბოთლი მიწაში რამდენიმე სანტიმეტრით ჩაარჭეთ და კუთხეებზე მიწა მოაყარეთ. მთელი კონსტრუქცია ცოტა მორწყეთ და ასე დატოვეთ.

5. შემდეგი მოვლა

კალმის მოვლა მარტივია: პერიოდულად მორწყეთ და გაანიავეთ, მაგრამ დარგვიდან 2 კვირის შემდეგ. როცა შეამჩნევთ, რომ კალამი გაფესვიანდა, შეგიძლიათ სათბური მოაშოროთ. უკვე მომავალ წელს ღვია შეგიძლიათ გადარგოთ, მაგრამ სჯობს 1-2 წელი იმავე ადგილას გაზრდის საშუალება მისცეთ.

ეს მარტივი მეთოდი კარგად მუშაობს. თუ გსურთ დარწმუნდეთ, რომ კალამმა ფესვები გამოიღო, უფრო რთული გზა აირჩიეთ. კალმები შეარჩიეთ, ტოტებს ქვემოთ ფოთლები მოაშორეთ, რომ მკვებავი ნივთიერებები გაფესვიანებას მოხმარდეს და არა ტოტს. კალამი 2 დღე სიბნელეში გააჩერეთ.

შემდეგ კალმები ზრდის სტიმულატორში ჩაალბეთ. ახლა კალმები ნებისმიერ პატარა ჭურჭელში, მსუბუქ ნიადაგში ჩარგეთ, სადაც წყალი არ დაგუბდება. დარგვის შემდეგ უხვად მორწყეთ და სათბურის პირობა შეუქმენით. შეგიძლიათ კალმები პლასტმასის ჭიქებში დარგოთ და ზემოდან მსგავსი ჭიქები დააფაროთ.

კალმები 1 კვირით გააჩერეთ. არაფრის გაკეთება საჭირო არაა, უბრალოდ სტაბილური ტემპერატურა შეუნარჩუნეთ. სათბურის ეფექტის შესაქმნელად, ჭიქები შეგიძლიათ ცოტა წყლით სავსე ქილებში მოათავსოთ. სველი და ხელსაყრელი გარემო შეიქმნება.

ერთი კვირის შემდეგ კალმები ყოველ მეორე დღეს დანამეთ. არ მორწყათ, უბრალოდ მიწა და წიწვები ოდნავ დაასველეთ. ეს პერიოდი 1, მაქსიმუმ 2 თვე გაგრძელდება. თუ შენიშნავთ ფესვების წარმოქმნას და წიწვების გაზრდას, გამოდის კალმები გადარჩა. ამის შემდეგ თამამად შეგიძლიათ მუდმივ ადგილას გადარგოთ.

როგორც ხედავთ, არაფერი რთული არაა. მარტივად და ზედმეტი ხარჯის გარეშე ღვიის გაზრდას შეძლებთ. თამამად შეგიძლიათ სცადოთ!

ღვიის გაზრდის მეთოდი მოგეწონათ? მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი