ანტიასაკობრივი პროგრამების სრულად უფასო და ეფექტური ალტერნატივა არსებობს. ფეისბილდინგის ან სახის იოგის შესახებ გსმენიათ? ეს მოქმედი მეთოდია, რომელიც კანის მოქნილობას და ტონუსს დიდხანს შეგინარჩუნებთ. ყველაფერი კი სახის კუნთების ვარჯიშით მიიღწევა. საკუთარი სახის „ცემა“ ნებისმიერს შეუძლია, ხოლო ლუდრეს დოპლიტო ამის სწორად გაკეთებას გასწავლით.
67 წლის ფილიპინელმა უნიკალური სახის ვარჯიში შეიმუშავა, რომლის შესრულებას ნებისმიერი შეძლებს ისე, რომ ყოველდღიური საქმეებს არ მოცდეს. დღეში მხოლოდ 20 წუთი გამოყავით და სახის გარდასახვას სიამოვნებით დააკვირდით.
თქვენთვის „პაპარაცმა“ სილამაზის გუროს, ლუდრეს დოპლიტოს სახის ვარჯიშებიდან ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური ნაკრები შეარჩია, რომლებიც ფანტასტიკურ გარდასახვაში დაგეხმარებათ. სახე ნათელი, კონტური მკაფიო, ოვალი პლასტიკური ქირურგიის გარეშე დაჭიმული!
ვარჯიშები სახის დასაჭიმად
თითოეული ვარჯიშის შესრულების წინ განსაკუთრებული სუნთქვითი პრაქტიკა შეასრულეთ: ამოისუნთქეთ, შემდეგ ღრმად ჩაისუნთქეთ, 5 წამით სუნთქვა შეიკავეთ და ნელ-ნელა ამოისუნთქეთ. მზად ხართ ცვლილებებისთვის?
1. შუბლის მასაჟი
მარტივი ვარჯიშის სახის კუნთების მოდუნებასა და შემდეგი მოქმედებისთვის მომზადებაში დაგეხმარებათ. მოდუნდით და თვალები დახუჭეთ. შუა თითების წვერებით შუბლის ცენტრალურ ნაწილზე (ე.წ. „მესამე თვალი“) მსუბუქად დარტყმები შეასრულეთ, ცხვირის ძგიდედან დაიწყეთ და თმის ძირებთან დაამთავრეთ. ასეთი მასაჟი დაახლოებით 2 წუთით შეასრულეთ ან 100 ნაზი დარტყმა შეასრულეთ.
2. წარბების აწევა
ვარჯიში შუბლის და ზედა ქუთუთოების გაძლიერებაში დაგეხმარებათ, კანს გლუვს და ელასტიკურს გახდის. ხელისგულების საფუძველი წარბებთან დაიდეთ, დაჭიმეთ და ზემოთ ასწიეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და აუჩქარებლად ამოისუნთქეთ. შემდეგ ხედვა მკერდზე გადაიტანეთ, ამავდროულად წარბები ზემოთ ასწიეთ.
ღრმად ჩაისუნთქეთ, კუნთების დაჭიმვა იგრძენით და ამ პოზაში რამდენიმე წამით გაჩერდით. ნელ-ნელა ამოისუნთქეთ და სახიდან ხელისგულები მოიშორეთ. 3-ჯერ გაიმეორეთ და სწორად სუნთქვა არ დაგავიწყდეთ.
3. ფანქრით კაკუნი
მარტივი ვარჯიში ყელის, ტუჩის და ლოყების კუნთებს გააძლიერებს. შიგნით შეწეული ტუჩებით ფანქარი დაიჭირეთ. შემდეგ ჩაისუნთქეთ და ტუჩებს შორის ფანქარი გაასეირნეთ, ნიკაპი წინ გამოსწიეთ. ნიკაპი ასწიეთ და გაიღიმეთ, ლოყები ზემოთ ასწიეთ.
ამ პოზაში 2 წამით გაჩერდით, შემდეგ ლოყები და ნიკაპი 2 წამით მოადუნეთ და ვარჯიში გაიმეორეთ. გაითვალისწინეთ, რომ ფანქარი ტუჩებს შორის უნდა დარჩეს. 20-ჯერ გაიმეორეთ.
4. კოვზის აწევა
კიდევ ერთი მარტივი, მაგრამ არანაკლებ ეფექტური ვარჯიშის სახის ლამაზი ოვალის მისაღებად. ამოისუნთქეთ, ცხვირიდან ღრმად ჩაისუნთქეთ და სუნთქვა 5 წამით შეიკავეთ. ამოისუნთქეთ. ტუჩები შიგნით შესწიეთ, როგორც წინა ვარჯიშების დროს და მათ შორის კოვზი დაიჭირეთ (კოვზის სახელური ტუჩებს შორის).
კოვზი ქვედა ყბის დახმარებით ზემოთ ასწიეთ. გაიღიმეთ, ლოყები ზემოთ ასწიეთ. ამ პოზაში 2 წამით გაჩერდით. შემდეგ ლოყები მოადუნეთ, ტუჩებით კოვზი კვლავ დაიკავეთ და გამეორებას შეუდექით. ასეთი ვარჯიში მინიმუმ 10-ჯერ შეასრულეთ.
5. ვარჯიში ტუჩის, ლოყების და ნიკაპის გასაძლიერებლად
თვალები ფართოდ გაახილეთ, პირი გააღეთ და ტუჩები შიგნით შესწიეთ. შეწეული ტუჩებით წარმოთქვით ასო „ა“, მაგრამ ტუჩები არ აამოძრაოთ. ამ პოზაში 5 წამით გაჩერდით. ტუჩებს ადგილი არ შეუცვალოთ ისე, წარმოთქვით ასო „ე“. კვლავ 5 წამით გაჩერდით.
იგივე გაიმეორეთ ასოებით „ი“ და „ო“. ბოლოს ტუჩებით „უ“ წარმოთქვით და ამ პოზაში 5 წამით გაჩერდით. თითოეული ხმის ფორმირებისას ლოყების კუნთები დაჭიმეთ და გაიღიმეთ. ასეთი ვარჯიში 3-ჯერ გაიმეორეთ.
6. ბურთის გაბერვა
ბოლო ვარჯიში თითქმის საბავშვოა, მაგრამ სახის და ყელის კუნთებსა და კანს შესანიშნავად ატონიზირებს. ცხვირიდან ღრმად ჩაისუნთქეთ და პირიდან ჰაერი ბუშტში ამოისუნთქეთ. ამასთან ლოყების მაქსიმალურად დაბერვა სცადეთ.
ბურთიდან ჰაერი კვლავ პირში დააბრუნეთ – ასე პირის კუნთებს შესანიშნავად გაავარჯიშებთ! ასეთი ვარჯიში 3-ჯერ შეასრულეთ, შემდეგ რამდენიმე წუთით არანაირი მიმიკური მოძრაობა არ შეასრულოთ.
როგორც ხედავთ, ყველაფერი ელემენტარულია. სასარგებლო ვარჯიშისთვის მხოლოდ ნახევარი საათის პოვნა – თქვენი მთავარი ამოცანაა. რეგულარული ვარჯიში ლამაზი და მოქნილი კანის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, ხოლო მარტივი რეკომენდაციები ამ ვარჯიშის საუკეთესოდ შესრულებაში დაგეხმარებათ. შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს!