რატომ არ აკეთებენ ბავშვები ჯიბრზე არაფერს ან პეტრანოვსკის 6 რჩევა ჩვილების მშობლებს

158

მცირეასაკოვანი ბავშვების აღზრდა მშობლებისთვის ნამდვილი გამოცდაა, განსაკუთრებით პირველი შვილის შემთხვევაში. პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ შეცდომების შედეგები შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ გამოვლინდეს. გამოდის, რომ აღზრდის პროცესის კორექტირება უკვე შეუძლებელია.

ბავშვების აღზრდა ადრეულ ასაკში

ბევრი აღნიშნავს, რომ პატარა ბავშვი უცხოპლანეტელ არსებას ჰგავს, რომელიც ირგვლივ მომხდარი მოვლენებით ნაკლებად ინტერესდება. ამასთან მშობლები იძულებულნი არიან მისი ენა ისწავლონ და მისი მოთხოვნილებები გამოიცნონ.

პირველი სამი წელი, როცა ჩვილს დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია, განსაკუთრებით რთულია. ამასთან უნდა გახსოვდეთ, რომ ბავშვი მშობლების ჯიბრზე არაფერს აკეთებს, მის ტირილს, ყვირილს და პრეტენზიას განსაკუთრებული მიზეზი აქვს. ამასთან დაკავშირებით მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ლიუდმილა პეტრანოვსკის 6 რჩევას, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ.

1. ბავშვის ყვირილის არ შეგეშინდეთ

ყვირილი და ღიმილი – ბავშვის გადარჩენის მექანიზმია. უფროსების დახმარების გარეშე ახალდაბადებული განწირულია, რადგან მოძრაობა, საკვების და საცხოვრებლის მოპოვება არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, თუ ზრდასრული ადამიანი, რომელიც მასზე იზრუნებს და დაიცავს, გვერდითაა – ყველაფერი რიგზეა. თუ უფროსი გვერდით არაა – ბავშვი შფოთვას განიცდის, რადგან დახმარების გარეშე გადარჩენა არ შეუძლია.

სწორედ ამიტომ, ერთადერთი მექანიზმი ირთვება, რომ უფროსს დაუძახოს – ყვირილი. ბავშვი ყვირის არა იმის გამო, რომ მშობლებს ნერვები გაუფუჭოს, უბრალოდ სიცოცხლისთვის იბრძვის. ეძახის მას, ვის გარეშეც გადარჩენას ვერ შეძლებს.

რაც შეეხება ღიმილს, ეს მშობლების თავგანწირვის ერთგვარი ჯილდოა. თუ დედ-მამამ ყველაფერი სწორად გააკეთეს, უკვე მეორე თვეს ჩვილის სახეზე ღიმილის დანახვას შეძლებენ. ეიფორიის მომენტი, რომლის სხვებისთვის გაზიარებაც მშობლებს ნამდვილად მოუნდებათ.

2. ხელიდან ძალით არ მოიშოროთ

ჩვილის ცხოვრების პირველ სამ თვეს ორსულობის მეოთხე ტრიმესტრს ტყუილად არ უწოდებენ. ჩვილი უკვე მუცელში არაა, მაგრამ ის ხელით უნდა ატაროთ, თან სიტყვის პირდაპირი გაგებით. უარყავით მცდარი მოსაზრება, რომ ჩვილის ხელში ხშირად აყვანა არ შეიძლება.

საქმე იქამდე მიდის, რომ ახალგაზრდა დედა ჩვილის ტირილის მოსმენით იტანჯება, მაგრამ ხელში არ აჰყავს, რადგან ბებიებმა ასე ასწავლეს. მათი თქმით „ხელში ყოფნას არ უნდა მიაჩვიოთ“ და „ბავშვი ასე მანიპულირებს“. პრაქტიკაში ეს სამწუხარო შედეგს იწვევს. ერთხელ ან ორჯერ აყვირების შემდეგ ჩვილი დაღლილობით ნამდვილად დაიძინებს, მაგრამ მოსაზრება, რომ ყველაფერი უსარგებლოა, ის კი განწირულია, მთელი ცხოვრება თან დაედევნება.

სამაგიეროდ ბავშვი, რომელიც ხელში ხშირად აჰყავდათ, უკვე 2 წლის ასაკში უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე თანატოლი, რომელსაც რაღაცის „გაფუჭების“ ეშინოდა. უკანასკნელნი უფრო პრეტენზიულები და უფროსების ყურადღების ცენტრში ყოფნის მომთხოვნები ხდებიან.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოთხოვნილების დაუკმაყოფილობით ურთიერთკავშირის ქრონიკული შიმშილი შეიძინეს, მაგრამ მოგვიანებით რამდენი სიყვარულიც არ უნდა მიიღონ, დანაყრებას მაინც ვერ შეძლებენ.

3. უცხო ადამიანის ხელში ყოფნას ნუ აიძულებთ

თუ 6 თვემდე ჩვილისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ ხელში ვინ აიყვანს, უკვე 1 წლისას გაუცხოებას იწყებს. მას თავში გარკვეული ვიზუალური სურათების შენახვა უკვე შეუძლია, ამიტომ იცის, სადაა დედ-მამა და სად უცხო ადამიანი. შედეგად სახეების წრეს ქმნის, სადაც ნდობის გარკვეული კრედიტი არსებობს, ვისთანაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

მეზობლის ან კარგი მეგობრის სიამოვნებისთვის მშობლები ბავშვის სივრცეს ხშირად არღვევენ. ისინი ჩხუბობენ, დასცინიან, აიძულებენ, რომ თავაზიანნი იყვნენ. ბავშვისთვის ეს ნამდვილი დარტყმაა. თუ ბავშვი ახალ კომპანიაში ცოტა დროს გაატარებს და ახალი ნაცნობი სწორად მოიქცევა, ბავშვი მასში საფრთხეს აღარ დაინახავს.

4. აჩვენეთ, რომ ბავშვს თქვენი იმედი შეიძლება ჰქონდეს

ბავშვი დამოუკიდებელი ხდება და თავისუფლად გადაადგილება შეუძლია, მაგრამ გადარჩენის პროგრამა კარნახობს, რომ ნაცნობი უფროსიდან შორს წასვლა არ შეიძლება. თუ დაიკარგება, დაუყონებლივ გადარჩენის პროგრამა ამუშავდება – ის ტირილს და ყვირილს დაიწყებს, სანამ მასთან არ დაბრუნდებიან. ერთგვარი ხმაურიანი შუქურა, რომ ახლობლებმა მალე იპოვონ.

ბავშვი უფროსების ქცევის მიბაძვას იწყებს. ეს სიარულით, საუბრით, გარე სამყაროსთან ურთიერთქმედებით გამოიხატება. ის, თუ ახლობლების მოსმენისთვის რამდენად მზადაა, არა მუქარით და ნოტაციით, არამედ კავშირის ხარისხით განისაზღვრება. ბავშვი რაც უფრო დარწმუნებულია, რომ კონკრეტული ადამიანის იმედი შეიძლება ჰქონდეს, სხვა ადამიანების გავლენას მით უფრო ნაკლებად ექვემდებარება.

5. სწორად იკამათეთ

სამი წლის ასაკში ბავშვი განსაკუთრებით პრეტენზიული ხდება და დედ-მამის ცხოვრებას ართულებს. ბავშვებს და მშობლებს შორის უთანხმოება იწყება. ბავშვი რაც უფრო დამოუკიდებელი ხდება, მით უფრო მეტად ფიქრობს, რომ ყველაფერი შეუძლია. მშობლებმა კი იციან, ამას რა მოჰყვება და ყველაფრის გაკეთების უფლებას არ აძლევენ, ზღუდავენ.

აქ ყველაზე სწორია გონივრულად იკამათოთ და ბავშვს საკუთარი აზრის დაცვა ასწავლოთ. ბევრი უფრო მსუბუქი გზით მიდის – დასჯა და დაშინება. რა თქმა უნდა, ფრაზა „შენს თავს იმ ბიძას დავუტოვებ“ ბავშვს აშინებს და გადარჩენის პროგრამას ააქტიურებს. მაგრამ ამ სიტუაციაში ეს ბევრ რამეს ასწავლის? ამ სიტყვების შემდეგ მშობლებს ენდობა?

6. მეტად გაამხნევეთ

როცა ბავშვი მორიგ პატარა უსიამოვნებას ეჯახება, როცა შეშინებულია ან ტკივილს განიცდის, ის მშობლებთან მიდის – ეხვევა და ხელს უჭერს. ასე ბავშვი მშვიდდება და პრობლემის გადატანას ახერხებს. ის უფრო დაუცველია, მას სტრესთან გამკლავება ჯერ არ შეუძლია. ახლობლების დახმარება მისთვის ნამდვილი საჩუქარია.

ზოგჯერ დამშვიდების და გამხნევების ნაცვლად მშობლები მას არცხვენენ, ეჩხუბებიან ან ემუქრებიან. შედეგად, ბავშვი ძლიერ სტრესს განიცდის და ხვდება, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეიძლება ჰქონდეს. მას ამასთან გამკლავება უჭირს, ჯერ მზად არაა, ამიტომ ასეთი გამოცდილება მის ფსიქიკას აზიანებს, რაც მომავალში აუცილებლად გამოვლინდება.

იყავით ახლობელი ადამიანისთვის ის, ვინც ყოველთვის შეძლებს ჩახუტებას, გამხნევებას და მისი გრძნობის მიღებას. დაე, ისწავლოს, ეშინოდეს, გააპროტესტოს, სისულელეები გააკეთოს. სამყარო სრულყოფილი არაა, მაგრამ მშობლების დახმარებით ბავშვები სწავლობენ მიიღონ სამყარო ისეთი, როგორიც არის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს