ადრე მოთხოვნადი იყო მხოლოდ ხშირხავერდოვანი სახეობები, ახლა კი ბევრს სურს თავის ბაღში არახავერდოვანი ან ნახევრადხავერდოვანი იორდასალამის ხილვა ნათელი ფერებით. ბევრ სახეობას ძლიერი, სასიამოვნო, ხშირად მოულოდნელი არომატი აქვს. მაგალითად, იორდასალამი “მადამ დე ვერნევილი” ვარდის სურნელით გამოირჩევა, “დუშეც დე ნემური” ენძელას სუნს მოგაგონებთ, “ვარენკას” კი ცაცხვის ტკბილი სურნელი აქვს.
იორდასალამის სახეობები
“Unga” (აკიმოვი, 1971) – მუქი ლალისფერ-წითელი ყვავილი, ფორმით წააგავს ტიტას. იზრდება საშუალო სიმაღლის ბუჩქი. ღეროები გამძლეა, ფოთლები – უჩვეულო, კბილანებიანი, მოელვარე, წითელი ნაწიბურებით. ყვავის უხვად, ხანგრძლივად; კარგია გადაჭრისა და გამწვანებისთვის; იზამთრებს კარგად.
“Golden Bracelet” (Brand, 1939) – თეთრი გვირგვინისებრი ყვავილები აქვს, თავისებური ცენტრით; გარე ფოთლები მომრგვალებული და მსხვილია; შიდა – მოკლე და ვიწრო, 15 სმ დიამეტრით. ბუჩქის სიმაღლე 1 მეტრამდე აღწევს, ყვავის დიდხანს და უხვად, აქვს ძლიერი, სასიამოვნო არომატი. ყვავის გვიან.
“Paula Fay” (Fay, 1968) – ჰიბრიდული წარმოშობის მცენარეა. აქვს მსხვილი (20 სმ დიამეტრის), მკვეთრი ვარდისფერი, მოელვარე შეფერილობა. ყვავილობს უხვად, ადრეულ ვადაში, საკმაოდ მეგობრულია. ბუჩქი კომპაქტური ზომისაა, კარგია როგორც ჯგუფურად დარგვისთვის, ისე სოლიტერის სახითაც.
“Augusta Dessert” (Dessert, 1920) – აქვს მკვეთრი ვარდისფერი ყვავილი, მზეზე ღია ვარდისფერი ხდება. უხვად ყვავის, თუმცა ერთ მცენარეზე შეიძლება იყოს უბრალო, ნახევარხავერდოვანი და ხავერდოვანი ყვავილებიც, 11-12 სმ დიამეტრით. სახეობა კარგად მრავლდება, უძლებს ზამთარს, ყვავის საშუალოდ გვიან, არ აწუხებს დაავადებები.
“Moon of Nippon” (Aetun, 1936) – იაპონური ფორმის ყვავილია. გარე ფართო ფურცლები თეთრ-კრემისფერი შეფერილობისაა, ხოლო შიდა – ყვითელი. ყვავილის დიამეტრი 16 სმ-მდე აღწევს, ბუჩქის სიმაღლე – 100 სმ-მდე. ყვავილს სიახლის მსუბუქი არომატი აქვს. სახეობა ზამთარგამძლეა, არ ავადმყოფოს. ყვავილი საშუალოდ გვიან ჩნდება.
“არკადი გაიდარი” (კრასნოვა, 1958) – მკვეთრი წითელი ფერის ყვავილები აქვს(20 სმ დიამეტრით), ბუჩქი 110 სმ-მდე იზრდება. ყვავილობს გვიან. მარტივად მრავლდება და იზამთრებს, არ ავადმყოფობს.
“საიუბილეო მბბ” (კრასნოვა, 1959) – ყვავილი მსხვილი, ნაელი ვარდისფერია, გარკვეული დროის შემდეგ კი თეთრ-ვარდისფრად იქცევა. ყვავილობს ჭარბად და ხამგრძლივად. კარგად მრავლდება და იზამთრებს, არ აწუხებს დაავადებები. არომატი მსუბუქი, ძლივს საგრძნობია. ყვავის საშუალოდ გვიან.