ხურმა (Diospyros) ებენისებრთა (Ebenaceae) ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ცნობილი წარმომადგენელია. მათ შორის გვხვდება ფოთოლმცვენი და მარადმწვანე ხეებიც, ბუჩქებიც. მისი მრავალი სახეობის ნაყოფი საკვებად ვარგისია და სწორედ ნაყოფის გამო ეწოდა ამ რიგს ხურმა, რომელიც ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც “ღვთაებრივი ცეცხლი” ან “ღმერთების საკვები”.
სასარგებლო მიკროელემენტების შემცველობით, ხურმა ვაშლსაც კი უსწრებს. მათ შორისაა კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, A, C და P ვიტამინები. პექტინის შემცველობის წყალობით, ხურმა ძველი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში კუჭის დაავადებების დროს და დღესაც საკმაოდ ხშირად გვირჩევენ საკვების მონელების დარღვევების დროს. თუმცა, ტანინის დიდი რაოდენობის გამო (რაც მის მკუმშავ თვისებებს განაპირობებს), ხურმის მირთმევა არ შეიძლება მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ.
გლუკოზისა და ფრუქტოზის შემცველობის წყალობით, ხურმა გვეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, თუმცა მისი მირთმევა არ შეიძლება დიაბეტის დროს.
კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ შევარჩიოთ და მივირთვათ ხურმა. ყველაზე დიდი ზომის და ლამაზი ფერის ნაყოფი, მართალია, ტკბილია, თუმცა საკვებად ვარგისი არაა. გარანტირებულად ნაზი იქნება მხოლოდ სრულად დამწიფებული ხურმა. როგორ ამოვიცნოთ იგი ყიდვის დროს?
- ეცადეთ, შეარჩიოთ რბილგვერდიანი ხურმები;
- დააკვირდით ყუნწს: მწიფე ხილს ფოთლებიცა და ყუნწიც ხმელი, მურა ფერის ექნება;
- ხურმის არამლაშე სახეობის “კარალიოკის” ამორჩევა შეგიძლიათ მუქი ჟღალი კანის ფერითა და ყავისფერი რბილობით, რომელსაც მუქი ხაზები აქვს.
მკვახე ხურმას დამწიფებაში დაეხმარებით და პროცესს დააჩქარებთ შემდეგი ხერხებით:
- მოათავსეთ მუყაოს ყუთში, მწიფე ბანანებთან ერთად, და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. ასეთი მეზობლობა ხურმის დამწიფებას დააჩქარებს;
- მოათავსეთ ხურმა ცელოფანში ვაშლთან და პომიდორთან ერთად: ისინი გამოყოფენ ეთილენს, რომლებიც აჩქარებს ხილის დამწიფებას;
- გააჩერეთ ხურმა 10-12 საათით თბილ (30-40 გრადუს) წყალში – ტანინები დაიშლება, შესაბამისად, მლაშე გემო გაქრება;
- დაჩხვლიეთ ხურმის მყარი ნაყოფი სპირტში ჩალბობილი სპირტით.
უფრო თბილ ქვეყნებში, ხურმა არაა მლაშე. ასეთ სახეობებს შორის ყველაზე ცნობილია “კარალიოკი”, “შოკოლადის ხურმა” ან “შოკოლადის კარალიოკი”. მისი მირთმევა დაუმწიფებლადაც შეიძლება. მლაშე სახეობები საკვებად ვარგისია მხოლოდ მაშინ, როცა სრულად დამწიფდა, ჟელესებრ მდგომარეობამდე. ჩვეულებრივ, ხილი იზრდება იქ, სადაც გრილა. ბოლომდე დაუმწიფებელი ხურმის გემოს გაუმჯობესება შეგიძლიათ ლიმონის წვენით შეშხეფებითა და შაქრის მოყრით.
როგორ მოვაშოროთ ხურმას სიმლაშე:
- დაასხით ალკოჰოლი;
- გამოაშრეთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ, თუ გამოშრობილ ხურმას ჩაალბობთ წყალში, მწკლარტე უსიამოვნო გემო შეიძლება აღდგეს;
- გაყინეთ, მირთმევამდე კი გაალღვეთ.
რა მოვამზადოთ ხურმისგან
მწიფე ხურმისგან შეგიძლიათ შესანიშნავი პუდინგების, ჟელეს, მუსებისა და ორცხობილების მომზადება. მისგან მიიღება გემრიელი სალათები, დასაყოლებლები, სოუსები და დესერტები. ხურმა უხდება მაწონს, არაჟანსა და ნაღებს, ნაღების ნაყინსაც. ხოლო, თუ ხურმას რბილ ნაღების ყველთან შეურევთ, დაუმატეთ ლიმონის წვენს, თაფლს, მარილსა და ახალდანაყულ ვარდისფერ წიწაკას, მიიღებთ ორიგინალურ სოუსს ბოსტნეულისა და ხილისთვის: ნიახურის, ვაშლის, მსხლისა და მწვანე სალათისთვის.
შეგიძლიათ, მყარი ხურმა დაჭრათ კუბებად და სწრაფად შეწვათ ერბოში სანელებლებთან ერთად (მაგ., დარიჩინთან და გარამ-მასალასთან ერთად) და მიირთვათ ბასმატის ბრინჯთან ერთად. აშშ-ში ხურმით ამზადებენ კლასიკურ დესერტს. კარგად უხდება იგი ნაზ ახალ ყველს, მარილიან თევზსა და ხიზილალას, აგრეთვე, რძემჟავას პროდუქტებს.
გასაოცარი გემო აქვს ხურმის ჩირსაც – ეს ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია: იგი დაფარულია ხრაშუნა ქერქით და თითქოს შაქრის პუდრი აქვს მოყრილი, შიგნიდან კი წვნიანი და ძალიან ნაზი რბილობი გვატკბობს.
ჩვენ გთავაზობთ ხურმის გამოცხობას არაჟნით:
ინგრედიენტები
- 2 ს.კ. ფქვილი
- 1 ს.კ. შაქრის პუდრა
- 250 გ შაქარი
- მწიკვი ვანილინი
- 2 ც კვერცხი
- 6 ხურმა
- 1 ჭიქა არაჟანი
- დახეხილი ცედრა
- 1 ლიმონის წვენი
მომზადება
- დაასხით ხურმას წყალი ისე, რომ ნაყოფი სრულად დაიფაროს. დაუმატეთ 200 გ შაქარი, ცედრა და წვენი.
- დადგით ძლიერ ცეცხლზე, აადუღეთ, გამორთეთ ცეცხლი, დაახურეთ და დააყენეთ 30 წუთით.
- ხურმა ამოალაგეთ, გაფცქვენით, მოაშორეთ კურკები.
- კვერცხი ათქვიფეთ დარჩენილი შაქრით, შეურიეთ ფქვილსა და არაჟანს.
- დაალაგეთ ხილი საცხობ ფორმაზე, მოასხით არაჟნის სოუსი.
- აცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთით.
- მიირთვით შაქრის პუდრითა და ვანილინის მორთული.
აუცილებლად მოგვწერეთ თქვენი გამოცდილება და მოსაზრებები კომენტარებში, გაუზიარეთ სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებს.