რომელი დაავადებები აწუხებს იორდასალამს

0
337

ადრე მოყვავილე იორდასალამის ძირითადი პრობლემაა რუხი ლპობის სოკო (ბოტრიტისი) – ყვავილის ამ სახეობის განვითარება და ზრდა ემთხვევა გაზაფხულს, რომელიც მეტწილად ცივი, წვიმიანი ამინდებითა და ჰაერის მაღალი ტენიანობით გამოირჩევა.

ბოტრიტისის პირველი ნიშნები მაისის შუა რიცხვებში ჩნდება. ამ დროისთვის სწრაფად მზარდი მორჩების ძალიან რბილი ქსოვილები, მიწიდან ამომავალ ღეროსთან ერთად, ინფიცირდება ამ სოკოთი, მათზე ჩნდება დამპალი მუქი მონაკვეთი, რომელიც უფრო ღრმად მიდის. მალე ღერო მიწასთან ახლოს ტყდება და ეცემა.

დაავადება აზიანებს ღეროებს, ფოთლებსა და კვირტებს. მცენარის ყველა ორგანო იფარება მუქი ობით. ამ დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ცივი წვიმიანი გაზაფხული და ზაფხული, აზოტის სასუქების სიჭარბე, ზედმეტად ხშირი ნარგავები.

დაავადებული მცენარის გადასარჩენად, მოჭერით დაავადებული მონაკვეთები და დაწვით ნაკვეთს გარეთ.

ნაცრისფერი ლპობა თქვენს მცენარეებს რომ ააცილოთ უნდა

  • დაიცვათ ბუჩქების დარგვისა და მოვლის წესები;
  • ადრეულ გაზაფხულზე, პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენოთ კალიუმის პერმარგანატი, სპილენძის შემცველი პრეპარატები (50 გ სპილენძის აჯასპი 10 ლ წყალზე) და ფუნგიციდები “ფუნდაზოლი”, “ალირინ-ბ”, “მაქსიმი”, “ფიტოსპირინი”, “აგატ-25კ”, “გამაირი”, “გლიოკლადინი”;
  • სცადოთ ნივრის ნაყენიც (8-10 გ დანაყული ნიორი 1 ლ წყალზე). შეაშხეფეთ თავად ყვავილსაც და მის გარშემო მიწასაც;
  • მოაშოროთ და გაანადგუროთ მცენარის დაზიანებული მონაკვეთები;
  • აუცილებლად დროულად მოჭრათ ღეროები შემოდგომაზე;
  • ზომიერად გამოიყენოთ აზოტის სასუქები.

ფქვილისებრი ნამი კიდევ ერთი გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა, რომელიც ფოთლებს აზიანებს. ფოთლის ზედაპირზე ჩნდება თეთრი ფქვილიანი ნადები. ამ დროს დაგეხმარებათ სპილენძისა და საპნის ხსნარი (200 გ მწვანე ან საყოფაცხოვრებო საპონი და 20 გ სპილენძის აჯასპი 10 ლ წყალში).

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი