ღილაკების 13 კომბინაცია ნებისმიერი შემთხვევისთვის, რომელიც მუშაობას გაგიმარტივებთ.

581
Jasni / Shutterstock.com

კლავიშების ეს კომბინაციები მუშაობის დროს ნამდვილად გამოგადგებათ! რა თქმა უნდა, ამის გაკეთებას მაუსის დახმარებით შეძლებთ, მაგრამ არ გსურთ ცხოვრება გაიმარტივოთ და უნარები გაიუმჯობესოთ?

„პაპარაცი“ კომპიუტერის კლავიატურაზე ცხელი კლავიშების კომბინაციებს გიზიარებთ, რომლებიც მუშაობის პროცესს გაგიმარტივებთ და დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

კლავიატურის კლავიშების კომბინაციები

F2

ამ კლავიშით ფოლდერის და ფაილის სახელის მარტივად შეცვლას შეძლებთ. მხოლოდ ერთი დაჭერა საკმარისი იქნება.

ALT + F4

ეს კომბინაცია ფანჯრის ან პროგრამის სწრაფად დახურვაში დაგეხმარებათ.

ALT + Backspace

შემთხვევით ტექსტი წაგეშალათ? საშიში არაფერია, ამ კომბინაციის წყალობით მის აღდგენას შეძლებთ.

CTRL + SHIFT + N

ამ მრავალფუნქციური კომბინაციის წყალობით სამუშაო მაგიდაზე (ან სხვა ფოლდერში) ახალი ფოლდერის შექმნას შეძლებთ. ხოლო Google Chrome-ში ახალ ფანჯარას გახსნის.

CTRL + T

ეს კომბინაცია ნებისმიერ ბრაუზერში ახალ ფანჯარას ხსნის.

CTRL + SHIFT + T

შემთხვევით მნიშვნელოვანი ფანჯარა ჩახურეთ? ამ კომბინაციით ბოლო, დახურული ფანჯრის გახსნას შეძლებთ.

ALT + TAB

სასარგებლო რამ! ყველა გახსნილ ფანჯარას შორის გადაადგილების საშუალებას გაძლევთ.

CTRL + Esc

მენიუ „ძიება“ ირთვება.

Windows + L

ბევრი ფიქრობს, რომ კლავიში Win უსარგებლოა, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. მაგალითად, ამ კომბინაციით სისტემიდან სწრაფად გამოსვლას შეძლებთ. ეს ფუნქცია სასარგებლოა მათთვის, ვინც სამუშაო მაგიდას ხშირად ტოვებს და არ სურს, რომ მისი კომპიუტერით სხვამ ისარგებლოს.

Windows + M

კიდევ ერთი სასარგებლო კომბინაცია Win-ის გამოყენებით, რომელიც გადავსებულ ეკრანს მოგაშორებთ. მასზე დაჭერით ყველა გახსნილ ფანჯარას ჩახურავთ.

Windows + TAB

კომბინაცია ყველა გახსნილი ფანჯრის დანახვის საშუალებას გაძლევთ.

Shift + Delete

სასარგებლო კომბინაცია, მაგრამ ფრთხილად უნდა გამოიყენოთ. ის სანაგვე კალათში მოთავსებულ ყველა ფაილს შლის, მაგრამ მათ უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებთ.

CTRL + ALT + DEL

კლასიკის გახსენება ზედმეტი არ იქნება! ეს კომბინაცია ჯადოსნური ჯოხია, რომელიც ამოცანების მართვის პანელს ხსნის.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს