მავნებლებთან ბრძოლა მცენარეული საშუალებებით

0
400

რამდენად ხშირად ვჩქარობთ საპასუხო შეტევის განხორციელებას, ბაღის მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლაში ყველაზე რადიკალურ და უმოწყალო მეთოდებს ვირჩევთ, არადა სხვა მეთოდებიც არსებობს, რომლებიც ყველა ცოცხალ არსებას აფრთხობს, მაგრამ არ კლავს.

ძალიან ბევრ მცენარეს მავნებლების თავდასხმის თავიდან აცილება შეუძლია. ესაა ბაია, ასფურცელა, მწარე აბზინდა, სააფთიაქო გვირილა, ფარსმანდუკი და ბევრი სხვა, რომლებიც ბაღშიც და ჩვენს გვერდით იზრდებიან.

თქვენ შეგიძლიათ უფრო პოპულარული მცენარეები გამოიყენოთ. მაგალითად, ხახვი. 2-3 (100 გრ) გაუსუფთავებული ხახვი დაჭერით და 10 ლ წყალში მოათავსეთ. 1 დღის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ, 30-40 გრ სარეცხის საპონში გახსენით და ხსნარი დაუმატეთ. ამ მარტივი საშუალებით დანამეთ მცენარეები, რომლებზეც შემჩნეული გყავთ ბუგრები, ტკიპები, ციკადები და პატარა მუხლუხოები.

კიდევ უფრო სწრაფად შეგიძლიათ ბაბუაწვერას ნაყენი მოამზადოთ. ბაღის და ბოსტნის სარეველებისგან გაწმენდის შემდეგ ბაბუაწვერები შეაგროვეთ. ფესვები და ფოთლები დააქუცმაცეთ, თბილი წყალი დაასხით (300 გრ 10 ლ წყალზე). 2-3 საათში გადაწურეთ, საპონი დაუმატეთ და ბუგრების და ტკიპების საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ. პროცედურა 1 კვირაში გაიმეორეთ.

დიასახლისის საპონი ჩვეულებრივ ნაყენებსა და ნახარშებში დანამატის სახით გამოიყენება, რომ ხსნარი მცენარეს კარგად მიეკრას. ის ბუგრების და ზოგიერთი მწერების საწინააღმდეგოდ დამოუკიდებლადაც ეფექტურია. საპნიანი ხსნარი მოამზადეთ: 100 გრ საპონი 1 ლ წყალში. ამ ხსნარით დაზიანებული მცენარეები მორწყეთ. შეგიძლიათ ტოტები მოხაროთ და საპნიან წყალში დაასველოთ.

ბუგრების, ბოხმეჭას, ჩრჩილების და მუხლუხოების მოშორებაში წეკო დაგეხმარებათ: 1 კგ წეკოს 10 ლ ცხელი წყალი დაასხით. 1 დღეში გადაწურეთ და 2-ჯერ მეტ წყალში გააზავეთ.

მცენარეები ნაყენებით და ნახარშებით სჯობს უქარო, მოღრუბლურ ამინდში დაამუშაოთ. მოსავლის აღებამდე 2 კვირით ადრე ნაყოფის დამუშავება შეწყვიტეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი