ნაოჭების პრობლემა კიდევ დიდხანს არ შემაწუხებს, იდეალურ სავარჯიშოებს ვასრულებ სახის კუნთების გასაძლირებლად.

0
289

დღეს ფეისბილდინგის შესახებ გიამბობთ. ეს ვარჯიშების სპეციალური ნაკრებია, რომელიც რეინჰოლდ ბენცმა, გერმანელმა კოსმეტოლოგმა და პლასტიკურმა ქირურგმა, შეიმუშავა. ვარჯიში სახის კუნთების გასაძლიერებლად ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდად არის აღიარებული.

თქვენთვის „პაპარაცმა“ დეტალური ინსტრუქცია მოამზადა, თუ როგორ შეასრულოთ ქირურგის მიერ შემუშავებული სახის გასაჭიმი ვარჯიშები.

სჯობს ვარჯიშები დილით, გაღვიძებისთანავე ან საღამოს, ძილის წინ შეასრულოთ. ვარჯიშის დაწყებამდე სახე კარგად გაიწმინდეთ და ხელები დაიბანეთ.

კვირაში მინიმუმ 5-ჯერ, ერთსა და იმავე დროს, მაქსიმუმ 15 წუთით ივარჯიშეთ. შედეგი რომ იგრძნოთ და ეფექტი გაამყაროთ, კურსი მინიმუმ 3 თვე უნდა შეასრულოთ.

სახის და კისრის ვარჯიშები

თავდაპირველად, კუნთები მსუბუქად გაახურეთ, რომ სისხლის მიმოქცევა გააუმჯობესოთ და სახე ვარჯიშისთვის მოამზადოთ.

ერთდროულად თვალები გაახილეთ და პირი გააღეთ ისე, რომ ქვედა ტუჩი ქვემოთ მაქსიმალურად გაწელოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ წარბები უმოძრაოდ იყოს, თუ არ გამოგდით – ხელებით დაიკავეთ. 10-ჯერ შეასრულეთ.

შემდეგ წრიული მოძრაობით და გვერდზე გადახრით ყელი გაახურეთ.

ყვრიმალის კუნთების ვარჯიშით დაიწყეთ. მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ის მთელი სახის ჩარჩოს აკავებს. პირი დაამრგვალეთ და პოზიცია დააფიქსირეთ. შემდეგ ყვრიმალის კუნთების შეკუმშვა და მოდუნება დაიწყეთ, თითქოსდა თვალებამდე აგაქვთ. ზედა ტუჩი ქვემოთ ჩამოსწიეთ, ეცადეთ ტუჩის კუნთები გააკონტროლოთ, რომ ისინი უმოძრაოდ იყოს. ვარჯიში 15-ჯერ შეასრულეთ.

შემდეგ შეასრულეთ ვარჯიში, რომელიც ორმაგ ნიკაპს მოგაშორებთ, ან მის გაჩენას თავიდან აგაცილებთ. გახურებით დაიწყეთ: ზედა ტუჩი მოადუნეთ და ქვედა ყბა წინ გასწიეთ, სანამ ნიკაპის ზონაში მსუბუქ დაჭიმვას არ იგრძნობთ. 10-ჯერ გაიმეორეთ.

თავად ვარჯიში ასე შეასრულეთ: პირი გააღეთ, ქვედა ტუჩი ოდნავ კბილებს მიადეთ, პირის კუთხეები არ დაჭიმოთ და წინ და ზემოთ მოძრაობა მონაცვლეობით შეასრულეთ, ნიკაპის ზედა ნაწილი ოდნავ დაჭიმეთ. 20-ჯერ შეასრულეთ და ბოლო 3 ვარჯიშის შესრულებისას ამ პოზაში დაფიქსირდით.

შემდეგ ენისქვეშა კუნთები ავარჯიშეთ. პირი გააღეთ და ენით ცხვირს წვერზე შეხება სცადეთ. კუნთების დაჭიმვა უნდა იგრძნოთ. 15-ჯერ გაიმეორეთ. ვარჯიში ნიკაპის ქვეშ ზონის გავარჯიშებასა და ცხიმოვანი დაგროვების მოშორებაში დაგეხმარებათ.

ამის შემდეგ სახე მოადუნეთ, საჩვენებელი თითები ცხვირ-ტუჩის ნაკეცზე დააფიქსირეთ და ამ პოზაში მხოლოდ ზედა ტუჩის მოძრაობა დაიწყეთ. ეცადეთ, ტუჩი შიგნით არ გაჭიმოთ, უბრალოდ დაჭიმეთ და მოადუნეთ. ეს ცხვირ-ტუჩის ზონას ატონიზირებს და ზედა ტუჩის მდგომარეობას აუმჯობესებს. 10-ჯერ გაიმეორეთ.

შემდეგი ზონა – შუბლი.  ხელისგულები წარბებამდე შუბლის მთელ ზედაპირზე კანის ფიქსაციისთვის დაიდეთ. ასე არა მხოლოდ კანის დაფიქსირებას შეძლებთ, არამედ დამატებით დატვირთვას შექმნით. წარბების აწევა დაიწყეთ. კუნთების გადატვირთვის არ შეგეშინდეთ, თქვენ შუბლზე, წარბებთან მდებარე კუნთები მკაფიოდ უნდა იგრძნოთ. პროცედურა 15-ჯერ გაიმეორეთ.

და ბოლოს, თვალების მრგვალ კუნთებზე იზრუნეთ. გახურებით დაიწყეთ – თვალები 15-ჯერ ინტენსიურად დაახამხამეთ ისე, რომ წარბები უმოძრაოდ იყოს. შემდეგ თავად ვარჯიშზე გადადით. საჩვენებელი და შუა თითებით თვალის კუთხეები დააფიქსირეთ ისე, რომ ბატის თათები არ წარმოიქმნას. ამ პოზაში თვალები ძლიერ დახუჭეთ და ბოლომდე კარგად გაახილეთ. 10-ჯერ გაიმეორეთ.

თუ ვარჯიშებს ყოველდღე შეასრულებთ, უკვე 2 კვირაში პირველი შედეგით გახარებას შეძლებთ.

ფეისბილდინგის შემდეგ სახე უბრალოდ ახალგაზრდობით და ჯანმრთელობით ბრწყინავს. სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი